საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
პირველის დარად, საპასუხო მატჩიც დაძაბული გამოდგა. რამდენიმე ეპიზოდში კი მხარეებმა ემოციები ვერ მოთოკეს, თან "დილას" ფეხბურთელები არბიტრ ჯენერი ხორავას გადაწყვეტილებებსაც აპროტესტებდნენ. ამის გამო უკვე საფინალო სასტვენის შემდეგ გორელთა კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ (რომელმაც, ეტყობა, მთავარ მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა) წითელი ბარათიც იხილა...

იხილეთ ფოტოგალერეა

მივყვეთ თავიდან. მეტოქეები ერთმანეთს სივრცეებს უზღუდავდნენ და მჭიდროდ, ხშირად კი უჩვეულოდ ხისტადაც თამაშობდნენ. არბიტრის მიმართ პრეტენზია დინამოელებმაც გამოთქვეს, როცა მე-3 წუთზე თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გორელთა საჯარიმოში კვახაძესთან ორთაბრძოლისას წაიქცა. "დინამო" პენალტს ითხოვდა, მაგრამ ხორავამ წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

მე-10 წუთზე თბილისელთა კარს ნიკა კვეკვესკირი დაემუქრა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკამ ბურთი ნახტომში მოიგერია.

ოთხ წუთში "დილას" ანგარიშის გახნის რეალური შანსიც გაუჩნდა, როცა მიხაილ გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: მარცხენა ფლანგზე კიტეიშვილმა მეტოქეს ბურთი აართვა და მანუელი მოძებნა, ამან კი შეტევა მარჯვენა ფლანგზე ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა; შეტევის ბოლო ფაზაში კი იყოჩაღა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც ჭანტურიშვილის პასს საჯარიმოში შეჰყვა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 1:0.

ტაიმის მიწურულს შტეფან ბუკორაცმა ლაშა გვალია წააქცია და მეტოქეები წაკინკლავდნენ. მართალია, ვნებები მალევე ჩაცხრა, მაგრამ დაძაბულობა მთელი შეხვედრის განმავლობაში იგრძნობოდა - არასასიამოვნო ეპიზოდი მეორე ტაიმშიც იყო, როცა მეტოქეებმა ერთმანეთზე კიდევ ერთხელ გაიწიეს, მაგრამ ზღვარს არ გადასულან.

მეორე ტაიმში მსაჯის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია გორელებს ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში, გიორგი ჯანელიძესთან შეჯახების შემდეგ, "დინამოს" საჯარიმოში გორელიშვილი წაიქცა, მაგრამ სტუმართა პროტესტის (ჩვენიანს ხელი ჰკრესო) მიუხედავად, ხორავას პენალტი არ დაუნიშნავს.

69-ე წუთზე "დინამოს" ორმატჩიანი რაუნდისთვის წერტილის დასმა შეეძლო. საჯარიმო საბა ლობჟანიძემ შეასრულა, გიორგი გველესიანი კი მცველებს დაუსხლტა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა.

გორელთა მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოედანზე მეორე თავდამსხმელი - გიორგი ერისთავიც შეუშვა. "დილამ" ბოლო ძალები მოიკრიბა და შეუტია, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა - ნახევარფინალის საგზური კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა მოიპოვა.

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები

09.03. თბილისი. "დინამო არენა". 1 500 მაყურებელი

დინამო (თბ)-დილა 1:0

პირველი მატჩი 0:0

გოლი: 1:0 კაკაბაძე (22. ჭანტურიშვილის პასით)

დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, ფერეირა, თოთაძე - ცინცაძე, ბუკორაცი (53. ჯანელიძე) - ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ლობჟანიძე (83. ჯიღაური) - მანუელი (62. ჩირგაძე).

სათადარიგოები: დაუშვილი, ტაბატაძე, მიქელთაძე, ჯაფიაშვილი

მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

დილა (4-2-3-1): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, მარიჩი (87. წიქარიძე) - ფალავანდიშვილი, გვალია - სეთურიძე, თექთურმანიძე (55. ერისთავი), კვეკვესკირი (82. ახალკაცი) - გორელიშვილი.

სათადარიგოები: სომხიშვილი, ჯაფარიძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: თოთაძე (28), ონვუ (58), ბაგაევი (75), ხურცილავა (90)

გაძევება: კვახაძე (მატჩის შემდეგ)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koko
კარგია კვახაძის გაძევება ეხლა მაინც დააყენებს ბლოხინს ძირითადში
ილია
ჟორჟიკ ასპროცენტიან სიმართლეს წერ მთლიანად გორელების აზრია გაიხარე სიმართლისთვის
gaga
საიდან მოატრიეტ ეგ მარიჩი ნეტა, მაგნაირი კონა 10 შაურია აქ
davi
სოსიასჰვილო ეგ ტამაში არ უნდა ცაგეგო, სუსტი ხარ რა
dato
არ არ კვალიფიციური მსაჯობა, ვიგაცი დაკვეტას ასრულებენ
dila
მინაშვილო შენ თუ თვლი რო სამართლიანად გაიმარჯვა დინამომ, მაში შენც არ ხარ ნაკლები დანარჩენებზე...და ქეცბა 100% მართალი იყო შენთან.
dila
მე როგორც დილას ქომაგი, დინამოს ვულოცავ გამარჯვებას.....თუმცაღა ფედერაციას ვეტყვი იმას რომ, ესე ნაძალადევი დინამოს გამარჯვებით დონე ვერასოდეს აიწევს საქართველოში,მსაჯობის თემა, აუცილებელია ქრთამის აგების ფაკტზე დააკავოო? ხორავამ მეორე ტაიმში სამი 100% პენალი არ დადო რაღა უნდა ქნას მეტი? გავა დინამო ევროპაზე და მერე დაიწყება ლაპარაკი რატო ვერ ტამაშობს და ასე შემდეგ,პასუხს ეხლავე გაგცემთ, ესეთი ტამაშებიტ გასულმა გუნდმა რა უნდა გააკეთოს?... და თქვენი მსაჯობისთვისაც .......ისე ჯურნალისტების საყურადგღებოდ იქნება რაიმე სტატისა დაგეწერათ ამ თამაშტან დაკავშირებით?სიტყის თავისუფლება...
გია
პრეტენზიები მართლა ბევრი ჰქონდათ გორელებს - ამ სტატიაში ყველაფერს გვერდი აუარა ავტორმა და ამით ეჭვის ქვეშ დააყენა ეს პრეტენზიები. 1. რა თქმა უნდა შუა მოედანში ობიექტურად სჯიდა მსაჯი. მაგრამ დინამოს საჯარიმოს მისადგომებთან გაურბოდა პრინციპულ გადაწყვეტილებებს! საერთე რომ არ შექმნიყო დინამოს კარებს. 2. მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე დინამოს საჯარიმოს მარცხენა მხარეს მოთელეს შემტევი გორელი ფეხბურთელი (ფეხი დაუდეს და ზურგში უბიძგეს)მაგრამ სასტვენი დუმდა. დინამომ გამოიტანა ბურთი საჯარიმოდან და მოედნის ცენტრში სათამაშო ეპიზოდში გააჩერა თამაში!))) ჩემ ადგილიდან იდეალურად ჩანდა დარღვევა, რომელსაც პენალტი მოსდევს. დასდეთ კადრები, გაარჩიეთ ეგ ეპიზოდი! იმდენი კამერები იყო სტადიონზე - რა პრობლემა გაქვთ ჟურნალისტებს ფაქტობრივად გაარჩიოთ ეპიზოდი? იმის ნაცვლათ, რომ აუგად წეროთ დილას ფეხბურთელების (და გულშემატკივრების!) აღშფოთებაზე... უმოდებაძოდ დილას უჭირს. ძნელია თუ არც მსაჯია ობიექტური!
cinizmi
აუ რა გადაობაა,ნეტა რა მოხდა
jorjika
ადმი რატო არ დებ ჩემ კომენტარებს
jorjika
სანამ გორში ტუუში და ძველი ბიჭი უჩა სოსიაშვილი იქნებიან გორის დილას არაფერი ეშველება იმის მაგივრათ დროული შეცვლები გააკეთოს და რამენაირად თამაში შემოატრიალოს დგას და მსაჯებს საქმეებს ურჩევს ჯერ რას მიაღწია და უკვე თავში აქვს ავარდნილი მოიყვანა აქ ტრამვირებული ფეხბურთელები და ხელფასს უხდიან და ერთი წესიერი თავდამსხმელი ვერ მოიყვანეს მოკლეს საწყალი მოდებაძე მარტო მაგას შეყურებს ამდენი ხალხი რო გოლი გაიტანოს ამდენი მცველის და ნახევარმცველის მოყვანას მოეყვანა ვინმე თავდამსხმელი მარა ფულს ხო აკეთებენ დრამვირებული ფეხბურთელებით აქ რა გორის ჰოსპიტალი გვაქვს თუ საფეხბურთო გუნდი აღარაფერს ვამბობ თავის ნათესავ თექთურმანიძეზე რომელსაც ეხვეწება რო როგორმე ერთი ტაიმი მაინც ითამაშოს და ამასობაში ავიწყდება დღეს რო მეორე ადგილზეა იმ ბიჭების დამსახურებაა დღეს რომ სათადარიგო სკამზე უზის ჯაფარიძე წიქარიძე რაზმაძე ახალკაცი სომხიშვილი ქარქუზაშვილი ხალხი რომელიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და არავის არაფერს უთმობდნენ პირველ წრეში. ეხლა რა ვითარებაა მაისამდე ყველა ფეხებს უფრთხილდება რო მერე სადმეს გაიქცნენ და დილა და გორელი გულშემატკივარი დაიკიდონ რომლებიც თოვლსა თუ წვიმაში გორსის დილას ყოველთვის გვერდში უდგანან გორის დილაში გორელები გვჭირდება და არა სოსიაშვილი და ვიღაცის ნათესავები
Imeda
გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა. :)))))
Imeda
გორელიშვილის დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი გიორგი თექთურმანიძეს მიუგორდა, თუმცა ამ უკანასკნელის თავური "დინამოს" კარს ოდნავ გადასცდა. აი ეს ვერ წარმოვიდგინე!
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"საბურთალო" "ვენტსპილსის" ნახევარმცველით გაძლიერდა
დილა VS დინამო (თბ) - ვინ არის სუპერი?
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
[ლეგიონი ევროპალიგაზე] ორი გოლი და მწვრთნელების წარმატება [VIDEO]
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
[ლელოს სტუმარი] "ჯერ საქართველოში უნდა დაამტკიცო, რა შეგიძლია!"
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ლეგიონი ევროპალიგაზე: ვერც ცხადაძემ მოიგო, ვერც ბერიძემ
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
ეროვნული ლიგა. XI ტური: "სამტრედიამ" "სიონთან" ფრე ითამაშა და 10 ტურია მოუგებელია
რატომ წავიდა პრეზიდენტი? ...არ სურდათ, ეს საკითხები რომ გამეკონტროლებინა
სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბი უმკაცრესად დასაჯა
[ლელოს სტუმარი] "საქართველოს ჰიმნზე რომ დავდექი, თვალწინ წარმომიდგა ყველაფერი"
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
გორის "დილამ" სპარინგში თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
"საუთჰემპტონში" ყოფნა, უსამართლობა "დინამოსგან" და მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევები - კახა გოგიჩაიშვილი ქართულ რეალობაზე
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ლეგიონერები, ჩემპიონთა ლიგა, პირობები და აკადემია - ინტერვიუ "დინამოს" დირექტორ გიორგი ხვედელიანთან
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა