ნატურალიზაცია მსოფლიოს სპორტში უკვე ჩვეულებრივი ამბავია და ნელ-ნელა საქართველოშიც შემოდის

ნატურალიზაცია მსოფლიოს სპორტში უკვე ჩვეულებრივი ამბავია და ნელ-ნელა საქართველოშიც შემოდის. ამას წინათ ერთმა ფაქტმა გვაფიქრებინა, რომ კარგი იქნებოდა, ამ კუთხით ჩვენი ძიუდოს ფედერაციაც გააქტიურებულიყო. გუშინ, როცა სტამის ამბის გასაგებად ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მამუკა ყიზილაშვილს ვესაუბრებოდით, ამაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. გაირკვა, რომ თურმე ამ საკითხზე ფედერაციაც მუშაობს და ახლო წარსულში კიდევ ერთ უცხოელს გამოუთქვამს ჩვენთან გადმოსვლის სურვილი.

თუმცა ჯერ იმ ფაქტზე ვთქვათ, რამაც ნატურალიზაციის შესაძლებლობაზე დაგვაფიქრა - ამ დღეებში ისრაელის ფედერაციამ ჰოლანდიიდან სტამის კონკურენტი ლინდა ბოლდერი (70) გადაიბირა. ის ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია - 20-წლიანებშიც და 23-იანებშიც, ხოლო უფროსებში 2013 წელს ევროპირველობის ფინალში გავიდა, სადაც თანაგუნდელ კიმ პოლინგთან დამარცხდა.

არსებითად, მათი ფაქტორის გამო წამოვიდა სტამი საქართველოში - ჰოლანდიაში დარჩენის შემთხვევაში ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი არ ჰქონდა. დღეს იმავე დილემის წინაშე უკვე ბოლდერი აღმოჩნდა - პოლინგმა შარშანაც მოიგო ევროპის ჩემპიონატი და რიოში მოხვედრაში მხოლოდ ტრავმა თუ შეუშლის ხელს. ბოლდერმაც ამიტომ გადაწყვიტა აბარგება და თავი ისრაელს შეაფარა, ვისაც ამ წონაში ძლიერი წარმომადგენელი არ ჰყავს.

სწორედ ამ ფაქტის გამო ვიფიქრეთ, რომ არ იქნებოდა ურიგო, ჩვენი ფედერაციაც თუ იზრუნებდა ასეთი სპორტსმენების მოძიებასა და გადმოყვანაზე - ოლიმპიადა ის ანდამატია, ნებისმიერს რომ მოიზიდავს. როგორც ყიზილაშვილმა გვითხრა, თურმე ფედერაციას მართლაც ჰქონია მორიგი შემოთავაზება მავანი უცნობი ფრანგი ქალბატონისგან, ოღონდ მისი ვინაობა საიდუმლოდ დატოვა და არც ჩავძიებივართ, რადგან ეს უკვე ჩავლილი მატარებელია.

თურმე ის გოგო საფრანგეთში თავის წონაში მესამე ნომერია, ანუ მასში დიდი პერსპექტივა ვერ დაინახეს. ოღონდ, სტამის მსგავსად, ფულად კომპენსაციას არც ის ითხოვდა და ჩვენები არაფერს კარგავდნენ. ამიტომ იქნებ კიდეც დათანხმებულიყვნენ, მაგრამ საქმეში თურმე საფრანგეთის ძიუდოს ფედერაცია ჩაერია და მათ არ მისცეს წამოსვლის ნება.

საერთოდ, ყიზილაშვილის თქმით, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ფრანგები გაცილებით მკაცრად უდგებიან სპორტსმენთა გასხვისების საკითხს და მათ ასე ჰაიჰარად არ რთავენ სხვაგან წასვლის ნებას. ეტყობა, ჰოლანდიიდან მართლაც იოლად უშვებენ სხვა ქვეყანაში. გავიხსენოთ თუნდაც ელკო ფან დერ ხესტის (100) მაგალითი, 2009 წლის ბოლოს როგორ უპრობლემოდ გაუშვეს იმხანად ევროპის ვიცე-ჩემპიონი მეზობელ ბელგიაში.

ფაქტობრივად, მაშინ წინააღმდეგობაც არ გაუწიეს სპორტსმენის ახირებას, რომელმაც არ ისურვა მეორე ნომრად და ხენკ ხროლის დუბლიორად ყოფნა, ამის შედეგი კი მეორე წელსვე მწარედ იწვნიეს, როცა ვენაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ხესტმა ხროლი დაამარცხა, ეს მართლაც ძლიერი, მაგრამ "მარად მეორე" კაცი. შეგახსენებთ, რომ ხროლი 7-ჯერ გავიდა ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ფინალში, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოიგო.

თუმცა დავუბრუნდეთ ნატურალიზაციისა და ფრანგი ქალბატონის თემას, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მან გამოთქვა სურვილი. ალბათ, აჯობებს, ჩვენმა ფედერაციამ თავად მოიძიოს სოლიდური, პერსპექტიული სპორტსმენები, ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრებიდან ოლიმპიადაზე მოხვედრის ნაკლები შანსი ექნება და მათ გადმობირებაზე იზრუნოს.

გასაგებია, რომ ეს არ იქნება იოლი - უფრორე, მათი ფედერაციების დათანხმება; გასაგებია, რომ ამისთვის სერიოზული ფინანსური რესურსიც გვჭირდება (თუნდაც გიორგი ზანთარაიას მაგალითი გავიხსენოთ, რომელსაც პირობებზე ვერ შეუთანხმდნენ), მაგრამ იმავე ჰოლანდიას, საფრანგეთს, ნაწილობრივ - გერმანიას, იტალიას და სხვებს ჰყავთ წონაში რამდენიმე მაღალი კლასის სპორტსმენი. ასეთთა მოძიება შედარებით ნაკლებად, მაგრამ ბოლო წლებში მაინც შეიძლება აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - ოლიმპიადაზე მოხვედრის იმედით გარკვეულ კომპრომისზე ისინიც წამოვლენ და იქნებ ინტერესთა თანხვედრით ჩვენც ვიხეიროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jorj
ნეტავ მოვა ის დრო თუნდაც ნატურალიზირებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდება?
vetanxmebi ..jorjs
რატომ არ შეიძლება 3 საშვალო დონის ფეხბურთელის ნატურალიზება ლათინური ამერიკიდან ან ევროპიდან,თორემ 25 წელია უკვე რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ყავს და ამ ,,მარად პერსპექტიულმა,,ფეხბურთელებმა მთლად გაათახსირეს.
jorj
ფეხბურთელებიც იქნებ მოვიძიოთ ნაკრებში რომ ვათამაშოთ თორემ მარად პერსპექტიული ფეხბურთელების შემყურე არაფერი არ გამოდის :(
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პუტინს ძიუდოს ფედერაციაში საპატიო პრეზიდენტობა შეუჩერეს
We love judo: ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება
5 ივნისს ძიუდოს ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება
ზანთარაია ბუნკერში ცხოვრობს - "არსად წავალ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება"
ბოიკოტი დასრულებულია, სკამი თავისუფალია - ძიუდოისტების გაფიცვისა და ბრძოლის ერთთვიანი ქრონიკა
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან
მამლუქები და ნატურალიზებულები - ქართველები, ვინც ოლიმპიადაზე დაგვიპირისპირდება
შოთა ხაბარელი - უნდობლობა, რომელიც სპორტსმენებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს გამოუცხადეს, გარკვეულწილად ლეგიტიმურია
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
"ევროპული მეთოდიკის შეთავსება ქართულ ნიჭთან ძალიან მაგარ შედეგს გამოიღებს"