საოცრება გაბონიდან
პიერ-ემერიკ ობამეიანგი ძალიან უცნაური ფეხბურთელია. თუნდაც იმიტომ, რომ დაიბადა საფრანგეთში, გაიზარდა იტალიაში და თამაშობს გაბონის ნაკრებში. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ნებისმიერი ნაკრები ინატრებდა შემადგენლობაში ობამეიანგის დარ ფეხბურთელს, მაგრამ ეს პატივი გაბონს იმ მარტივი მიზეზით ერგო, რომ ფეხბურთელის მამა გაბონელია. სხვათა შორის, ჩვენს გმირს დედა ფრანგი ჰყავს, ესპანური ფესვებით.

ობამეიანგის მამა პიერი ცნობილი ფეხბურთელი იყო. მან 80 მატჩი ჩაატარა გაბონის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. იყო გუნდის კაპიტანი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ მან განაპირობა შვილის სანაკრები არჩევანი.

არადა, სხვადასხვა დროს ობამეიანგს იწვევდნენ როგორც იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებში, ისე საფრანგეთის ახალგაზრდულ გუნდში. საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში პიერ-ემერიკმა ერთი მატჩი ჩაატარა კიდეც, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც გაბონის სასარგებლოდ გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფეხბურთელზე პატარაობიდანვე უდიდეს იმედებს ამყარებდნენ, მისი ტალანტი ბოლომდე მაინც ოდნავ მოგვიანებით გაიხსნა. ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებმა თავი აღარ მოიკლეს ობამეიანგისათვის ბრძოლაში. არადა, როგორ მოუხდებოდა ორივე ნაკრებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი...

ობამეიანგი არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელიც ვერ შეამჩნიეს გრანდში. მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ "მილანში" დაიწყო. "როსონერის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში "ობამ" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა, მაგრამ ის ისე გაუშვეს მრავალრიცხოვან იჯარებში, რომ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ მისცეს.

რატომაა დიდი მწვრთნელი იურგენ კლოპი? რა თქმა უნდა, ობამეიანგი შესანიშნავი იყო "სენტ ეტიენში", სადაც "დორტმუნდში" მისვლამდე თამაშობდა. ეს ფაქტია, მაგრამ როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ისე სხვა პირველობებზე ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია. კლოპმა მაინცდამაინც ობამეიანგი აღმოაჩინა და მიუჩინა ადგილი "დორტმუნდის" ვარსკვლავებს შორის.

2013 წელს "ობამ" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "დორტმუნდთან". დღეისათვის იგი გუნდის ლიდერია. ამბობენ და წერენ, რომ "დორტმუნდს" ძალიან გაუჭირდება მისი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნება, რაკი საქმეში მადრიდის "რეალი" ჩაერთო. "სამეფო კლუბს" ძალიან უნდა "გაბონელი საოცრების" ხელში ჩაგდება.

დღეს ობამეიანგის ჯილდოებს შორის გაცილებით მეტი ინდივიდუალური ტიტულია, ვიდრე გუნდური. რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონშიც და მერეც გერმანიის ჩემპიონობა გაჭირდება, იქ ჰეგემონი "ბაიერნია". სამაგიეროდ, არის ჩემპიონთა ლიგა და არის ძალიან კარგი, შემტევი "დორტმუნდი".

ინდივიდუალურ ტიტულებს რაც შეეხება, "ობა" ბედს ნამდვილად ვერ დაემდურება. არის აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ბუნდესლიგის წლის რჩეული, სხვადასხვა სიმბოლური ნაკრებების წევრი.

ჩემპიონთა ლიგის მოგება - აი, რაზე ოცნებობს ჩვენი გმირი მიმდინარე სეზონში. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ რატომაც არა? ის, რაც ვერ შეძლო იურგენ კლოპმა, იქნებ მისმა მემკვიდრემ, თომას ტუხელმა გააკეთოს.

"ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშები ყოველი წამი ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან მინდა ამ ტურნირის მოგება და მიმდინარე სეზონში ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ჩემი აზრით, გვაქვს შანსი და ამ შანსის გამოყენებისათვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა, რომ ამ დიდ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეიძლება და ისიც ვიცით, რომ თავი არ უნდა დავზოგოთ ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ამ გუნდს ძალიან მოუხდება დიდი გამარჯვება. შეიძლება, სხვებთან შედარებით ჯამური გამოცდილება გვაკლია, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია, გავახაროთ ჩვენი ქომაგები." - ამბობს "ობა".

გერმანული კლუბი ჯერჯერობით, დიდ ძალად მოსჩანს ჩემპიონთა ლიგაზე. ბოლოს და ბოლოს, "ბენფიკას" ორი მატჩის ჯამში ძლევა ასე იოლი საქმე არ არის. თუ პორტუგალიაში მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, გერმანიაში "დორტმუნდმა" ქვა ქვაზე არ დატოვა საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგისგან.

"ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ "ბენფიკასთან" საშინაო შეხვედრაში და არც სტუმრად გვქონდა წასაგები. საშინაო მატჩმა იმედით ამავსო. თუ ჩვენ ასე ვითამაშებთ, მაშინ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდება ჩვენი შეჩერება.

რაც შეეხება ლიგაზე ჩვენს მომდევნო მოწინააღმდეგე "მონაკოს", ურთულესი იქნება. ზოგადად, ლიგის მეოთხედფინალში იოლი მეტოქე როგორ უნდა იპოვო." - მსჯელობს ობამეიანგი.

დოსიე

პიერ-ემერიკ ემილიანო ფრანსუა ობამეიანგი

დაიბადა: 1989 წ. ლავალი (საფრანგეთი)

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა: 2008-11 მილანი; 2008-09 - დიჟონი (იჯ); 2009-10 - ლილი (იჯ); 2010-11 - მონაკო (იჯ); 2011 - სტ. ეტიენი (იჯ); 2011-13 - სტ. ეტიენი; 2013-დან - დორტმუნდი

გაბონის ნაკრები: 55 თამაში, 23 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
ისტორიაში პირველად - ბუნდესლიგის კლუბს ქალი მწვრთნელი ეყოლება!
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
გარსიას გაყიდვას უპირებენ - ახალგაზრდა ესპანელი სავარაუდოდ, "რეალს" დატოვებს
15 მილიონი 17 წლის ტალანტში - დონეცკის "შახტარი" ბრაზილიელ ფეხბურთელს იმატებს
ძალიან სარფიან წინადადებაზე უარი არ თქვა - უკრაინელები რებროვის წასვლაზე წერენ და მის შემცვლელს ასახელებენ
გამოირიცხა - კონტე იტალიის ნაკრებში არ დაბრუნდება
უკრაინას 2026 წლის მუნდიალზე თამაშის შანსი კიდევ აქვს? - რას წერს ადგილობრივი პრესა FIFA-ს ჩანაფიქრზე
"აკადემიურად სრული ჩავარდნა ჰქონდა, სკოლაში სწავლა არ უყვარდა" - მესის ყოფილი თანაგუნდელი ლეოს "ბარსელონას" აკადემიის პერიოდზე
დასაფასებელი საქციელი მატჩამდე - პსჟ-ის დელეგაციამ ჟოტას მემორიალსა და ჰილსბროს ტრაგედიისას გარდაცვლილებს, პატივი მიაგო
მუნდიალზე 45 წლის ასაკში - რონალდო 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს
დიდი ქართული დაპირისპირება - "კვარას" სეზონის MVP სურს!..
ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
მეტოქეთა მწამებელი ხვიჩა "ენფილდზე", ხაფანგი ლუის ენრიკესთვის და გამარჯვებაში 100%-ით დარწმუნებული სობოსლაი
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
ობამეიანგი კარიერას "მარსელში" გააგრძელებს
ობამეიანგს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
"ბარსელონამ" რობერტო ფირმინოს უარი უთხრა
არ ათამაშებდა და გაუხარდა - ობამეიანგმა პოტერის წასვლა მოიწონა
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
"ჩელსიმ" ამ ზაფხულს 269 მილიონი დახარჯა - ტუხელმა გუნდი სრულად დააკომპლექტა
გერმანია. ბუნდესლიგა. XV ტურის წინ: "ბაიერნს" კიდევ ერთი რევანში უნდა
ჩემპიონთა ლიგა. F ჯგუფი. I ტურის წინ: ვაკო, შობა და კრიშტიანო
ობამეიანგს, რომელმაც პოტერის წასვლა მოიწონა, ლამპარდი შანსს მისცემს
ობამეიანგმა არაკომფორტული თვითმფრინავით მგზავრობა არ ისურვა და გაბონის ნაკრები დატოვა
ჩემპიონთა ლიგა. V ტურის წინ: როჯერსი ბულგარულ ბეწვის ხიდზე
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩების წინ: ნამდვილი ევროპალიგა ახლა იწყება
დორტმუნდის "ბორუსია": იყიდება მატს ჰუმელსი