ფრანგის დომინაცია რალიში გრძელდება
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა და მესამე გამარჯვებას მიაღწია მოქმედმა ჩემპიონმა, "ფოლკსვაგენის" პილოტმა სებასტიან ოჟიემ.

მან ჯერ კიდევ ხუთშაბათს ტრადიციულ პროლოგში მოიპოვა უპირატესობა და ბოლომდე არავის დაუთმო პირველი ადგილი.

ოჟიემ გამარჯვება, ფაქტობრივად, მე-12 სპეცმონაკვეთზე გაინაღდა, როცა მის მთავარ კონკურენტსა და თანაგუნდელს, იარი-მატი ლატვალას მარცხენა უკანა საბურავთან შეექმნა პრობლემები.

ყოველი დღის ბოლოს ფრანგი ლიდერის როლში გვევლინებოდა, არადა, ეტაპის წინ ამბობდა, რომ პოდიუმზე ფინიშიც კი მისთვის ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ლატვალას, კრის მიკისა და ტიერი ნოივილის წარუმატებლობების ფონზე, ოჟიემ უშეცდომოდ გაიარა მთელი დისტანცია. საბოლოოდ, მისმა უპირატესობამ მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მადს ოსტბერგთან და ანდრეას მიკელსენთან წუთზე მეტი შეადგინა.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა ესტონელი ოტ ტანაკი, რომელიც შაბათს გზიდან წყალში გადავარდა. მან და შტურმანმა დროულად მოახერხეს მანქანის დატოვება და სამშვიდობოს გასვლა.

ავტომობილი წყალში ცხრა საათი დარჩა, შემდეგ მყვინთავებისა და სპეციალური ამწეს მეშვეობით ამოიყვანეს და რემონტიც ჩაუტარეს, რის შემდეგაც ტანაკმა ფინიშამდე მიაღწია და ადგილობრივი გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

მექსიკის რალი

III ეტაპი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 4:19.13,'4; 2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +1.18,'8; 3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - +1.25,1; 4. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +3.40,2; 5. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - +5.01,'8; 6. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - +6.36,1; 7. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, "ფორდი") - +14.52,7; 8. ნიკოლას ფუხსი (პერუ, "ფორდი") - +22.19,'0...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "ფოლკსვაგენი") - 81 ქულა; 2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "ფოლკსვაგენი") - 47; 3. ტიერი ნოივილი (ბელგია, "ჰიუნდაი") - 33; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 32; 5. ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 26; 6. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფოლკსვაგენი") - 19; 7. დანი სორდო (ესპანეთი, "ჰიუნდაი") - 18; 8. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 14...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მსოფლიოს რალი: ოჟიე - სამგზის ჩემპიონი
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიემ ფინეთში წააგო
რალი: ტრაგედია და ძველი გამარჯვებული
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს ექვსიდან ოთხი
ესტონელმა მრბოლელმა რალიში ფრანგების 15-წლიანი დომინაცია შეწყვიტა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ოჟიეს მესამე ტიტული