ავტოსპორტი: ისევ ღალატი "ჰონდასგან"
მონაკოს გრანპრის პარალელურად, გასულ უქმეებზე ოკეანის გაღმა "ინდიანაპოლსის 500 მილი" გაიმართა. სწორედ ეს რბოლა მიიჩნევა ამერიკის შეერთებულ შტატებში წლის ყველაზე პრესტიჟულ და მთავარ მოვლენად ავტოსპორტის სამყაროში.

მაისის ბოლოს, ინდიანაპოლისში ასი ათასობით გულშემატკივარი იკრიბება იმისთვის, რომ გაარკვიოს - ვინ არის უსწრაფესი 33 პილოტს შორის. წელს, "ინდიანაპოლისი 500 მილის" მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო:

იქ ევროპიდან ჩავიდა ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო. კვალიფიკაციაში ბრწყინვალე გამოსვლის (მე-5 ადგილი) შემდეგ, ყველას აინტერესებდა, როგორ გაუმკლავდებოდა ესპანელი 800-კილომეტრიან დისტანციას.

ალონსოს რთული დებიუტი გამოუვიდა: 10-ჯერ აფრიალებული ყვითელი დროშები, ოთხი ავტომობილის ერთდროული ავარია, ჩემპიონატის ლიდერის ორ ნაწილად გახლეჩილი "დალარა" და "ჰონდას" მორიგი დამწვარი ძრავა.

ფავორიტები საჯინიბო "ანდრეტის" წევრები იყვნენ, რომელთა შორისაც იყო ფერნანდო ალონსო. ნახევარი დისტანციის გავლის შემდეგ, ესპანელს თავის პარტნიორებთან - რაიან ჰანტერ-რეისთან, ტაკუმა სატოსთან და "ინდი-500"-ის შარშანდელ გამარჯვებულთან ალექსანდერ როსისთან ერთად, რიგრიგობით მიჰყავდათ პელოტონი. მათი მთავარი მდევრები გახდნენ "განასის" წევრი ტონი კანაანი და "პენსკეს" პილოტები ელიო კასტრონევეშის ხელმძღვანელობით.

ალონსო დიდი ხანი ებრძოდა უფრო გამოცდილ პილოტებს და დამაჯერებლად გრძნობდა თავს ტრასაზე. მაგრამ, მორიგი ყვითელი დროშების შემდეგ, როცა ესპანელი ღრმა ტრეფიკში აღმოჩნდა, ის უკვე ვეღარ ბრწყინავდა, მაგრამ შეცდომებსაც არ უშვებდა, არ ჩქარობდა და რბოლის ბოლოს იმედოვნებდა დაკარგულის ანაზღაურებას.

მაგრამ, ამ გეგმებს ასრულება არ ეწერა. 179-ე წრეზე, ფინიშამდე 20 წრით ადრე, ალონსოს მანქანაზე ძალისმიერი აგრეგატი აფეთქდა. აქაც, ესპანელი "ჰონდას" ძრავამ დააღალატა.

თუმცა, "ანდერტიმ" მაინც შეძლო ზედიზედ მეორედ "ინდიანაპოლისის 500 მილის" მოგება. პირველმა ფინიშის ხაზი ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა სატომ გადაკვეთა. ის არის ამ პრესტიჟული და ლეგენდარული რბოლის რიგით 70-ე გამარჯვებული და პირველი იაპონელი ტრიუმფატორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"ლივერპულმა" მეორე მატჩში "კომო" დაამარცხა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 3-1 მეშახტე. იმდენი ენერგია დახარჯეს, რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
მამარდაშვილმა "კომოსთან" კარი მშრალად შეინახა
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
"რატომ 54 ნომერი? რადგან ეს ყოველთვის მახსენებს, რომ..." - მამუკელაშვილმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა
[VIDEO] მახაჩევმა ქამარი დაიცვა - ისლამმა იან მაჩადო გარი დაამარცხა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!
ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!
"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა
"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა
ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა