დიუსელდორფის გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს ბრძოლაში ოთხი ქართველი ძიუდოისტი ჩაება
20 თებერვალს, დიუსელდორფში მიმდინარე გრან-პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ამირან პაპინაშვილი (-60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), რომლებიც ტურნირის ნახევარფინალში, იაპონელ მეტოქეებთან დამარცხდნენ.

ბრინჯაოს მედლისთვის პაპინაშვილი ყაზახ რუსტამ იბრაიევს შეხვდება, ხოლო მარგველაშვილი - რუს იაკუბ შამილოვს.

ორთაბრძოლებისთვის ლაივ-სტრიმით თვალის მიდევნება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მსოფლიოს მესამე პრიზიორმა პაპინაშვილმა ტორუ შიშიმესთან წააგო, საქართველოს ჩემპიონმა მარგველაშვილმა კი - კენგო ტაკაიჩისთან.

მანამდე პაპინაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად აჯობა, მერვედფინალში კი რუსი ალბერტ ოგუზოვი შებოჭა. მეოთხედფინალში ქართველმა გზიდან ბრაზილიელი ფელიპე ფელიმი ჩამოიშორა. მარგველაშვილმა ჯერ მასპინძელი რენე შნაიდერი ჩამოიცილა გზიდან, შემდეგ კი - რუსეთის სახელით მოჭიდავე აბდულა აბდულჟალილოვი. მერვედფინალში ვაჟამ სომეხი არსენ გაზარიანი გააკრა ბეჭებზე, მეოთხედფინალში კი სლოვენიელი ადრიან გომბოცი.

ტურნირის პირველ დღეს სულ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარაზა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა გაფრთხილებებით დათმო ლაშა გიუნაშვილმა, რომელსაც მეტოქედ სომეხი ჰოვანეს დავთიანი ჰყავდა. სომეხ დავით გაზარიანთან სასტარტო ორთაბრძოლის მოგების შემდეგ რომის ტურნირის ფინალისტი თორნიკე თათარაშვილი (66) ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორთან ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირში, რომელიც 22 თებერვალს დასრულდება, ჩვენგან მხოლოდ ვაჟები გამოდიან, ქალთა ტურნირში მონაწილე კი არ გვეყოლება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:

-60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი.

-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი.

-73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი.

-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი.

-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი.

-100 კგ - ალექსანდრე ზაალიშვილი.

+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი.

ასევე იხილეთ:

დიუსელდორფის ტურნირი: სასურველი კენჭისყრა გერმანიაში

kako
აიაპონელები ძაან ძლიერი გუნდია
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ჩინეთის "დიდი პრიზი": ჩვენი ექვსეულის რთული შანსი
ჩინდაოს გრან-პრიზე მარგველაშვილი და თათარაშვილი უმედლოდ დარჩნენ
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა, 4 წინ მიიწევს [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: 2 ქართველი ნახევარფინალში, ერთი რეპეშაჟში [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემი: ქართველების 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს შანსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ჩინდაოს გრან-პრი: ქართველების შეჯიბრება სწრაფ წაგებებში
თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]