ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
" იაკობ პარკზე" ძალიან ფრთხილი პირველი ტაიმი იყო.

მთავარი, ცხადია, გოლის ეპიზოდი გახლდათ, როდესაც მასპინძლებმა ყველაფერი იდეალურად, წამი-წამზე და შესაშური სიზუსტით გააკეთეს - ფაბიან ფრაიმ დიდებული გრძელი გადაცემა შეასრულა. ხანამ ბურთი ჰაერში იყო, მარკო შტრელერმა კაცის გატყუება მოასწრო და დერლის გონსალესს მეტი სივრცე დაუტოვა. 20 წლის პარაგვაელი ტალანტიც მცველებს შორის კარგად გაძვრა და მიუხედავად იმისა, რომ ალექს სანდრო, რომელიც ბოლომდე გაჰყვა, მხარზე ეკიდა, ხოლო ფაბიანო კარიდან გამოენთო დასწრებაზე სათამაშოდ, გონსალესმა ვარდნაში მოახერხა ბურთისთვის ფეხის წაკვრა.

ერთადერთი ცუდი ამ ისტორიაში შვეიცარიელთათვის ის გახლდათ, რომ დერლისს ცუდად მოხვდა ფაბიანოს მუხლი და მატჩის გაგრძელება კი სცადა, მაგრამ მალევე შესაცვლელი შეიქნა. "პორტუს" ბურთი ეჭირა, მეტოქის კარისკენაც ასე თუ ისე ხშირად ურტყამდა და კუთხურებიც მოაწოდა, მაგრამ "დრაკონები" ვერას გახდნენ და შესვენებაზე გულდაწყვეტილები გავიდნენ. ჰო, იყო ეპიზოდი, როდესაც ჯექსონ მარტინესი წააქციეს და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ.

პორტუგალიელების გარეშე მოთამაშე "პორტუმ" (კვარეშმა და რუბენ ნევეში მოგვიანებით შევიდნენ) პორტუგალიელი მწვრთნელის, პაულო სოუზას "ბაზელს" მეორე ნახევრის დებიუტშივე გაუტანა, მაიკონის თავურს კაზემირომ დაამატა, მაგრამ ძალიან დიდი დაგვიანებით კლატენბურგმა გოლი გააუქმა, რადგან "პორტუს" ორი მოთამაშე მასპინძელთა მეკარეს წინ ედგა და არეალს უფარავდა.

მერე ჯერ ტელიოს ჰქონდა მომენტი, შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან მარტინესმა გადააცილა მეკარესაც და კარსაც. დამსახურებული გოლი "პორტუმ" მას მერე გაახერხა, რაც ვალტერ სამუელს დანილომ ბურთი ხელში გაარტყა და მერე პენალტი თავადვე შეაგდო.

ხულენ ლოპეტეგი ამ შედეგს დაყაბულდა და სტუმრებს თავი აღარ მოუკლავთ, დანარჩენი "დრაგაუსთვის" გადაიდო. აი, "ბაზელს" კი, გოლის ეპიზოდის გარდა, ზუსტად მეტოქის კარში არც დაურტყამს. შესაძლოა, მასპინძლებს იმ სწრაფმა გოლმა დათვური სამსახურიც კი გაუწია, მათ ანგარიშის მოფრთხილების ცდუნებას ვერ გაუძლეს და წინა ხაზზე ვერაფერი გვიჩვენეს, არადა, ვიცით, რომ შეუძლიათ.

ბაზელი-პორტუ 1:1

გოლები: 1:0 დ. გონსალესი (11), 1:1 დანილო (79-პენ.)

ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი - ჯაკა, სუხი, სამუელი, საფარი - ფრაი - დ. გონსალესი (25. კალა), ელ ნენი, ზუფი, გაში (83. ჰამუდი) - შტრელერი (63. ემბოლო)

პორტუ (4-3-3): დანილო - მაიკონი, მაიკონი, მარკანო, ალექს სანდრო - ერერა, კაზემირო, ოლივერ ტორესი (68. რ. ნევეში) - ტელიო (81. კინტერო), ბრაჰიმი (61. ბრაჰიმი), მარტინესი

გაფრთხილება: ფრაი, ელ ნენი, სამუელი, გაში, სუხი - კაზემირო, ოლივერ ტორესი, ალექს სანდრო, დანილო

კუთხური: 0-9 ჯარიმა: 21-13 თამაშგარე: 5-4 კარში დარტყმა: 1(1)-15(7) ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 45 369

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
"სენტ-ეტიენის" მწვრთნელი: დავითაშვილს მხოლოდ ამ შემთხვევაში გავყიდით
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
სიგუა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დანილოს "ნაპოლიში" გადასვლა სურს, მაგრამ პრობლემა რონალდოა - რას წერს იტალიური გამოცემა?
სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი
"ფიორენტინა": გულშემატკივართა პროტესტი
დანილომ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააგრძელა
"ეს ადამიანით ვაჭრობა და ტრეფიკინგია" - პორტუში ბარსელონას სამიზნეზე ისაუბრეს
სიგუა ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]
დე ლაურენტისი რასპადორის გასაყიდად მზადაა
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
სიგუამ ტვინის შერყევა მიიღო - ის საავადმყოფოდან სახლში გაწერეს
ლუნინმა შეიძლება "რეალი" დატოვოს
შეთანხმება შედგა - "ნაპოლი" "იუვენტუსიდან" მცველს იმატებს
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"იუვენტუსის" კაპიტანი "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდება
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ლიონის" წარმატებული სერია დასრულდა
შეცვლაზე შესულმა სიგუამ "ბაზელს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]
სიგუა გააძევეს - "ბაზელი" დამარცხდა
"იუვენტუსის" მცველი შეიძლება "ნაპოლიში" გადავიდეს
"ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ, ფეხბურთელებს წარმატების მიღწევის სჯერათ"- ტენ ჰაგი
სიგუამ გამარჯვების გოლი გაიტანა და სახლში ავტობუსით დაბრუნდა - ქართველმა ფანები აღაფრთოვანა