ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ალესანდრო ნესტამ ავტობუსთან აბადოკი გაისწორა და ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ იქვე კინაღამ ორგაზმი განიცადა
ალესანდრო ნესტამ ავტობუსთან აბადოკი გაისწორა და ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ იქვე კინაღამ ორგაზმი განიცადა.

სერიოზულად. გოგომ ტუჩები გაბერა, თვალები ნახევრად მინაბა, მკერდიც გაბერა და მომენტალურად, რაღაც წარმოიდგინა. იმ მიკროეპიზოდში ის გოგო ალესანდროსთან ერთად იყო.

ალბათ. ავტობუსში ადიოდნენ ლამაზი იტალიელები. ნესტა, პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ალესიო ტაკინარდი გლადიატორის გამოხედვით, ჯანლუკა ძამბროტა, რომელიც ძალიან ჰგავდა ვენსან კასელს და ბუნჩულა ალესანდრო დელ პიერო. სხვებიც ავიდნენ და ყველა იტალიელი გამორჩეულად ელეგანტური იყო. იტალიელები იტალიურად გამოიყურებოდნენ. და აეროპორტში ძალიან ბევრი ქართველი გოგონა იყო. როგორც ადრე, პოლ მაკარტნიზე, ჯონ ლენონზე, ჯორჯ ჰარისონზე და რინგო სტარზე იკრიბებოდნენ ხოლმე. მივიდოდნენ, დაორგაზმდებოდნენ და დაწმენდილი თვალებით და ნასიამოვნები ეგოთი ეწეოდნენ პაპიროსს.

და გამახსენდა, როგორ დახვდნენ საქართველოს ნაკრებს. ბიჭებს აეროპორტში ხვდებოდნენ ოჯახის წევრები და ზოგს საერთოდ არავინ არ დახვდა. საქართველოს ნაკრები ჩამოვიდა. მერე რა, დიდი ამბავი. საქართველოს ნაკრები ისედაც ჩვენი არ არის? ბიჭები გაიგებენ, თუ ეგზოტიკურ (და რეალურად, უკვე დაზეპირებულ) იტალიას საქართველოში მეტი ქართველი დახვდება. ეს ჩვენი მენტალიტეტია. უფრო სხვაზე ვიწევით, უფრო სხვას ვაფასებთ, უფრო სხვაზე "გვიდგება". მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძეც ჩამოვიდნენ თბილისში და არავის არ დაუკარგავს გონება, ან არავის არ დაუწყია კივილი, ვაიმეეე, მიშაააა... ნუ, როგორც ნესტას დანახვაზე იმ ჟურნალისტმა დაიგროულა, ნეესსტააა... თან, ცდილობდა, რომ იტალიურად გამოეხატა თავისი აღფრთოვანება და ქართულ-ტოსკანური აქცენტით შეეგება ალესანდროს.

იტალიის ნაკრები ჩვენთან ყველაზე პოპულარულია და ამაზე უკვე წავიჭორავეთ. და საქართველოს ნაკრები არის პოპულარული მხოლოდ იმ დღეებში, როდესაც გვიახლოვდება საქართველოს ნაკრების საკვალიფიკაციო ან ამხანაგური თამაში. საქართველოს ნაკრები საქართველოში ერთჯერადად პოპულარულია.

ფან-კლუბების შექმნის და კონკრეტული ტურნირებისთვის მათი დაარსების პრინციპი მაყუთის სწრაფად მოჭრის საუკეთესო, ქართული გზაა. უთანხმდები რომელიმე კლუბის, ბარის, კაფეს, საბილიარდოს მფლობელს იქ, მის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის ნაკრების ფან-ზონის შექმნის შესახებ. პირობებს რა მნიშნელობა აქვს. მთავარია, იქ ბევრი ხალხი შეიყრება, ყველა დაიწყებს უსისტემოდ რომელიმე ნაკრების გულშემატკივრობას და ორ საათში ის ადგილი ფანებისგან დაცარიელდება.

ესეც ერთჯერადია. როგორც თითქმის ყველაფერი საქართველოში, რაც სტაბილურობას და ერთგულებას უკავშირდება.

ბევრი წლის წინ, სტამბოლში თურქეთის საფეხბურთო ნაკრების თამაშზე წასვლის ბედნიერება მქონდა. შვედებს ხვდებოდნენ. და თურქეთმა ის თამაში წააგო. არ გაუმართლა, ასიანი გასატანი ვერ გაიტანა და გრძელთმიანმა და ცივმა შვედებმა მოიგეს. და სტადიონიდან თამაშის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 45 წუთში გავედი. გულშემატკივრები ნახევარი საათი მადლობას უხდიდნენ ნაკრებს, რომელმაც წააგო და რომელმაც მათ ამ გულშემატკივრობისთვის, რეალურად, მადლობა ვერ გადაუხადა. თურქეთმა თურქ ფეხბურთელებს მადლობა აჩუქა. ეს მადლობა მახსოვს და ეს იყო ემოციური, ბედნიერი პატრიოტების ჟესტი.

საქართველოში პატრიოტიზმზე შოთა გამცემლიძე ახსენდებათ. და ბევრმა საერთოდ არ იცის, ვინ იყო შოთა გამცემლიძე. და რომ გაიგოს, შეიძლება, სტანდარტულად თანამედროვე კომენტარი მოაყოლოს იმ ისტორიულ გმირობას - აუ, ეგ როჟა მაგარი ლოხი იყო ტო, რას უვარდებოდა იმ ტანკს? და დაავიწყდებათ შოთაც და ტანკიც.

და ძაან ბევრს ჰყავს დავიწყებული საქართველოს ნაკრებიც.

და ნაკრები აგებს. გულშემატკივარი ვერ გაიტანს გოლს მოთამაშის ნაცვლად და გულშემატკივარი ვერ გამოიტანს ბურთს საკუთარი საჯარიმოდან და გულშემატკივარი არ არის მოედანზე, როდესაც სამი ბერძენი ერთ ქართველ მეკარეზე გადის. ეს არ არის გულშემატკივრის საქმე, მაგრამ ფეხბურთელმაც ხო უნდა იგრძნოს, რომ ის საკუთარ მოედანზე, საკუთარი ქვეყნის ეზოში თამაშობს? და ფეხბურთელს არ უნდა ესმოდეს საკუთარი გვარის აკენწვლა მხოლოდ იმ მომენტებში, როდესაც ის შეცდომას დაუშვებს ან ვერ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. იმ მომენტში მისი გვარი ნეგატიური ქართული სლენგით იკენწლება. ნუ, როგორც ხდება ხოლმე პატრიოტულ საქართველოში.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც გულშემატკივარი ბოლომდე დაუჭერდა მხარს საკუთარ ნაკრებს. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებზე ვსაუბრობ.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც ხალხი ნაკრებთან ერთად აყვებოდა ჩვენს ეროვნულ ჰიმნს და დააგუგუნებდა მთელ სტადიონს. ქართველების უმრავლესობამ ხომ საერთოდ არ იცის იმ ჰიმნის ტექსტი.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც ჩვენ ბოლომდე ერთი გუნდი ვიყავით.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც რომელიმე მოდური ნაკრების (იტალია, გერმანია, ესპანეთი, ინგლისი) წინააღმდეგ გასამართ დაპირისპირებამდე, ჩვენი ნაკრების ღია ვარჯიშზე უფრო მეტი ქართველი მისულიყოს, ვიდრე სტუმარი გუნდის ღია ვარჯიშზე. ალბათ, ეს ჩვენი სტუმართმოყვარეობის თემაა.

მე არ მახსოვს თამაში, როდესაც წაგებული თამაშის შემდეგ ჩვენი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ქართველი მწვრთნელის დედის გინებას არ იწყებდა.

და მე მახსოვს ის პირველი ქართული თამაში იტალიასთან. 1997, 10 სექტემბერი. და როდესაც მეორე ტაიმში გიორგი ქინქლაძის ნაცვლად მოედანზე შედიოდა კახი გოგიჩაიშვილი. იცით, როგორი აპლოდისმენტები იყო? თითქოს გულშემატკივარი გოგიჩაიშვილს ეუბნებოდა, მიდი, მიდი, დროზე გადი მოედანზე და ფეხბურთის ყურებაში ხელს ნუ მიშლიო. და შემდეგ, როდესაც დიქტორმა რობერტო ბაჯო გამოაცხადა, სტადიონი კინაღამ დაინგრა. და იგივე რეაქცია იყო მოედანზე ფილიპო ინძაგის გასვლამდე. საქართველოში იტალიელების გამოცხადებაზე ქართველები უფრო გამოცოცხლდნენ, ვიდრე - ქართველის გამოცხადების დროს.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს თბილისში დაარსდა ურუგვაის ნაკრების ფან-კლუბი. მესიამოვნა. დიეგო ფორლანის ფაქტორის გამო მესიამოვნა. დიეგო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. დღესაც არის. უნდა გენახათ, როგორ გულშემატკივრობდნენ ქართველები ფორლანს, კავანის, სუარესს. როდესაც გერმანიასთან თამაში დამთავრდა (ურუგვაიმ წააგო), ბარში ქართველები კიდევ ოცი წუთით დარჩნენ და ომახიანად გასძახოდნენ გმირი ურუგვაელების სახელებს, გვარებს. ქართველები ბედნიერები იყვნენ, რომ მათი არაქართველი კერპები ბოლომდე იბრძოდნენ და მათთვის თამაშობდნენ.

იგივე ვარიანტი იყო მაშინაც, იტალიასთან. "მეტეხის" შესასვლელში ალესანდრო დელ პიეროს ვიღაც ქართველი მანდილოსანი მიახტა. პირიდან დუჟი მოსდის, გაწეწილი თმა, ჩახსნილი დეკოლტე, გახსნილი თასმები. ეტყობოდა, რომ ის მანდილოსანი დელ პიერომდე ომით მივიდა. ვაფასებ ასეთ ჟესტებს, მაგრამ ის დელ პიეროა. და ჩვენ გვყავდა შოთა, გიო, აჩი, კახი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ მოიგო, ვიდრე დელ პიერომ, ტოტიმ და ბაჯომ ერთად აღებულებმა. კალაძე ლეგენდაა და არა ბიძინა ივანიშვილის ახლობელი-მინისტრი.

საქართველოს ნაკრებს სასტუმროსთან ადმინისტრატორი და რამდენიმე ჟურნალისტი დახვდა.

ძაან ერთჯერადები ვართ. ძაან ხელოვნურები ვართ.

უკაცრავად, რომ "სიონში" არ თამაშობს დელ პიერო ან "კოლხეთში" არ ვარჯიშობს ბაჯო.

საქართველოში იტალიას ყოველთვის ძალიან ბევრი გულშემატკივარი ეყოლება.

და საქართველოს ნაკრები?

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

• irakli arqania

თან მართალია თან არ არის მართალი

• 123

1 მართალი თქვა ამ კაცმა საქართველოში გულშემატკივრობა და გუნდის გამხნევება უცხო ხილია,

• me

მწვრთნელისთვის დბრალება აღარ გამოგდით და ეხლა გულშემატკივრის ბრალია? 40 თამაში 45 ჯერ რო არ ვყოფილვართ საჯარიმოს გარეთ მაგიტო გვიწევს იტალიის ნესტას და ჯანლუკა ძამბროტას "ბალეშჩიკობა" თორე იტალიისაც გერმანიისაც და ზედ კიდე გიბრატარისაც.

• ლაშა

ესპანეთთან რომ წავაგეთ სახლში იმ თამაშზე სტადიონზე ვიყავი და აუგი არავის დაცდენია ნაკრებზე და სხვა ბევრი თამაშის გახსენება შეიძლება. კალაძეს რაც შეეხება დარჩენილიყო ლეგენდად,რად უნდოდა მინისტრობა,თან ენერგეტიკის მინისტრობა.

• avtors

და სართოდ რა ნამუსით ადრი კალაზეს ბაჯოს და დელპიეროს .... მასე რონალდოსაც არ მოუგია ლიგა იმიტო კალაზე მასსზე დიდი ფეხბურთელი იყო??? .... ..... მე თურქეთის მებრძოლ ნაკრებს ადრის ამ ხიზანისვილებს და ავტომეგოლეებს

• avtors

ეი ავტორ რომელ ქართველ ვითომდა ფეხბურთელს უნდა დახვდე? ყენიას თუ გოგუას??? ან როცა ნესტზე და მალდინიზე საუბრობ იკ რა ნამუსით ახსენებ ქართველ ფეხბურთლებს??? რომელი მივა ნესტა, მალდინის, ტოტის, დელპიეროს და ბაჯოს განავალთანაც კი??? თუ წყენია როჯას რატო არ ვხდებოდით ხიზანისვილისნაირი გაზულუქებულ ვითომ ფეხბურტელებს

• invalid token

ინვალიდ ტოკენ

• vano

ეს მარტო იტალიელებს არ ეხება უბრალოდ ქართველებს გვაქვს მონური ფსიქოლოგია !! ვინც კი ჩამოვიდა კუტუნიოდან დაწყებული დელონით დამთავრებული ყველა მაიმუნივით მოიქცა იმიტომ რომ შენ არ სცემ საკუთარ თავს პატივს

• emre

ეჰ ჩემო ზურა, ყველაფერი განათლების ბრალია, განათლების და შეგნების ... რომელიც ასე უხვად არიან ჩვენს გვერდით

• იოანე

არ არის ეგრე მარტივად საქმე - საქართველოს ნაკრები ალბათ ყველაზე ცუდი გუნდია დედამიწაზე, რომლის თამაშებსაც მინიმუმ 30 000 გულსემატყკივარი ყოველთვის ესწრება. და სულ პატარა მიზეზი სჭირდება იმისთვის, რომ დინამოს 55 000-იანი სტადიონი გაავსოს. მეტი რა ქნას ამ ხალხმა - ეხლა ბაჯოს და ინძაგის თუ ფეხზე დაუდგნენ, ეგ ლოგიკურია და სწორი და თუ გოგიტა გოგუაზე დუჟი არავის გადმოსდის, ესეც ლოგიკურია

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ აშშ-ს მოუგო

finita la commedia - ოსიმენი სასწრაფოდ პარიზში დაიბარეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ალესანდრო ნესტა სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

ორი გია და ARMENIA ON MY MIND - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

მიმდინარე სეზონში მეორედ - ნესტა "მონცას" მწვრთნელად დააბრუნეს

ნესტა, მალდინი თუ კალაძე? - შევჩენკოს ამ სამ მცველს შორის საუკეთესოზე დაეკითხნენ

არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა

"ყოველგვარ ლოგიკას სცდება, გუნდის ისტორია უნდა იცოდნენ" - ნესტამ მალდინის "მილანიდან" გაშვებაზე ისაუბრა

ზაზას ლოჟა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

FourFourTwo-მ იტალიის ყველა დროის 10 საუკეთესო მცველი დაასახელა

ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა