"...ეს პუნქტი კონტრაქტში ჩემი სურვილითა და ინიციატივით ჩაიდო"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე რომ დაამტკიცა, მიზანიც დაუსახა - მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა ან, სულ მცირე, პლეი-ოფში მოხვედრა.

რა წერია რეალურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ცხადაძეს შორის გაფორმებულ კონტრაქტში?

ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავუკავშირდით:

- თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დანიშვნა უნდა მოგილოცოთ. აღმასკომმა მიზნად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ან, სულ მცირე, პლეი-ოფში მოხვედრა დაგისახათ...

- გმადლობთ. მინდა, მცირე დაზუსტება შევიტანო ამ საკითხში. ჩემი სურვილითა და ინიციატივით, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უნდა იყოს, სულ მცირე, მესამე ადგილის დაკავება.

რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მაგრამ მიზნის მინიმუმი, კიდევ ვიმეორებ, არის მესამე ადგილზე გასვლა.

მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად მართებულად მივუდექით საკითხს.

- რატომ მიიჩნევთ ასე?

- მოდი, ასე გიპასუხებთ: თუ არ არსებობს მიზანი, ისე ვერაფრით მიიღწევა სტაბილური შედეგი.

მე, როგორც მწვრთნელს, უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია. ფეხბურთელებსაც თავიანთი წილი პასუხისმგებლობა აქვთ და საკმაოდ დიდიც. როცა გუნდი მინდორზე გადის, მას უნდა ჰქონდეს როგორც მთელი ტურნირის, ისე ამ კონკრეტულ მატჩში გადასაწყვეტი ამოცანა.

- რას მისცემს თუნდაც ამ მინიმუმის შესრულება ქართულ ფეხბურთს?

- იმას, რომ მომდევნო, უკვე ევროშესარჩევ ციკლში, სულ მცირე, მესამე კალათში ვიქნებით და მეტი შანსი გვექნება, მოვხვდეთ ჯგუფის სამ საუკეთესო ნაკრებს შორის.

- საქართველოს ნაკრების დღევანდელობაზეც გკითხავთ. მოასწრებს თუ არა გუნდში დაბრუნებული ალეკო ამისულაშვილი მალტასა და გერმანიასთან თამაშებამდე გამოჯანმრთელებას?

- ალეკომ ახლახან განაახლა ვარჯიში, ჯერ საწყის სტადიაზეა. თუ სანაკრებო მატჩებამდე მოასწრო სათამაშო პრაქტიკის მიღება, ის იქნება ეროვნულ გუნდში.

- ახერხებს გიორგი ნავალოვსკი საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას?

- მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. მათ მოაგროვეს ყველა საჭირო საბუთი და ეს პრობლემა მალე მოიხსნება.

- სანაკრებო შეხვედრებამდე აპირებთ ისეთი ფეხბურთელების საქმეში ნახვას, ნაკრებში ბოლო დროს რომ აღარ გამოჩენილან ან საერთოდაც, არასდროს უთამაშიათ ქვეყნის პირველ გუნდში?

- მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის ექსპერიმენტების დრო. გადაწყვეტილია, რომ პოლონეთთან მატჩამდე 8-9 დღით ადრე დავიწყებთ შეკრებას. აი, იქ უკვე იქნებიან ახალი ფეხბურთელები.

- დაბოლოს: როდის დაიწყება მალტასა და გერმანიასთან მატჩებისთვის შეკრება?

- მხოლოდ 23 მარტს და ისიც საღამოს მეძლევა საშუალება, შევკრიბო ფეხბურთელები, 25 მარტს კი უკვე თამაშია. ერთი დღე გვრჩება სულ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

paata xuchua
კახამ მალტასთან გაფართოებული შემადგენლობა უნდა გამოიძახოს ყენია გოგუა რევიშვილი მერებაშვილი სალუქვაძე არაბიძე ყველას უნდა მიეცეს შანსი
gulshematkivari
Ra tseria DA tsxadadze kargi bichiao,dinamos ushveliso DA tsarmatebebi usurveto,amoudekit gverdshio rasats vapirebt didi imedit.
kaxa saqartvelo shentanaa!!!
ჩვენი ნაკრების წარმატებებს ეროვნული აღორძინების მოტანა შეუძლია... ღმერთმა დალოცოს კახა, მისი ოჯახი, ნაკრები და სრულიად საქართველო! ამინ! ილოცეთ და ყველაფერი კარგად იქნება!
ქომაგი
სხვათა შორის, ძალიან სწორი მიდგომაა ამისულაშვილზე რომ ამბობს, თუ მოასწრო სათამაშო პრაქტიკის მიღება იქნება ნაკრებშიო - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს წესად, პრაქტიკის უქონელი ფეხბურთელი არ უნდა იყოს ნაკრებში, მაგრამ აქ მეორე უკიდურესობაა, ჩვენი რესურსის მქმონე ნაკრებს რამდენად აქვს ამის ფუფუნება ისე საერთი ჯანში,,დღემდე რაც წამიკითხავს ცხააძის ინტერვიუები, ყველაფერს სწორად ლაპარაკობს, იმედია ნალაპარაკებს ცხოვრებაშიც ისევე გაატარებს და ნაკრები საბოლოდ რღაც დონის წარმატებას მიაღწევს წარმატებებს ვუსურვებ ცახდაძეს, რომელმაც ძალიან მძიმე დროს აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მოკიდა ხელი საქართველოს ბაკრების მწვრთნელობას, დღევანდელ დრეს ესდასაფასებელია ნამდვილად და ყველა გვერდში უნდა დაუდგეს საქართველოს ნაკრებს, ნაკლები ქილიკი და ბოღმიანი ლაპარაკი და მეტი გვერდში დგომა ნაკრებს!!!
Gio
555 ჯობს თავიდან გადაიკითხო სტატია
goga
კახა წარმატებები. საქართველო შენთანაა
gia
ხალხო, აქ საუბარია მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. გარკვევით წერია და არა მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლზე.
555
ამას ალბათ გერმანია გაყავს მეოთხე ადგილზე. ესეც მაგარი ყოფილა დაუძახეს თუა არა ფეხბურთის დამაქცეველებმა მაშინვე წამოსკუპტა სკამზე. და დაიწყო დაპირებები......
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება