ქართველმა ძიუდოისტებმა 6 მედალი მოიპოვეს, საიდანაც ერთი ოქროა, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო
საკმაოდ ხვავრიელი გამოდგა ქართველი ძიუდოისტების მონაგარი რომის "ევროპის ღია პირველობაზე" - 6 მედალი, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ვერცხლია - 4 ჯილდო, თითო კი - ოქრო და ბრინჯაო.

გამარჯვებული ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) გახდა, რომელმაც ფინალში თანაგუნდელი და თანაქალაქელი, გორელი ნუგზარ ტატალაშვილი დაამარცხა.

ტატალაშვილის მსგავსად, ვერცხლის მედლები მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა (60), თორნიკე თათარაშვილმა (66) და ლევან მატიაშვილმა (+100), ხოლო ბრინჯაოს ბექა ღვინიაშვილი (90) დაეუფლა.

როგორც ვხედავთ, ჩვენებმა 7 წონიდან 4-ის ფინალში იჭიდავეს, ერთ წონაში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა. თან, ამ ექვსეულის გარდა, კიდევ ორმა სპორტსმენმა - ტრისტან ფეიქრიშვილმა (66) და ალექსანდრე მსხალაძემ (100) ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, კიდევ ორი ჩვენებური მეშვიდეზე გავიდა - ფრიდონ გიგანი (73) და ადამ ოქრუაშვილი (+100). საერთო ჯამში, ჩვენი ნაკრები იაპონიის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდა.

ერთი შეხედვით, ცუდი შედეგი არაა, თუმცა არც შეჯიბრება იყო მაინცდამაინც ძლიერი და ამ შედეგებით შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია. პირიქით - ზოგიერთ წონაში ზოგიერთი ლიდერისგან, რომლებიც ნაკრებში პირველ ნომრებად მოიაზრებიან, ნამდვილად მეტს ველოდით, ოღონდ საბოლოო დასკვნების გამოტანა აქაც ნაადრევი გვგონია.

აქ გასათვალისწინებელია, რა მიზანს უსახავდა მწვრთნელი ამა თუ იმ სპორტსმენს და ვისთვის რა იყო განმსაზღვრელი ამ კონკრეტულ ტურნირზე - შედეგი თუ მომზადების დონე. მაგალითად, ამირან პაპინაშვილი მწვრთნელმა სატურნირო პრაქტიკის მისაღებად წაიყვანა, რათა უფრო ძლიერი შეჯიბრების, მომავალ უქმეებზე დიუსელდორფში ჩასატარებელი "დიდი პრიზის" წინ მოთელვა გაეარა.

მსოფლიოს პრიზიორს ტრავმების გამო ლამის მთელი შემოდგომა გაუცდა და სატურნირო პრაქტიკა ნამდვილად სჭირდებოდა.

ვისი ვერცხლი არ ბრწყინავს

ასევე, ვერცხლი და მეორე ადგილი თუ დამაკმაყოფილებელია ახალგაზრდა და ბევრად გამოუცდელი თორნიკე თათარაშვილისთვის, მისაღებია ტატალაშვილის შემთხვევაშიც, რადგან ისევ ჩვენსავე ფალავანთან და თან ყველაზე ტიტულოვანთან დამარცხდა, ცოტა უკმაყოფილების გრძნობას გვიტოვებს მატიაშვილის შემთხვევაში, რადგან ძიგორო კანოს მემორიალის შემდეგ ზედიზედ მეორედ დამარცხდა ტურნირის ფინალში.

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ რუსთა ოსი ტამერლან ტმენოვის (+100) ან თუნდაც ჰოლანდიელ ხენკ ხროლის (100) მსგავსად, მასაც უჭირს გადამწყვეტი შეხვედრის მოგება, მაგრამ საკითხავია - რატომ ვერ იგებს ფინალებს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარედან რაც ჩანდა, იაპონელმა ჰისაიოში ჰარასავამ ჩავლებით დაჯაბნა და გაანეიტრალა, თუმცა, ვიმედოვნებთ, უფრო ღრმა მიზეზი არაა.

არადა, ამ ტურნირზე მატიაშვილმა ერთ იაპონელს მოუგო - მეორე შეხვედრაში მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი კეიტა ივაო ვაზარით ჩამოიშორა გზიდან, როცა პერუელი ჯოშუა ვასკეს სანტოსი დააიპონა, ნახევარფინალში კი საკმაოდ ძლიერი ებრაელი ორ სასონი ლამის მოგუდა შებოჭვისას.

ერთი სიტყვით, მატიაშვილს ძლიერებთან მოგება შეუძლია, მაგრამ რა მოსდის ფინალში? კანოს ტურნირზე რუს რინატ ახმედოვთან ხელიც ეტკინა და წელის ტრავმამაც შეაწუხა, ახლა კი ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ამგვარი პრობლემისა არაფერი ეტყობოდა.

დიამეტრული წყვილები

ასევე დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებია შვიდეულში მოხვედრილ, მაგრამ უმედლოდ დარჩენილ წყვილებშიც.

მაგალითად, თუნდაც მეშვიდე ადგილი თუ ნორმალური შედეგია ახალგაზრდა გიგანისთვის, ვინც სოფიაშიც კარგად იჭიდავა და ძალიან ძლიერ მეტოქეებს მოუგო, ანუ სტაბილურია, ძალიან ცუდია ოქრუაშვილისთვის; მეხუთე ადგილი თუ მისაღებია ფეიქრიშვილისთვის, მიუღებელია მსხალაძისთვის, ვინც სოფიის შემდეგ ახლაც მეხუთეზე გავიდა.

მართალია, მსხალაძემ სარეიტინგო მარაგი კვლავაც შეივსო და 100-ში ლიცენზიის მოპოვების რეალურ შანსს ისევ ვინარჩუნებთ, მაგრამ საგზური ხომ იდეა-ფიქსი არ უნდა იყოს, რადგან მთავარი ჭიდაობის ხარისხია.

როცა ასეთ ტურნირზე მედალსაც კი ვერ ვიგებთ, როცა ვაგებთ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვისა და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკას (იმის მიუხედავად, რომ ამან საკლუბოზე მატიაშვილსაც მოუგო) დონის ფალავნებთან, ოლიმპიადაზე რისი იმედი უნდა გვქონდეს? არადა, თავიდან იაპონელსაც მოუგო, მართალია, უტიტულოს და რაღაც არაიაპონური გვარ-სახელის მქონე აარონ ვოლფს, მერე პოლონელი იაკუბ ვოიციკი და ებრაელი პეტერ პალჩიკიც ზედ მიაყოლა, რითაც ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ წინა შეჯიბრების მსგავსად, ამის შემდეგ კვლავ დამარცხდა. მისი შემთხვევაც რაღაც სიმპტომურ ნიშნებს ატარებს...

დაახლოებით ამავეს ვიტყვით ღვინიაშვილზეც - მის შესაძლებლობებში, ბუნებრივ ტალანტში ეჭვი არც ახლა გვეპარება, მაგრამ რაღაც მეტია საჭირო, რაღაცაა შესაცვლელი მის ჭიდაობაში. "მარადიულ ქალაქში" პოლონელ პატრიკ ციჩომსკისთან იპონით მოგების შემდეგ ის ფრანგ ოსკარ ბრისონთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი რუსი სამირ გუშაპშევი და სერბთა რუსი დმიტრი გერასიმენკო დააიპონა.

ოქრუაშვილმა ტურნირზე მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - გერმანელ ტომას პილესთან, მაგრამ შემდეგ ჯერ რუს სტეფან სარქისიანთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი პირველივე პაექრობა წააგო კორეელ სოო-ვან კიმთან.

შავდათუაშვილმა რუბიკონი გადალახა?

ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვება ის შემთხვევაა, როცა პრაქტიკა ხარისხს დაემთხვა - მწვრთნელებს მის შემთხვევაშიც უფრო ადაპტაცია აინტერესებდათ, რასაც შეგირდმა საკმაოდ გამართული ჭიდაობა დაუმატა.

ბოლო შეჯიბრებებზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა აჩვენა, რომ წონაში გადასვლა-დამკვიდრების, ახალ წონასთან შეგუების საკმაოდ მტკივნეული პროცესი და პოსტტრავმული რეაბილიტაციის ასევე რთული ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

მოგეხსენებათ, ის იაპონიაში გადიოდა შეკრებას, სადაც ორგანიზმს დამატებითი ფუნქციები უნდა "შეესრუტა", რაც წონაში დამკვიდრებას გაუადვილებდა. რომში გამოჩნდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა და უკვე თამამად შეგვიძლია დაველოდოთ ოლიმპიური ჩემპიონის ახალ მიღწევებს ახალ წონაში.

რომში მას შედარებით ძლიერი კონკურენტები მხოლოდ ბოლო ორ ეტაპზე შეხვდნენ - იტალიელი მარკო მადალონი და ტატალაშვილი, თორემ უკრაინელი სერგეი პლიევი, სლოვენიელი იგორ პოტპარიცი და ჩინელი შუაი სუნი მისი კალიბრისანი არ არიან. თუმცა, ჩინელთან შედარებით, მოკრძალებულად იმარჯვა - იუკოთი, იმათ კი წმინდად მოუგო, როგორც - მადალონის; მეგობარი კი ფინალში ოთხი გაფრთხილებით მოახსნევინა.

ფინალამდე ტატალაშვილს ძლიერი მეტოქეები არ ჰყოლია, თუმცა თითქმის ყველასთან დამაჯერებლად იმარჯვა - თავიდან პოლონელ იაცეკ ბრისთან და იტალიელ აუგუსტო მადალონისთან ვაზარ-იპონით იმარჯვა, ნახევარფინალში კი პოლონელ დამიან სვარნოვიცკისთან ვაზარით მოიგო.

მხოლოდ მანამდე გაუჭირდა გერმანელ იგორ ვანდტკესთან, თუმცა სამი გაფრთხილება კი მიაღებინა.

საერთოდ, ამ წონაში ისეთი შემადგენლობა შეგროვდა, ჩვენებს ფინალში გასვლა მართებდათ და გავიდნენ კიდეც.

ვინ გამოჩნდა ახალგაზრდებიდან

ახალი თაობიდან, უპირველესად, თათარაშვილს გამოვარჩევთ, თუმცა აღსანიშნავია ფეიქრიშვილის და იმავე გიგანის გამოსვლებიც.

ფეიქრიშვილი მეოთხედფინალში რამდენიმე დიდი ტურნირის მომგებ იაპონელ ტომოფუმი ტაკაჯოსთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი ებრაელ ბარუხ შმაილოვთან მოგების შემდეგ ფრანგ ჟულიენ ოტავიანთან დამარცხდა. თათარაშვილმა ფრანგი მატიას ბუხერი, კანადელი ანტოინ ბუხარდი და იგივე შმაილოვი დააიპონა, ნახევარფინალში კი ტაკაჯოს იუკოთი დააყრევინა ფარ-ხმალი. ფინალი ჩვენებურმა მეორე ებრაელ ტალ ფლიკერთან წააგო.

ერთი სიტყვით, სტატისტიკურად წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, ეს ტურნირი მაინც ვერ გამოდგება ჩვენი ნაკრების საჯილდაო ქვად. მისი ნამდვილი სახე მომდევნო უქმეებზე დიუსელდორფში გამოჩნდება და დაველოდოთ იმ შეჯიბრებას.

კვარცხლბეკი

60 კგ

1. იუმა ოშიმა (იაპონია), 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო), 3. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი), მატიას ტრბოვცი (სლოვენია)

66 კგ

1. ტალ ფლიკერი (ისრაელი), 2. თორნიკე თათარაშვილი (საქართველო), 3. ჟულიენ ოტავიანი (საფრანგეთი), ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია), 5. ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

73 კგ

1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო), 3. შუაი სუნი (ჩინეთი), იგორ ვანდტკე (გერმანია), 7. ფრიდონ გიგანი (საქართველო).

81 კგ

1. გოკი მარუიამა (იაპონია), 2. სვენ მარეში (გერმანია), 3. შალვა ყალაბეგაშვილი (ესპანეთი), ჯაე-ბუმ კიმი (კორეა).

90 კგ

1. მაშუ ბაკერი (იაპონია), 2. ოსკარ ბრისონი (საფრანგეთი), 3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), მიხაელ ზგანკი (სლოვენია).

100 კგ

1. რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია), 2. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია), 3. ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია), კრისტოფ კრონბერგერი (ავსტრია), 5. ალექსანდრე მსხალაძე (საქართველო).

+100 კგ

1. ჰისაიოში ჰარასავა (იაპონია), 2. ლევან მატიაშვილი (საქართველო), 3. კეიტა ვაო (იაპონია), სოო-ვან კიმი (კორეა), 7. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

olas
მეტი იკითხე ძიუდოზე და ქალაქელ ბიჭებსაც ნახავ.
ola
სამწუხაროდ გეთანხმებით, რომ ქვეყანაში ერთადერთი იმედის მომცემი სპორტია. დანარჩენ მსოფლიოში განსაკუთრებით ევროპა ამერიკა ამ სპორტს არ ცნობენ. ეფექტური ვარდნები სასიამოვნო საყურებელია, მაგრამ სტრატეგიულ მოგებებზე კი რა გითხრათ. რატომ არ არის ყურებადი სპორტი? რატო არ იცნობს ხალხი ამ სპორცმენებს გარდა ოლიმპიური მედალოსნებისა ? გაცილებით ვაჟკაცურია რაგბი, ბოქსი . სადაც უდიდეს ენერგიას გასცემ და საპასუხოდაც ზიანდები. ძიუდოში კი 3 , მაქ 3 წუთიანი შეხვედრა და ოქროს მედალი შენია. :) მოიშორეთ იაპონური ძიუდო და ქართულად იჭიდავეთ თუ მაინცდამაინც . არ იწყინოთ ხალხო , მე ჩემი ვთქვი. სოფელს რაც შეეხება ქალაქში გაზრდილი ბიჭი მე არ მინახავს სამწუხაროთ ჭიდაობით დაიტერესებულიყოს.
zaza
პირიქით ოლა. რაც შეიძლება მეტი უნდა დაიწეროს და ითქვას ძიუდოს შესახებ რადგან, ჯერ ერთი ის ძალიან საინტერესო და ვაჯკაცური სპორტის სახეობაა და ხუთივე კონტინენტზე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მეორეც,ის სპორტის ერთადერთი სახეობაა სადაც ჩვენ ჩვენი სიტყვა გვეთქმის
mikhako oragveliZe
ola თუ ასმიკა, ცავატანემ. აბა რა გითხრა, რით გაგახარო, ..........
fraternity
ოლა .... ძიუდო ერთერთი იმ სპორტთაგანია, რასაც ყოველთვის ველოდები ხოლმე და თუნდაც მეორეხასრისხოვანი ტურნირი იყოს, მაინც ყოველთვის ვადევნე თვალს. შენ ნუ წაიკითხავ თუ არ გაინტერესებს. .... (გამოაქყვეყნეთ რა, გთხოვთ, არ დაბლოკოთ)
olas
ძიუდო და საერთოდ ჭიდაობა სოფლელების სპორტი არ არის, ეს ჩვენი ქართველების სიამაყეა. ამაში გვაქვს მართლაც საამაყო. მაგრამ შენ ..ქალაქელი,, ამას ვერ გაიგებ ძალიან შორს ბანაობ. სოფლელობა კი არავის დასაცინი არ არის.
ზაზა
ღვინიაშვილს მეტი მიხედვა უნდა.. მაგის მომრევი კაცი არ მეგულება. ვერცხლი, ბრინჯაო, მეხუთე და მეექვსე ადბილი რა მაგი საკადრისია. მგელივიტ ბიჭია.
ola-ს
მაზოხისტი ხარ?! სიამოვნებას გგვრის რასაც შენი მისამართით იტყვიან და გაიფიქრებენ? ჰოდა, მიდი "ისიამოვნე"...
da
ოლა შე მართლა სოფლელო, ფეხბურთი თუ არის ქალაქლეების იმიტომ არის ციდან ვარსკვალავებს რო წყვიტავენ. .......
ola
ა ტვინი წაიღეთ ამა ძიუდოს გაშუქებით. სოფლელების სპორტია
[VIDEO] დაბრუნება შედგა - ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბოლო წუთამდე სასტარტოში იყო - კვარაცხელიას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნის მიზეზი ცნობილია
"რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
ანსუ ფატი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს
"ამ ფეხბურთელმა "ნაპოლის" ჩემპიონობაში მთავარი წვლილი შეიტანა" - კოსტაკურტა
77 მილიონი ევრო წელიწადში - ბრუნომ არაბეთიდან სარფიანი წინადადება მიიღო
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
შენგელიას კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვირტუსს" ნახევარფინალამდე კვლავ 1 მოგება აშორებს
როგორი იქნება "რეიმსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
დე ლაურენტისი: დარჩება კონტე? - მწვრთნელი არასოდეს არ უნდა დაავალდებულო
"Forza Napoli" - "კვარამ" "ნაპოლის" ჩემპიონობა მიულოცა
[VIDEO] ფრე "ბეტისთან" და მამარდაშვილის ბოლო მატჩი "ვალენსიაში"
[VIDEO] "ნაპოლიმ" "კალიარის" მოუგო და მეოთხე სკუდეტო მოიპოვა
ჩაკვეტაძის არჩევანი - "ლესტერი" თუ პრემიერლიგის გუნდი
კვარაცხელია სკუდეტოს ოქროს მედალს ვერ მიიღებს - მიზეზი ცნობილი გახდა
მესის თხოვნით - მოდრიჩი "ინტერ მაიამიში" გადავა
"შავი ლომი" | ორი გამარჯვებით შოტლანდიიდან
გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
პსჟს ფინალის დღე - შემადგენლობა ოპტიმალური
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
IJF-მ საუკეთესოები გამოავლინა: მწვრთნელი - გუჯეჯიანი, კაცი ძიუდოისტი - გრიგალაშვილი, წლის იპონი - ღვინიაშვილი
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ბექაური წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოეხსნა
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ჩინდაოს გრან-პრი: ქართველების შეჯიბრება სწრაფ წაგებებში
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
იერუსალიმის მასტერსზე სულამანიძემ ოქროს, მაისურაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]