სეზონი აბუ დაბის ტესტებმა დაასრულა
სეზონი ფორმულა 1-ში დასრულდა, თუმცა ბოლო ეტაპის შემდეგ პილოტები აბუ დაბიში დარჩნენ ტესტებში მონაწილეობის მისაღებად.

გუშინ ვარჯიშის პირველი დღე იყო. ყველაზე დიდი ყურადღება "მაკლარენმა" მიიპყრო. მან ტრასაზე გარდამავალი შასი გაიყვანა - წლევანდელი მანქანა შეიცვალა იმისთვის, რათა მასში "ჰონდას" ძრავა ჩაეყენებინათ. როგორც იცით, ბრიტანულმა საჯინიბომ დაასრულა "მერსედესთან" თანამშრომლობა და იაპონური კომპანიის ძალისმიერ აგრეგატზე გადავიდა. გუშინ "ჰონდას" ძრავის პირველი გამოცდა იყო რეალურ ტრასაზე.

"მაკლარენის" წარმომადგენლებმა წინასწარ განაცხადეს, რომ სიჩქარეზე არ გაამახვილებდნენ ყურადღებას და ძალისმიერი აგრეგატის სისტემებისა და მანქანის ურთიერთმოქმედებაზე იმუშავებდნენ.

ბრიტანულმა საჯინიბომ თითქმის ჩააგდო პირველი სატესტო დღე - "მაკლარენის" ახალგაზრდული პროგრამის წევრმა სტოფელ ვანდორნმა ბოქსები დატოვა, სამი წრე გაიარა და ბოლიდი მექანიკოსებს გადააბარა მიღებული ინფორმაციის შემოწმებისა და ანალიზისთვის.

პირველი დღის ოქმს სათავეში ჩაუდგა "უილიამსის" პილოტი ვალტერი ბოტასი. ყველაზე გრძელი დისტანცია ნიკო როსბერგმა გაიარა - 114 წრე.

I დღე

1. ბოტასი (უილიამსი) 1:43.396 (80 წრე)

2. რაიკონენი (ფერარი) +0.492 (80)

3. როსბერგი (მერსედესი) +1.116 (114)

4. პალმერი (ფორს ინდია) +1.120 (36)

5. საინსი (რედ ბული) +1.943 (99)

6. სტივენსი (კატერჰემი) +2.040 (101)

7. პიკი (ლოტუსი) +2.771 (88)

8. ერიქსონი (ზაუბერი) +2.857 (95)

9. ვერსტაპენი (ტორო როსო) +3.798 (55)

10. ვანდორნი (მაკლარენი) დროის გარეშე (3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: 107-ე ტრიუმფატორი
"ფერარის" უკანასკნელი ჩემპიონი ფორმულა 1-ს ტოვებს
არავინ დაისჯება - სინგაპურის გრანპრის სტარტზე მომხდარი სარბოლო ინციდენტად შეფასდა
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ფორმულა 1. ბარსელონას ტესტები: "უილიამსი" სერიოზული კონკურენტია
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
"ფერარი" შემადგენლობას არ შეცვლის
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!