ვარლამ კილასონიას გუნდმა 4 თებერვალს რუსთავში ამხანაგური მატჩი პირველლიგელთან გამართა
უმაღლესი ლიგის ყველაზე გაჭირვებული და, ფაქტობრივად, ყველასგან მიტოვებული გუნდი - რუსთავის "მეტალურგი" მაინც აგრძელებს სეზონის განახლებისთვის მზადებას.

ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა 4 თებერვალს მშობლიურ "ფოლადის" სტადიონზე პირველი ლიგის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, თუმცა 39-ე წუთზე კონსტანტინე გაბაშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი სიხარულიძემ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ვარლამ კილასონიამ გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ბედიაშვილი - გოცაძე, ნარიმანიძე, მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი - ვასაძე, სარიშვილი, ჯოხაძე - გაბაშვილი, სიხარულიძე; მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: გულუა, მიქელაძე, ბერაძე, გუჯაბიძე, ზ. გელაშვილი, ზ. მამასახლისი, სალარიძე, ადეიშვილი, ფეიქრიშვილი, მაისურაძე.

ავადმყოფობის გამო კვლავაც არ უთამაშია მასპინძელთა საყრდენ ნახევარმცველს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრს, გიორგი კილასონიას.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "მეტალურგმა" მანამდე სამი სპარინგ-მატჩი გამართა: "ცხინვალთან" 0:4 წააგო, გორში "დილას" 2:0 მოუგო, ხოლო რუსთავში სტუ-ს - 1:0.

"მეტალურგის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა თუ გუნდის მართლაც გაუსაძლის სიტუაციაზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ. არადა, ორიოდე კვირაც და რუსთაველთა გუნდს 2015 წლის პირველი ოფიციალური მატჩი ელის - საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "ჩიხურას" წინააღმდეგ.

რა კონტინგენტი ეყოლებათ მასპინძლებს, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია. ისიც უცნობია, თუ რა რესურსით აპირებს "მეტალურგი" ჩემპიონატის ჩამთავრებას - პირველი წრის შემადგენლობიდან ხომ მხოლოდ 4-5 ფეხბურთელია შემორჩენილი...

"ჩიხურასთან" სათასო მატჩამდე "მეტალურგს" კიდევ ორი სპარინგი აქვს დაგეგმილი: 7 თებერვალს - მარნეულის "ალგეთთან" და 11 თებერვალს - "ზესტაფონთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ტრიბუნალმა კილასონიას დისკვალიფიკაცია პირობითი სასჯელით შეუცვალა, გოგონაიას - არა
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
გორის "დილა" ნუკრი რევიშვილსა და გიორგი ბერიაშვილთან ჯერ ისევ თათბირობს
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
ფოთის "კოლხეთის" დირექტორი: მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით...
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
Sportall.ge-ს სათვალე: ნუკრის პროგრესი, +18 კადრი და ტურის გოლი შესვენებაზე
გორის "დილაში" თეიმურაზ ღონღაძე და კონსტანტინე გაბაშვილიც გამოჩნდნენ
[ლელოს სტუმარი] ვერ მოვისვენებ, სანამ "რუსთავი" უმაღლეს ლიგაში არ დაბრუნდება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
შედეგზე მანიპულირება - სფფ-მ "კოლხეთი" და გუნდის 5 ფეხბურთელი დასაჯა