ჯაბა ჯიღაურმა დუბლი შეასრულა
6 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მე-5 მატჩი გამართა. საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ამჯერად, პოლონური "კორონა" იყო, რომელიც ექსტრაკლასაში მე-14 ადგილზე იმყოფება.

35-ე წუთზე ჭანტურიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო ხუთ წუთში მისი პასით ჯაბა ჯიღაურმა "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. როგორც პოლონური მედია წერს, "დინამომ" "კორონას" ორი უხეში შეცდომით ისარგებლა.

დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე (ტაბატაძე 62), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (ბუკორაცი 46), ჯიღაური (კიტეიშვილი 62), პარუნაშვილი (ჯაფიაშვილი 81), ლობჟანიძე (გუგა 65), ჭანტურიშვილი (მიქელთაძე 72), მანუელი (უგულავა 72)

eee
პაპუნაშვილი სადაა?
gori
თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის „დილამ“ ტიტულოვანი „იანგ ბოიზი“ 1:0 დაამარცხა. ეს თურქულ შეკრებაზე მყოფი ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვებაა. შევეიცარიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს გუნდს შერეული შემადგენლობით დაუპირისპირდა, გორელები კი თავის მხრივ მრისხანე მეტოქეს მაღალი მოტივაციითა და სრული ფიზიკური მზადყოფნით შეხვდნენ. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. პირველივე წუთებიდან გორელებმა აგრესიული და შემტევი ფეხბურთი შესთავაზეს მეტოქეს. უკვე შეხვედრის მე-2 წუთზე მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ, ერისთავისგადაცემით მოდებაძე აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, თუმც შვეიცარიელთა მეკარემ გუნდის გადარჩენა ეფექტური თამაშით მოახერხა. შეხვედრის მე-5 წუთზე თექთურმანიძემ მისსავე ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და ბურთო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ მოდებაძეს გადააწოდა, რომელსაც ამჯერადაც მეკარემ აჯობა. მე-10 წუთზე „დილამ“ მორიგი ეფექტური იერიში წამოიწყო. მოედნის ცენტრში გათამასებული კომბინაციის შემდეგ, მარცხენა ფლანგზე ბურთი გიორგი ერისთავს მიუვიდა, რომელმაც შეტევაში კარგად ჩართული სამხარაძე მოძებნა, ვინც სწრაფადვე ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მოდებაძეს გაუკეთა გადაცემა, რომლის დარტყმულიც ძელმა აისხლიტა, ხოლო დამატებაზე თექთურმანიძემ ყველას დაასწრო და შეხვედრაში ერტადერთი გოლი გაიტანა - 1:0. რაც ჩვენი გუნდის გამაჯვების წინაპირობად იქცა. მე-14 წუთზე შვეიცარიელმა ფეხბურთელმა 30 მეტრიდან დაარტყა და ხარიხასის მეშვეობით ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. პირველი ნახევრის შუა წელიდან შეხვედრა გათანაბრდა. ბურთი მეტწილად მოედნის ცენტრში მოძრაობდა. პირველი ტაიმის მიწურულს, გორელებმა სცადეს რამოდენიმე შეტევის განხორციელებმა. 44-ე წუთზე მოდებაძის შორეული დარტყმა ოდნავ აცდა მეტოქის კარს. მეორე ნახევარში უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა და მეორე ტაიმის მსვლელობის დროს „დილამ“ სახეცვლილი შემადგენლობით გააგრძელა თამაში. პირველი წუთები თანაბარი ბრძოლით მიმდინარეობდა. როგორც „დილა“ ასევე „იანგ ბოიზი“ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. 51-ე წუთზე მელქაძემ დაარტყა შორიდან, თუმცა არაზუსტად. 55-ე წუთზე მეტოქის ფეხბურთელებმა მარცხენა ფრთიდან მწვავედ შეგვიტიეს, თუმცა შვეიცარიელი ფეხბურთელის გადაცემას თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა. 65-ე წუთზე ჩვენს კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, რომელიც მცირედით აცდა მიგინეიშვილის კარს. მეორე ტაიმის მეორე ნახევრიდან „დილამ“ კვლავ მოუმატა ტემპს. შეხვედრის 71-ე წუთზე გორელიშვილმა მარცხემნა ფრთიდან მიიღო ბურთი და მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა რომან ახალკაცი, რომლის დარტყმულიც მეკარემ კუთხურზე სასწაულებრივად მოიგერია. სეთურიძის მოწოდებულ კუთხურს კი ბაგაევის თავით დარტყმული მოჰყვა, რომელიც მცირედ არაზუსტი გამოდგა. შეხვედრის მე-80 წუთზე ბაგაევს თითქმის ასპროცენტიანი შესაძლებლობა მიეცა ანგარიშის გაზრდისა. სეთურიძის შესრულებული საჯარიმოს შმედგე იგი მეკარის ბაქნიდან ურტყამდა თავით, ბურთმა სანტიმეტრებით ჩაუარა მეტოქის კარის ჩარჩოს. შვეიცარიელები ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა „დილას“ მცველები და მეკარე საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ. 85-ე წუთზე გორელებმა კიდევ ერთი ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. მოედნის ცენტრში ჭეჭელაშვილმა აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი გადაცემა გაუკეთა გორელიშვილს, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა. მიხეილი ცდილობდა მეკარისგან შორეულ მაღალ კუთხეში გადაეგზავნა ბურთი, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. საერთო ჯამში თითოეულმა ფეხბურთელმა რომელიც მოედანზე იმყოფებოდა მაქსიმუმი გაიღო წარმატების მისაღწევად. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს: გვალიამ, ფალავანდიშვილმა, ერისთავმა და ბაგაევმა. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გორის „დილა“ 9 თებერვალს რუმინული ბუქარესტის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართავს. „დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე. შეცვლაზე შევიდნენ:ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.
gialo
rafer meigo polonur koronastan kaco :))
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
"ამის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ახლა საჭიროა" - მოურინიო "სოსიედადთან" გამარჯვების შემდეგ
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი - "რეალმა" "სოსიედადს" მოუგო
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
სიტუაცია მწვავდება. რას აპირებს პსჟ დემბელესთან დაკავშირებით? - ცნობილი გახდა დეტალები
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
[VIDEO. ლეგიონი] აშორტიას შორეული გასროლა, ჯიღაურის მაგარი პასები...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა