ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

როგორ გამოვარდა ტაიგერ ვუდსი გოლფის ელიტიდან

როგორ გამოვარდა ტაიგერ ვუდსი გოლფის ელიტიდან

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფისტისთვის, ტაიგერ ვუდსისთვის რთული პერიოდი დადგა
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლფისტისთვის, ტაიგერ ვუდსისთვის რთული პერიოდი დადგა: ყოფილ მეუღლესთან, ელინ ნორდეგრენთან მილიონიანი ვალების გამო მან შეიძლება საკუთარი მამული დაკარგოს ფლორიდაში. ვალის დაფარვას არ ჰყოფნის ტურნირები, რომლებშიც "ვეფხვს" ცოტა ხნის წინ ბადალი არ ჰყავდა...

ორი კვირის წინ კალიფორნიის პატარა ქალაქ ტორი პაინსის ტურნირზე ტაიგერ ვუდსი ფავორიტის რანგში ჩავიდა, თუმცა ბუკმეკერთა ფსონები საპირისპიროზე მეტყველებდა: ლას ვეგასის ერთ-ერთ კანტორაში ვუდსის მოგებაზე კოეფიციენტი იყო 50:1! ტორი პაინსს ერთ დროს დიადი და საშინელი ტაიგერი გოლფისტთა რეიტინგში 56-ე ნომრად ეწვია, არადა, ამ ტურნირის რვაგზის გამარჯვებულია. თუმცა ბოლოს აქ მთავარი პრიზი ვუდსმა 2008 წელს აიღო.

ბუკმეკერები მართლები აღმოჩნდნენ. ამერიკელის თაყვანისმცემელთა სამწუხაროდ, მეცხრე ტრიუმფი არ შედგა. 11 ორმოს გავლის შემდეგ ტაიგერმა მიატოვა ტურნირი. ოფიციალური მიზეზი - ზურგის ძველი ტრავმა იყო, არადა, სტარტამდე ექვსი დღით ადრე ვუდსი, რომელმაც ოპერაცია 2014 წლის მარტში გაიკეთა, ამტკიცებდა, რომ მას ყველაფერი წესრიგში აქვს.

ამერიკელი პირველად არ მოხსნილა შეჯიბრებიდან. 2014 წლის მარტიდან დღემდე მან რვა ტურნირში მიიღო მონაწილეობა და სამი ვერ დაასრულა ამა თუ იმ მიზეზით. მანამდე კი 296 ტურნირში ვუდსი მხოლოდ ორჯერ მოიქცა ასე: 1996 წელს ზურგის დაზიანების გამო და 2006 წელს - გრიპის მიზეზით.

კარიერის ზენიტში ის შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს. ახლა ამერიკელი სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩვეულებრივ გოლფისტს, როგორებიც პროფესიულ ტურში ასეულობით თუ არა, ათეულობით არიან. კოლეგები უკვე მას მზრუნველი ტონით უსურვებენ წარმატებას, ყველაზე თამამები (და მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება) რჩევებსაც კი აძლევენ.

ამ მხრივ სახასიათოა სცენა, რომელიც ერთი კვირის წინ ვარჯიშზე მოხდა. ტაიგერს ეხმარებოდა 28 წლის გოლფისტი ბილი ჰორშელი - ასევე ტორი პაინსის ტურნირის მონაწილე. 2008 წელს, როცა ვუდსმა ამ ქალაქში ბოლო გამარჯვება მოიპოვა, ჰორშელი ჯერ ისევ კოლეჯში სწავლობდა და, რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ შეიძლება ასე უბრალოდ მდგარიყო ლეგენდარული ტაიგერის გვერდით და მასთან საკუთარი აზრი გაეზიარებინა.

რეიტინგში სწრაფი ვარდნის მიუხედავად, ტაიგერი მაინც იღებს მიწვევებს უმსხვილესი ტურნირებიდან. დიახ, ის კლასიფიკაციის ასეულის შუაშია, მაგრამ მისი სახელი ინერციით მაინც ინარჩუნებს მაყურებლებში მომხიბვლელობას. ერთნი ვუდსის სანახავად იმ იმედით მიდიან, რომ ამერიკელი ისევ დაიწყებს მოგებას, მეორენი კი - მორიგი ჩავარდნის სანახავად.

ადრე გოლფის მოყვარულებს აინტერესებდათ - კიდევ რამდენი ტურნირის მოგებას შეძლებდა. ახლა აქტუალურია საპირისპირო კითხვა: რამდენად დაეშვება ფსკერზე?

ანტირეკორდამდე (58-ე ადგილი რეიტინგში), რომელზეც ვუდსი 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა, სულ ცოტა რჩება. ამის შემდეგ მან, მართალია, დაიბრუნა რეიტინგში ლიდერობა, მაგრამ მცირე ხნით. მაშინ ტაიგერი ჟურნალისტებს ეუბნებოდა: "არ მინდა ისე ვითამაშო, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. მინდა კიდევ უფრო უკეთესი ვიყო!" ცნობისთვის, კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე ხანმოკლე დაბრუნების წინ ტაიგერ ვუდსი 623 კვირა იყო პლანეტის საუკეთესო გოლფისტი!

რა თქმა უნდა, ვუდსის წაგებების მთავარი, მაგრამ არაერთადერთი მიზეზი - ტრავმებია. ტორი პაინსში მას თამაშის საშუალება არ მისცა ზურგმა. ადრე, ჯერ კიდევ კოლეჯიდან მოყოლებული, თამაშში ხელს უშლიდა მარცხენა მუხლი, რომელზეც არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

ასაკი კიდევ ერთი მიზეზია. სპორტის სახეობების უმრავლესობაში (და გოლფი არ არის გამონაკლისი) 39 წლიდან დაღმასვლის პერიოდი იწყება. ამიტომაც ვუდსის თაყვანისმცემლებს, ზურგის ტრავმის გარდა, არანაკლებ აწუხებთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

ვუდსის ყოფილმა მწვრთნელმა ჰენკ ჰანიმ სხვებზე უკეთ იცის გოლფისტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ფინიქსში ამასწინანდელი ჩავარდნის შემდეგ ჰანი შეუერთდა მრავალრიცხოვან ექსპერტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტაიგერის პრობლემების წყარო არა ზურგში, არამედ თავშია. კერძოდ, ჰენკმა აღნიშნა, რომ ვუდსისთვის აუცილებელია კუნთის შემცირების უნებლიე პროცესის შეჩერება, რაც მოქმედებს დარტყმების სიზუსტეზე.

თავად ვუდსს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი წარუმატებლობები მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. ის ბევრს მუშაობს ახალ მწვრთნელთან, კრის კომოსთან. წინა მწვრთნელს - შონ ფოულის ტაიგერი აგვისტოში გამოეთხოვა.

მორიგმა მარცხმა, როგორც ჩანს, დიდად არ გაანაწყენა ტაიგერი. ყოველ შემთხვევაში, ის კარგად ქმნის იმის ილუზიას, რომ საშიში არაფერი მომხდარა. მისთვის ამ მომენტში მთავარია - კარგად მოემზადოს "მასტერსის" აპრილის ტურნირისთვის.

ერთი მხრივ, დრო სავსებით საკმარისია ზურგის ტრავმის სამკურნალოდ, მაგრამ, მეორე მხრივ, ტაიგერს გაცილებით ნაკლები ვარჯიში უწევს, ვიდრე წინა წლებში. ამის მიზეზი ისიც არის, რომ მას სურს უფრო მეტი დრო გაატაროს შვილებთან, რომლებზეც მზრუნველობას იყოფს თავის ყოფილ მეუღლესთან. ასევე აუცილებელია, ხშირად იყოს მეგობარ ქალთან - სამთო თხილამურების ვარსკვლავ ლინდსი ვონთან. მაგალითად, ტორი პაინსში ის ჩვეულებრივზე გვიან ჩავიდა - მხოლოდ ოთხშაბათს დილით, რადგან სამშაბათს კოლორადოში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვონის გამოსვლას ესწრებოდა.

გოლფის მოედანზე წარუმატებლობები უარყოფითად აისახება ტაიგერ ვუდსზე. რეიტინგში ლიდერობასთან ერთად, მან დაკარგა პირველი ადგილი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენებს შორის, თუმცა აქ პირველი ასეულის შუამდე არ დაქვეითებულა.

პირად ცხოვრებაში სკანდალები ძვირად დაუჯდა. ტაიგერმა დღემდე ვერ მოახერხა ისეთი მსხვილი სპონსორების მოძიება, როგორებიც არიან Tag Heuer და Gillette, რომლებმაც განქორწინების შემდეგ უარი თქვეს მასთან ურთიერთობაზე.

ვუდსის მომდევნო ტურნირია - Honda Classic-ი, რომელიც თებერვლის ბოლოს დაიწყება. ის ფლორიდაში, გოლფისტის სახლთან ახლოს ტარდება, საიდანაც ამერიკელი შეიძლება სულ მალე გამოასახლონ. 60 მილიონ დოლარად შეფასებული მამული გირაოა - გარანტია იმისა, რომ გოლფისტი 2016 წლის 15 იანვრამდე დაფარავს ყოფილი მეუღლის ვალს. მისი ოდენობა 54.5 მილიონია. სულ განქორწინების შემდეგ ვუდსს 100 მილიონი აქვს გადასახდელი.

P. S. 12 თებერვალს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვუდსმა შეაჩერა კარიერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

კრიშტიანო რონალდო გაცილებით ძვირფასი ბრენდია, ვიდრე - ლიონელ მესი

Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...

ტაიგერ ვუდსი სკანდალში გაეხვია

ტაიგერ ვუდსი მეძავებს ვერ ელევა

ლინდსი ვონი - ქალი, ვისთანაც მამაკაცებს გაჯიბრების ეშინიათ [PHOTO]

ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება