ამით დორტმუნდელები ლიგაზე ვერგასვლით მიღებულ ზარალს აიცილებენ
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ზაფხულში გამოეთხოვება დაცვის ლიდერ მატს ჰუმელსს და მისი გაყიდვიდან მიღებული ფულით კლუბი დაფარავს იმ ზარალს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის შემთხვევაში ემუქრება.

ამის შესახებ ESPN-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. ჰუმელსის შეძენის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ამაოდ ცდილობდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გადაბირებას.

გარდა ამისა, ბოლო დროს ჰუმელსის მიმართ ინტერესს გამოთქვამდნენ "ბაიერნი", "არსენალი", "ჩელსი, "ბარსელონა" და "რეალი".

ამასობაში, "დორტმუნდი" "ჰანოვერიდან" ნახევარმცველ ლეონარდო ბიტენკურტის დაბრუნებაზე დაფიქრდა. ეს ფეხბურთელი "ბორუსიას" ღირსებას 2012-13 წლების სეზონში იცავდა, რის შემდეგაც 2.8 მილიონ ევროდ "ჰანოვერში" გადავიდა. 21 წლის ლეონარდოს პროგრესის შემხედვარე, "დორტმუნდში" მის გამოსყიდვაზე ალაპარაკდნენ. "ბილდის" ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ლეონარდო ბიტენკურტის კონტრაქტი "ჰანოვერთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ბუნდესლიგის ბოლო ტურში სწორედ "დორტმუნდი" და "ჰანოვერი" შეხვდნენ ერთმანეთს. დორტმუნდელებმა 3:2 მოიგეს, ბიტენკურტმა კი 55-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

და კიდევ, უკრაინული პრესის ინფორმაციით, "დნიპროსა" და უკრაინის ნაკრების მცველმა არტიომ ფედეცკიმ, შესაძლოა, "დორტმუნდში" გააგრძელოს კარიერა. "ბორუსიას" წარმომადგენლები დაესწრებიან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს უკრაინასა და ესპანეთს შორის და იქ დააკვირდებიან პოტენციურ ახალწვეულს.

ფედეცკის კონტრაქტი "დნიპროსთან" 2016 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"ჩემს მკერდამდე აღწევდა" - OnlyFans-ის მოდელი ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავთან ურთიერთობაზე
8 წლის შემდეგ - გორეცკა მიუნხენის "ბაიერნიდან" მიდის
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
საუდის არაბეთი თუ "ბაიერნში" დარჩენა - მიუნხენელები კეინის კონტრაქტზე გადამწყვეტი ნაბიჯისთვის ემზადებიან
"სეზონის მეორე ნახევარში გადამწყვეტ როლს ითამაშებს" - ენრიკემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] სრული აღფრთოვანება - გამოქვეყნდა ვიდეო, რა რეაქცია ჰქონდა პაჩოს კვარაცხელიას ულამაზეს გოლზე
ოფიციალურად: "მარსელმა" რობერტო დე ძერბი დაითხოვა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ლორთქიფანიძეს "კარარეზეში" არ ათამაშებენ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
"იბერია 1999"-მა ლუქსემბურგის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბრიუსელში უეფას ერთა ლიგის წილისყრა გაიმართება
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: ნამდვილი ევროპალიგა ახლა იწყება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მატს ჰუმელსი "რომაში" გადადის
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: "ბაიერნს" კიდევ ერთი რევანში უნდა
ჩემპიონთა ლიგა. F ჯგუფი. I ტურის წინ: ვაკო, შობა და კრიშტიანო
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჰუმელსს მსურველები ინგლისიდან და ესპანეთიდან ჰყავს
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: როჯერსი ბულგარულ ბეწვის ხიდზე
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჰუმელსი "სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
პიერ-ემერიკ ობამეიანგი: ვგრძნობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია
ოფიციალურად - ჰუმელსი "რომას " ფეხბურთელი გახდა
ჰუმელსი მალე შეიძლება "სოსიედადის" ფეხბურთელი გახდეს
მატს ჰუმელსი, სავარაუდოდ, კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები