"დაღესტანში რაგბის ქართული სკოლა ინერგება, რომელიც დამყარებულია ფიზიკურ ძალასა და ხასიათზე"

რუსთავის რაგბის სტადიონზე "ხარების" ხელმძღვანელობამ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მედიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის სპორტის ქომაგთა კავშირის წევრებიც დაესწრნენ.

განვლილი ეტაპის შეჯამებასთან ერთად, "ხარების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ჟურნალისტებს და ერთგულ გულშემატკივარს რუსთავში სტუმრად მყოფი დაღესტნის "არწივების" ახალგაზრდული გუნდიც წარუდგინა.

ეს გუნდი საქართველოში საწვრთნელი შეკრების გასავლელად ჩამოვიდა და რუსთავში 5 დღეს დაჰყოფს. ამასთან ერთად, დაღესტნელი მორაგბეები 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრებიან და, როგორც აღნიშნეს, კარგ რაგბის უგულშემატკივრებენ.

"საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ. ახლა ბიჭები ჩამოვიყვანე იმის სანახავად, თუ რა არის რაგბი და გაოცებულები არიან. თქვენთან რაგბი და ზოგადად, ქვეყანა ყოველდღიურად იზრდება. ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განვვითარდეთ. დაღესტანში რაგბის ქართული სკოლა ინერგება, რომელიც დამყარებულია ფიზიკურ ძალასა და ხასიათზე. აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "ხარების" ხელმძღვანელობას გულთბილი მასპინძლობისთვის" - თქვა "არწივების" გუნდის მწვრთნელმა ალი ალაკბაროვმა.

"დაღესტნის "არწივებთან" ორი წელიწადია ურთიერთობა გვაქვს. მათ გარდა, რუსთავში თურქებს და აზერბაიჯანელებსაც სურთ ჩამოსვლა. ჩვენ უნდა გავხდეთ ცენტრი კავკასიაში რაგბის განვითარების. გარდა ამისა, ჩვენთან მუდმივი კონტაქტი აქვთ პოლონურ გუნდებს.

რაც შეეხება პლეი ოფს, ორი თამაში დაგვრჩა და ამ მომენტისთვის ისეთი სიტუაციაა, რომ იქ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და მერე ღირსეული თამაში. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებას რომ ვხედავ, იმედიანად ვარ, თუმცა ხშირად ეს განწყობა თამაშებზე იკარგება.

მეტი შეგვიძლია. "ბათუმთან" და "არმაზთან" უნდა მოგვეგო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო 5-6 მოთამაშე რომ დაგვაკლდა, ეს აშკარად დაგვეტყო. ქუთაისთან ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ და იმედია, ეს მატჩი "ხარებისთვის" სასურველი შედეგით დასრულდება" - დასძინა რუსთაველთა თავკაცმა ლევან მგელაძემ.

"გვაქვს შესანიშნავი სარაგბო ბაზა და საშუალება იმისა, რომ სტუმრები მივიღოთ. კავკასიაში რაგბისადმი ინტერესი ახლა გაღვივდა, მეზობლებს აინტერესებთ ქართული რაგბის სტილი და ჩვენც მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ" - აღნიშნა რუსთავის "ხარების" დირექტორმა დავით კაკაბაძემ.

რუსთაველმა ჭაბუკმა მორაგბეებმა დაღესტნელ "არწივებთან" საწვრთნელი მატჩიც გამართეს.

ნათია ჯიოშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓮᓐᓠᓔᓑᓘ" ᓫᓚᓘᓔᓠᓓᓔᓑᓘᓐᓜ
რუსთავის "ხარებმა" პირველი წრე შეაჯამეს
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
ᓠᓣᓡᓗᓐᓕᓘᓡ "ᓮᓐᓠᓔᓑᓡ" ᓐᓮᓐᓚᓘ ᓛᓗᓐᓕᓐᓠᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓰᓧᓐᓕᓡ
სენსაცია: "ბათუმი" ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი და ინგლისელი მორაგბეებით ძლიერდება