მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) დაიწყო მთლიანად რუსული სპორტის შემოწმება
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) დაიწყო მთლიანად რუსული სპორტის შემოწმება.

ამ ინსპექციის შედეგები არაუგვიანეს 2015 წლისა გამოქვეყნდება. ამის შესახებ გამოაცხადეს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ანტისადოპინგო და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა - ტომას კაპდევილმა და პიერ-ივ გარნიემ.

თავის მხრივ, ისინი იტყობინებიან - რა უნდა მოიმოქმედოს ფედერაციამ რუსი სპორტსმენების ბოლო დისკვალიფიკაციებთან და რუსულ სპორტში დოპინგის შესახებ გერმანულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით.

"ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ ბრალდებებზე, რომელიც დოკუმენტურ ფილმშია წამოყენებული, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ჩვენი მიზანია - "სუფთა" სპორტსმენების დაცვა და ახლა არაშესაფერისი მომენტია მთელი ფედერაციის დისკვალიფიკაციისთვის.

თუ არსებობს რაღაც პრობლემები სპორტსმენების, მწვრთნელების ან ჩინოვნიკების გამოვლენის მხრივ, ჩვენი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ისინი გამოვავლინოთ და ჩამოვაშოროთ სპორტს.

ვთანაშრომლობთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და ჩვენს ეთიკის კომისიასთან. ვალდებულნი ვართ განვიხილოთ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად და შემდეგ გავაცნოთ საკითხი საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო ახლა მთლიანად რუსულ სპორტს ამოწმებს. მოწმდება ლაბორატორიები, სადოპინგო ოფიცრები, სპორტის სამინისტრო და ა. შ. გეგმის მიხედვით, ეს შემოწმება 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, მაგრამ არ შეგვიძლია დავაჩქაროთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო", - განაცხადა კაპდევილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
გარდაიცვალა ცნობილი, ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა