Europe-Bet.com-ს აქვს ექსკლუზიური უფლებები WPT-ის ბრენდზე საქართველოში
Europe-Bet.com-ს აქვს ექსკლუზიური უფლებები WPT-ის ბრენდზე საქართველოში.

ჩატარდება სამი ღონისძიება 2015 წელს.

ლოს-ანჯელესი, კალიფორნია (12 თებერვალი, 2015 წ.) - აზიაში Ourgame-თან ისტორიული კავშირის კვალდაკვალ, World Poker Tour-მა ("პოკერის მსოფლიო ტური") დღეს განაცხადა Europe-Bet.com-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც, მას მიაწვდის ლიცენზირებულ პროდუქტებსა და მომსახურებას საქართველოში ექსკლუზიური გამოყენების უფლებით.

Europe-bet.com-ი 2015 წელს უმასპინძლებს WPT-ს სამ ღონისძიებას, მათ შორის, WPT-ს ძირითად ტურს და უფლება ექნება, გააშუქოს World Poker Tour-ის სატელევიზიო შოუ, პროდუქცია და მრავალი სხვა რამ.

საქართველოს დედაქალაქ თბილისში, Europe-bet.com-ის პოკერ-კლუბში 30 მაისს სტარტს აიღებს WPT-ს ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის Buy-in (ტურნირში მონაწილეობის გადასახადი) იქნება 1000$. ტურნირის გარანტირებული საპრიზო ფონდი იქნება 200 000$, ხოლო ფინალური თამაში გაიმართება 7 ივნისს.

World Poker Tour-ი დაბრუნდება ნოემბერში, მსოფლიო პოკერის ტურის პრესტიჟული "ჩემპიონთა თასით" (WPT Champions Cup™). ტურნირი განახლდება დეკემბერში, WPT-ს მეორე ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით.

World Poker Tour-ს უმასპინძლებს Europe-bet.com-ის პოკერის კლუბი, რომელიც გაიხსნა 2012 წლის სექტემბერში და ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულებაა საქართველოში. კლუბი ღიაა დღე-ღამის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.

1400 კვადრატული მეტრის ფართობზე განთავსებულია ბარები, რესტორნები, 20 მაგიდა პოკერისთვის და განსაკუთრებული VIP-ზონები. პირველი სართული განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ან დიდი ტურნირებისთვის, როგორიცაა ამ წელს დაგეგმილი სამი ღონისძიება, რომელიც WPT-ს სპონსორობით გაიმართება.

"ჩვენ კვლავ ვისწრაფვით, გავამყაროთ კომპანიის პოზიციონირება, როგორც არა მარტო საქართველოს ბაზრის ლიდერის, არამედ გლობალური ოპერატორის პოზიცია", - აცხადებს Europe-Bet.com-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლას ფლეიდერმანი. - World Poker Tour-თან თანამშრომლობა დაგვეხმარება, დამაჯერებლად დავმკვიდრდეთ პოკერის ბაზარზე. მოხარულნი ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, ვუმასპინძლოთ World Poker Tour-ის ღონისძიებებს პრემიერ-კლასის პოკერ-კლუბში და მოვახდინოთ ჩვენი ონლაინ-პროგრამის დემონსტრირება".

მსოფლიო პოკერის ტურის პრეზიდენტი ადამ პლისკა ამატებს: "აზიაში Ourgame-თან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს ახალი შეთანხმება მსოფლიო პოკერის ტურის გლობალური სალიცენზიო ინიციატივის უწყვეტი გაფართოების მაჩვენებელია, რომელიც აფართოებს ტურის საზღვრებს ისე, როგორც არასდროს.

Europe-bet.com-ი ისწრაფვის პოკერის ზრდისკენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხოლო ბატონ ფლეიდერმანთან და მის გუნდთან თანამშრომლობა მსოფლიო პოკერის ტურს საშუალებას მისცემს, გაზარდოს თავისი საქმიანობის არეალი.

მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დაიწყება ივნისში, WPT-ს ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებით, რომელსაც აქვს 200 000$-იანი გარანტირებული საპრიზო ფონდი და რომლის ფარგლებშიც სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ყველას, ვინც დაკავშირებულია Europe-bet.com-ის შესანიშნავ პოკერ-კლუბთან".

ევროპა-ბეთის შესახებ

2010 წელს დაარსებულმა Europe-Bet.com-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც უმსხვილესმა დამოუკიდებელმა ოპერატორმა საქართველოს სათამაშო ბაზარზე. ის მომხმარებელს სთავაზობს ტოტალიზატორს, პოკერს, კაზინოს და მობილურ თამაშებს, როგორც ონლაინ, ასევე ლაივ-რეჟიმში. მას შემდეგ, რაც საქართველოში ოფიციალურად წარმოებს აზარტული თამაშების რეგულირება, Europe-bet.com-მა პირველივე დღეებიდან დაიწყო საკუთარი, დამოუკიდებელი ონლაინ-პოკერის სისტემის განვითარება და მოაწყო ტურნირების მრავალფეროვანი სერიები. გარდა ონლაინ-მიმართულებისა, კომპანია მართავს ტოტალიზატორების, პოკერ-კლუბის, ელექტრონული კაზინოებისა და სლოტ-კლუბების მრავალრიცხოვან ფილიალებს.

მსოფლიო პოკერის ტურის შესახებ

"მსოფლიო პოკერის ტური" (WPT) უმთავრესი სახელია საერთაშორისო სათამაშო ბაზარზე, რომელიც საკუთარი ბრენდით წარმოადგენს სხვადასხვა მსხვილ ტურნირს, სატელევიზიო გადაცემებს, ონლაინ და მობილური ტურნირებით. 2002 წელს, პოკერის სპორტის სახეობად აღიარების შემდეგ, "მსოფლიო პოკერის ტურმა" ბიძგი მისცა მსოფლიო ბუმს პოკერის განვითარებაში, შექმნა რა უნიკალური სატელევიზიო შოუ, რომელიც დაფუძნებულია მაღალი ლიმიტების მქონე პოკერის ტურნირებზე.

WPT გადის მთელ მსოფლიოში, 150-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო ეთერში. ამჟამად მისი მე-13 სეზონის ტრანსლირებას აშშ-ში აწარმოებს სატელევიზიო არხი FSN. მსოფლიო პოკერის ტურის მე-13 სეზონის სპონსორია ClubWPT.com - უნიკალური ონლაინ საიტი, რომელიც უზრუნველყოფს თავისი წევრებისთვის მსოფლიო პოკერის ტურზე წვდომას; ასევე, ხელმისაწვდომს ხდის მათთვის პოკერის კლუბს აშშ-ის 35 შტატში.

გარდა ამისა, ClubWPT.com-ი გახლავთ Alpha8 სერიის ტურნირების მე-2 სეზონის სპონსორი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ეთერში გადის აშშ-ში, სატელევიზიო არხზე FOX Sports 1. WPT Enterprises Inc. წარმოადგენს bwin.party digital entertainment plc.-ის შვილობილ კომპანიას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს WPT.com.

® 2015 WPT Enterprises, Inc. ყველა უფლება დაცულია.

"WPT", "World Poker Tour" და "Spade Card Design" წარმოადგენს "WPT Enterprises, Inc."-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს. ყველა უფლება დაცულია.

R

Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მედია-სემინარი ჩატარდა
ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება