2015 წლიდან გაზეთმა "ლელომ" სიახლეს ჩაუყარა საფუძველი: ყოველთვიურად საუკეთესო სპორტსმენს გამოავლენს
2015 წლიდან გაზეთმა "ლელომ" სიახლეს ჩაუყარა საფუძველი: ყოველთვიურად საუკეთესო სპორტსმენს გამოავლენს.

მიუხედავად იმისა, რომ არცთუ მრავალრიცხოვანი ერი ვართ, მსოფლიოს მასშტაბის არაერთი სპორტსმენი გვყავს და კონკურენცია ყოველ თვეს დიდი იქნება. ასე იყო იანვარშიც, თუმცა შიდა გამოკითხვაში "მილუოკი ბაქსის" ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ გაიმარჯვა.

- დიდი მადლობა "ლელოს". ძალიან გამეხარდა და ვეცდები, ქართველი გულშემატკივრის იმედები გავამართლო, - გვითხრა ზაზამ, რომელსაც გაზეთის ფურცლებზე ახლო მომავალში შეგახვედრებთ.

თუ ფაჩულიას საკლუბო კარიერას გადავხედავთ, ყველაზე ნაყოფიერი თვე უთუოდ მარტია.

ერთგვარი დამთხვევაა, რომ სწორედ ამ თვეში აქვს შესრულებული ყველაზე მეტი ორმაგი დუბლი და არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული: 2007 წლის მარტში მან NBA-ურ კარიერაში ყველაზე მეტი, 27 ქულა ჩააგდო, ხოლო 2012 წლის მარტში მოხსნების რეკორდული რაოდენობა მიითვალა - 20.

2015 წლის მარტისა მომავალმა თვემ იკითხოს, ჩვენ ფაჩულიას იანვრის მონაგარს გადავხედოთ. მის გუნდში სეზონის დასაწყისში მწვრთნელი შეიცვალა, ლარი დრიუს ადგილას ჯეისონ კიდი დაინიშნა.

ახალ მწვრთნელს ფაჩულია სათადარიგო ცენტრად ჰყავდა მოაზრებული, მაგრამ NBA-ს დაწყებისთანავე დაინახა, რომ ცენტრის პოზიციაზე სხვებზე გაცილებით სასარგებლო ქართველია და ჯერ სათამაშო წუთები გაუზარდა, შემდეგ სასტარტო ხუთეულში ჩასვა... ამას დრო დასჭირდა და ფაჩულია გუნდის ერთ-ერთ ლიდერად სწორედ იანვარში იქცა.

2015 წლის პირველივე თვეს ჯეისონ კიდმა შეგირდზე ეს თქვა:

"ყველამ კარგად იცის, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ს "დიდებში" ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. ასევე კარგად ეხერხება სროლა და მოხსნები. ახლა, როცა სათამაშო დრო გაეზარდა, ის ორმაგ დუბლებს ასრულებს და ფარზე თამაშის პრობლემას გვიხსნის.

ზაზა ერთგვარი წებოა, კარგად აკავშირებს სხვადასხვა სათამაშო რგოლს. როცა ლიგის 11-წლიანი ვეტერანი პარკეტზეა, "ბაქსი" უკეთესად და უფრო ჭკვიანურად უტევს. ზაზა მაგარი კაცია. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. თანაგუნდელები მას უჯერებენ და დიდ პატივს სცემენ".

რაც უნდა ეფექტურად თამაშობდეს კალათბურთელი, თუ მისი გუნდი ვერ იგებს, ყოველი ქულა წყალში გადაგდებული კენჭის ტოლფასია. "მილუოკიმ" იანვარში 14 მატჩი ჩაატარა და 8 შეხვედრა მოიგო. ეს NBA-ს საზომებით და გუნდის შემადგენლობის გათვალისწინებით, ძალიან კარგი მაჩვენებელია.

გასულ თვეში ფაჩულიამ ხუთჯერ შეასრულა ორმაგი დუბლი და საშუალო "დაბლ-დაბლსაც" მიუახლოვდა: 9.6 ქულა, 9.0 მოხსნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ