არმსტრონგმა 10 მილიონი უნდა გადაიხადოს
თანამედროვე ველორბოლის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა, ესპანელმა ალბერტო კონტადორმა უახლოეს და შორეულ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის სეზონში ის ორ "გრანდ-ტურზე" აპირებს გამოსვლას: ეს არის ჯირო დ'იტალია და ტურ დე ფრანსი.

ასევე, ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში ველომრბოლელმა აღნიშნა, რომ თუ თავის ამჟამინდელ ველოსაჯინიბოსთან, Tinkoff-Saxo-სთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გადაწყვეტს, ხელშეკრულება მხოლოდ ერთწლიანი იქნება.

უფრო მეტიც, კონტადორმა, რომელიც მეხუთე ველომრბოლელია ისტორიაში, ვისაც სამივე "გრანდ-ტური" აქვს მოგებული, გაამხილა, რომ 2016 წელი, სავარაუდოდ, ბოლო იქნება მის პროფესიულ კარიერაში.

ამასობაში, ამერიკის სასამართლომ სკანდალურად ცნობილ ამერიკელ ველომრბოლელს, ლენს არმსტრონგს 10 მილიონი დოლარის გადახდა დაავალდებულა SCA Promotions-ისთვის. არმსტრონგმა მთელი თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში ამ კომპანიისგან ბონუსების სახით 12 მილიონი დოლარი მიიღო.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ლენსი 2012 წელს დოპინგის მიღებაში ამხილეს და ყველა ტიტული ჩამოართვეს, SCA Promotions-მა დაიწყო სასამართლო პროცესი ფულის დასაბრუნებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა