სენიორ კლაუდიო წუხს, რომ სერია B-ს პროვინციული "კარპი" ლიდერობს და სავარაუდოდ, მომდევნო სეზონს ელიტაში დაიწყებს
"ლაციოს" პრეზიდენტი და ამავდროულად, "ლეგა კალჩოს" ერთ-ერთი მმართველი კლაუდიო ლოტიტო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ამის მიზეზი კი მისი სკანდალური განცხადებაა.

სენიორ კლაუდიომ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ სერია B-ს გათამაშებას პროვინციული "კარპი" ლიდერობს და დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონს ელიტარულ ლიგაში დაიწყებს. კარპი პატარა დასახლებაა, 70-ათასიანი მოსახლეობით და საკუთარი არენაც კი არ გააჩნია, რომელიც სერია A-ს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ლოტიტოს თქმით, ისეთი გუნდები, როგორიც "კარპია", უბრალოდ, არ იმსახურებენ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობას.

შემდეგ ლოტიტომ სატელევიზიო ტრანსლირების გაყიდვებზე ისაუბრა, კიდევ ერთხელ გადაწვდა "კარპის" და სერია A-ში აღზევებისთვის მებრძოლ კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის, "ფროზინონეს" - "ლეგა კალჩოს" მესვეურის თქმით, ასეთი გუნდების გამო სერია A-ს მატჩების ტრანსლირებით სულ უფრო ცოტა კომპანია ინტერესდება და ის, რომ მიმდინარე სეზონის სატელევიზიო რეპორტაჟებიდან იტალიურ ფეხბურთს მილიარდზე მეტი ევრო შეუვა, მთლიანად მისი გამჭრიახობისა და ოსტატობის დამსახურებაა.

ამ თემაზე არაერთი საინტერესო კომენტარი გავრცელდა, "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ კი ლოტიტო თვით ბენიტო მუსოლინის შეადარა:

"კლაუდიო ლოტიტო ჭკუიდან შეიშალა და რაღაც აბსურდულ განცხადებებს აკეთებს. "კარპი" შესანიშნავი გუნდია, ნამდვილად იმსახურებს სერია A-ს საგზურს და იმედი მაქვს, რომ გადმოვა კიდეც.

ლოტიტოს თავი ყოვლისშემძლე ჰგონია და თუ რატომ, ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მუდმივად საკუთარი თავის განდიდებითაა დაკავებული და ეჭვი მაქვს, რომ თავი ბენიტო მუსოლინი ჰგონია.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და "ლეგა კალჩო" პატარა კლუბებს გვერდში უნდა დაუდგეს, ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია
პაოლო დი კანიო - ფეხბურთის ფაშისტი რაინდი
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
"რაც მან თქვა, ძალიან საშიშია" - იტალიელი ჟურნალისტი დე ლაურენტისზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
ახალი ერა "პალერმოში"? - რატომ გადგა მაურიციო ძამპარინი გვერდზე
"პალერმოს" ყოფილი მფლობელი ძამპარინი გარდაიცვალა
"ლაციოს" პრეზიდენტი "იუვენტუსთან" "ოქროს მატჩის" ჩატარებაზე თანახმაა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
"ექსპერტ-ვირუსოლოგიც გახდი უკვე?" - "ლაციოსა" და "იუვეს" პრეზიდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"ლაციოს" გულშემატკივრები პროტესტის ნიშნად გუნდის ჩემპიონატიდან გაყვანას ითხოვენ
ძამპარინიმ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა "პალერმო"
ჩირო იმობილე და ჯორდან ლუკაკუ რომის "ლაციოს" გააძლიერებენ
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
მაურიციო ძამპარინი - განსაკუთრებული პრეზიდენტი, რომელმაც 15 წელში 52 მწვრთნელი გააგდო
ჰიტლერისა და მუსოლინის საყვარელი კლუბები - "დუჩეს" ფავორიტი გუნდის მწვრთნელი ოსვენციმში მოკლეს...