18 მარტს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კელერაშში ევრო 2016-ის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა
18 მარტს საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კელერაშში ევრო 2016-ის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა პორტუგალიასთან და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ელიტრაუნდზე საქართველოს ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ალიკ სარქისიანმა ორი მეკარე წაიყვანა - დავით კეფაშვილი და თორნიკე ბუკია, მაგრამ 18 მარტს ეს უკანასკნელი განაცხადშიც არ ყოფილა და კეფაშვილს ტრავმა რომ მიეღო, შემცვლელი არ ჰყავდა. არადა, ბუკია მთავარი კიპერია. საქმე ისაა, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ლიტვასთან, მან წითელი ბარათი მიიღო და ელიტრაუნდის პირველ მატჩს ტოვებდა. 19 მარტს კი საქართველოს მასპინძელ რუმინეთთან დაეხმარება.

შედეგიდან გასაგებია, რომ პორტუგალიელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ. ჩვენებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 10 წუთში გაუწიეს, თავად კი სულ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ - პირველ ტაიმში მეტოქის კარს სახიფათოდ მხოლოდ გიორგი ნიშნიანიძე დაემუქრა, ხოლო მეორე ნახევარში რეალური მომენტები გაატანეს ქარს რონიმ, დავით ბობოხიძემ, არჩილ სებისკვერაძემ, შოთა ჭანუყვაძემ და ორჯერ ზურაბ ლუკავამ.

მშვენივრად თამაშობდა პორტუგალიელთა მეკარე ტიაგუ. უეფას ვებგვერდის ტექსტური რეპორტაჟიდან ჩანს, რომ ბურთი სულ ჩვენს კართან ტრიალებდა - წარმოიდგინეთ, მეკარე კეფაშვილმა, რომლის კარში 7 გოლი გავიდა, 18(?!) "სეივი" განახორციელა.

ერთი საინტერესო დეტალიც - უეფას ვებგვერდმა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩვენი ყოფილი კოლეგა არსენ (მამუკა) კვანტალიანი გამოაცხადა, თუმცა ეს შეცდომაა - სარქისიანი არავის გაუთავისუფლებია.

ცხადია, პორტუგალიამ მტკივნეული დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსი გადაგვეწურა: ფინალურ ეტაპზე (რომელსაც 2016 წელს სერბეთი უმასპინძლებს) პირდაპირ მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოხვდება, მეორეადგილოსნებისთვის კი გაიმართება პლეი ოფი, სადაც ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამეადგილოსანიც მოხვდება.

ასე რომ, შანსი კიდევ არის, თუკი დღეს მასპინძელ რუმინეთს მოვუგებთ, მაგრამ ეს ძნელი ამოცანა იქნება - გუშინვე რუმინელებმა ყაზახეთის ძლიერ ნაკრებს 6:4 სძლიეს.

პორტუგალია-საქართველო 7:0

1:0 კარდინალი (10), 2:0 ბრუნო კოელიუ (16), რიკარდინიო 3:0 (18), რიკარდინიო 4:0 (20), ჯო 5:0 (20), 6:0 პედრუ კარი (35), 7:0 პაულინიო (40)

საქართველო: კეფაშვილი - ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ნიშნიანიძე, რონი - ჭანუყვაძე, ლუკავა, კობაიძე, სებისკვერაძე, მაისაია, ბობოხიძე, ჯვარაშვილი, ზედელაშვილი.

დარჩენილი მატჩები

19 მარტი

17:45* ყაზახეთი-პორტუგალია

20:15 რუმინეთი-საქართველო

21 მარტი

19:00 საქართველო-ყაზახეთი

21:30 პორტუგალია-რუმინეთი

* - დრო თბილისისაა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
[VIDEO] მიურნიეკსთან ვერაფერს გავხდით - უამრავი გამოუყენებელი მომენტი და საქართველოს ნაკრების მარცხი ლატვიასთან
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ელიტრაუნდისთვის მზადებას მაკედონიით იწყებს
საქართველო-ლიტვა 8:2 - ევრო 2016-ის ელიტრაუნდის საგზური ჩვენია! [VIDEO]
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
საქართველო-შვეიცარია 1:1 - მეტოქე ბოლოს გადაგვირჩა [VIDEO]
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევისთვის მზადება დაიწყო
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
საქართველო-შვეიცარია 1:1 - ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO+PHOTO]
საქართველო VS ლიტვა - მასპინძლებთან მოგებაც და ბურთებიც გვჭირდება
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა