"იმედი მეც არ გადამიწურავს, ნაკრებზე უარს არ ვიტყვი"
ფოტოზე: გიორგი მერებაშვილი, ჯენარო გატუზო და გიორგი ლორია

გიორგი მერებაშვილისა და გიორგი ლორიას ოფი (კრეტა) დაიშალა და საბერძნეთის ჩემპიონატში მონაწილეობა შეწყვიტა. თუმცა მერებაშვილი ახლა უფრო იმაზეა ნაწყენი, ეროვნული ნაკრების საბოლოო სიაში რომ ვერ მოხვდა.

ამასთან დაკავშირებით მერებაშვილის პოზიცია უკვე შემოგთავაზეთ (იხილეთ ვრცლად). დღევანდელ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ნაკრებში თამაშის იმედი არ გადაუწურავს, რაც, ალბათ, უკვე ცივი გონებითაა ნაფიქრი.

ნაკრების გარდა, მერებაშვილი საკლუბო მომავალზეც ლაპარაკობს...

- იმედი მქონდა და დარწმუნებულიც ვიყავი, ჩემთან დაკავშირებით რამე შეიცვლებოდა. გაფართოებულ სიაში დასახელებამ გამახარა, მაგრამ მერე ჩემი გვარი რომ ამოიღეს, ძალიან მეწყინა. აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. კარგი სეზონი მაქვს და ნამდვილად არ მეგონა, რომ სიაში ვერ მოვხვდებოდი.

- იქნებ ამ ყველაფერს კახა ცხადაძის მხრიდან ლოგიკური ახსნა აქვს, მაგალითად, ის, რომ ბოლო ტურში არ ითამაშეთ...

- მე სულ ვთამაშობდი. ერთი ტური პროტესტის გამო გამოვტოვე, ორი ტური კი - ყვითელი ბარათების გამო.

აღარ ვიცი, რა ხდება ამ ფეხბურთში. ნუთუ, საბერძნეთის ჩემპიონატი დაბალი დონისაა და იქიდან მოთამაშის გამოძახება არ ღირს? ყველანაირ ხალისსა და სტიმულს მისპობენ... ამიტომ გადავწყვიტე, გამოძახების შემთხვევაშიც აღარ ჩამოვიდე ნაკრებში, თუ მიზეზს არ მეტყვიან.

- ხომ არ ჩქარობთ? იქნებ ცხადაძეს თქვენთვის ხაზი არც გადაუსვია? მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შანსი ყველას მიეცემა, მათ შორის - თქვენც...

- იმედი მეც არ გადამიწურავს. ნაკრებზე უარს არ ვიტყვი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნებაა და მას ვერ შეველევი, მაგრამ შეურაცხყოფილი დავრჩი.

იმედია, მეტყვიან, რა მოხდა. შანსს მალტასთან მაინც ვიმსახურებდი. ენახათ მაინც, როგორ ფორმაში ვარ...

- ოფი-ს დაშლის შემდეგ შემოთავაზებები გაქვთ?

- საბერძნეთის 5 გუნდი მიწვევს, მაგრამ არ ვჩქარობ და გატუზოს ველოდები. თავისივე ინიციატივით დამიკავშირდა და მითხრა, დამელოდე, მაისამდე სადმე წავალ და შენც ჩემთან წაგიყვანო.

- სად? იტალიაში?

- ჯერ არ ვიცი, სად დაინიშნება.

- საბერძნეთში ოფი-ზე ძლიერი გუნდები გიწვევენ?

- დიახ, გაცილებით ძლიერი გუნდებია.

- რამდენი ხანია, რაც ოფი-ში ხელფასი არ აგიღიათ?

- ოთხი თვე იქნება.

- ახლა სად ივარჯიშებთ?

- ჯერ არ ვიცი. არის ვარიანტი, რომ კონტრაქტი სხვა კლუბთან არა ახალი სეზონის დაწყებამდე, არამედ ახლავე გავაფორმო და ვითამაშო კიდეც.

- ეს როგორ?!

- რადგან ოფი დაიშალა, მითხრეს, რომ შესაძლებელია ფიფაში წერილის გაგზავნა და ამ სიტუაციის ახსნა. კონტრაქტი ჩემი მიზეზით არ გაწყვეტილა და შესაძლოა, სხვა გუნდში თამაშის უფლება დამრთონ.

- ...და ეს დაინტერესებული კლუბი კონტრაქტს ახლავე გაგიფორმებთ?

- დიახ. ეს არის გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მეტს ვეღარ დავაკონკრეტებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
ბიჯო ვინ ჩემი ფეხებია ეგა...
merebashvils
Elode,mtavaria axsovxar?
leonardo
"პროფესიონალიზმი ქართულად" ამას ასე ქვია, მერებაშვილი კი არა ერიკ კანტონაა არ ეძახდნენ ნაკრებში, როცა მანჩესტენ იუნაიტედში პირველი ვარსკვლავი იყო და კაკა არ შეიყვანეს ნაკრებში!!! ბიჭი თავში ნუ აგივარდება 3-4 კარგი თამაში, დაელოდე შენ შანსს!!!
gigla
-"გადავწყვიტე, გამოძახების შემთხვევაშიც აღარ ჩამოვიდე ნაკრებში, თუ მიზეზს არ მეტყვიან". თუ ძმა ხარ, რა!!!!!!! ეს ვინ ყოფილა!!!!!!. კახას ადგილზე, ამ ბიჭისკენ არც კი გავიხედავდი, სულ რომ ვარსკვლავებს წყვეტდეს. ასე როგორ შეიძლება!!!!
გოგლიჩიძე შეცვლაზე შევიდა - "ემპოლიმ" თამაში შემოატრიალა და სერია A-ში დარჩენის შანსი აქვს
[VIDEO] ასე გააცილეს მამარდა "მესტალიადან"
[VIDEO] მამარდაშვილი "მესტალიას" დაემშვიდობა - "ვალენსიამ" ისევ წააგო
კამარ ბოლდუინმა ტრავმა მოირჩინა და მოედანს დაუბრუნდა
კიტეიშვილის "შტურმი" დამარცხდა და 24 მაისს ფინალის ტოლფასი მატჩი აქვს
ბექა ბურჯანაძის 21 ქულა და სეზონის საუკეთესო მატჩი "ანდორასთან"
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
გუნდში მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო - "მილანი" ემერსონ როიალს გაასხვისებს
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
რამდენს გამოიმუშავებს ბასილაშვილი თუ დღეს მოიგო და რომელ ადგილზე გადავა რეიტინგში - ყველაფერი დღევანდელ ფინალზე
"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი ჩვენთან ჩამოვიდა" - ლუის ენრიკეს კომენტარი და ჟურნალისტის რეზიუმე
ზურიკოს მე-17 საგოლე მოქმედება - „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ში გავარდა
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
გამოიცანით - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ოსერთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ ლიგა 1 დუბლით დახურა - პსჟ-მ "ოსერს" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
[VIDEO] ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლი "ოსერთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 25 წლის წინ გაბანკროტებასთან იყვნენ ახლოს, დღეს კი FA თასი მოიგეს - "კრისტალ პალასმა" "მანჩესტერ სიტი" დაამარცხა
[VIDEO] ცუნოდას უმძიმესი ავარია და მოულოდნელობით დატვირთული კვალიფიკაცია ემილია რომანოზე
[VIDEO] წიტაიშვილი დაბრუნდა, გაიტანა და ტრავმა მიიღო - "გრანადამ" მოიგო და ლა ლიგაში გადასვლისთვის იბრძვის
არის! - ბასილაშვილი ბორდოს ტურნირის ფინალში გავიდა
წარმოუდგენელი კადრები - როგორ დახვდნენ გატუზოს "ჰაიდუკში" გადასულ ივან რაკიტიჩს ხორვატი ფანები [VIDEO]
ოფიციალურად: გატუზო სამწვრთნელო კარიერას ხორვატიაში განაგრძობს
ლეგიონი: მერებაშვილისა და ლორიას ოფი საბერძნეთის თასის 1/4-ფინალშია
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"ბევრს ყბედობთ" - გატუზომ ჟურნალისტს შეუტია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"სხვა არჩევანი აღარ დამრჩა!" - გიორგი მერებაშვილი ფიფაში ჩივის
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ბერძნულ აეკ-ს გიორგი ლორია სურს, ლორიას - მეტი ხელფასი
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ᓑᓔᓠᓫᓜᓣᓚᓘ ᓛᓔᓓᓘᓐ: ᓯᓔᓜᓐᓠᓝ ᓒᓐᓢᓣᓖᓝᓡ ᓒᓘორᓒᓘ ᓚᓝᓠᓘᓐ ᓞᓘრᓕᓔᓚ ᓛᓔᓙᓐᓠᓔᓓ ᓡᓭᓘᓠᓓᓔᓑᓐ
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
გატუზო რაკიტიჩს "ჰაიდუკში" უხმობს
ქოქოსის წყალი დალია, შემდეგ კი... - გატუზოს რეაქცია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ [VIDEO]
რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!
გიორგი მერებაშვილის მორიგი ეფექტური გოლი საბერძნეთის სუპერლიგაში [VIDEO]
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ბარსელონამ" შესაძლოა, 35 წლის ივან პერიშიჩი დაიმატოს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა