ზამთრის ტესტები დასრულებულია
ფორმულა 1-ის საჯინიბოებმა დაასრულეს ახალი სეზონისთვის მზადება. გუშინ, ტესტების ბოლო დღეს "მაკლარენ ჰონდამ" ისევ დაკარგა ნახევარი დღე და ამის მიზეზი ისევ "ჰონდას" ძრავა იყო.

ბრიტანული საჯინიბო აშკარა აუტსაიდერია ტესტების სამივე სერიაში გავლილი მანძილით - თითქმის ამდენი გაიარა "ფორს ინდიამ" სამი დღის განმავლობაში. თუმცა ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, რადგან შარშან "რედ ბულმაც" 300 წრეზე ნაკლები დაფარა, მაგრამ მეორე ადგილი დაიკავა კონსტრუქტორთა თასზე.

არც ისე პოზიტიურად ჩაიარა ტესტებმა "რენოს" კლიენტებისთვის. ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები აღიარებენ ლიდერებთან ჩამორჩენას, მაგრამ სეზონის მსვლელობისას მომატების იმედი აქვთ.

ამ ეტაპზე "მერსედესის" მთავარ კონკურენტად "უილიამსს" მიიჩნევენ. გუნდმა ძალიან სტაბილურად ჩაატარა ზამთრის პროგრამა, თავიდან აიცილა სერიოზული პრობლემები და თითქმის არ დაუკარგავს დრო. გუშინ საჭესთან ვალტერი ბოტასი დაჯდა, რომელმაც დილით საუკეთესო დრო აჩვენა და მისი გაუმჯობესება ვერავინ შეძლო.

ზამთრის ტესტები დასრულებულია. ორი კვირის შემდეგ გავიგებთ სეზონის პირველი გრანპრის გამარჯვებულს.

IV დღე

1. ბოტასი (Williams) 1.23,063 (89 წრე)

2. ფეტელი (Ferrari) +0,406 (129)

3. ნასრი (Sauber) +0,960 (159)

4. ფერსტაპენი (Toro Rosso) +1,464 (85)

5. რიკარდო (Red Bull) +1,575 (72)

6. პერესი (Force India) +2,050 (130)

7. როსბერგი (Mercedes) +2,123 (148)

8. ბატონი (McLaren) +2,264 (30)

9. მალდონადო (Lotus) +5,209 (36)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ