ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"

"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"

"BBC უელსის" სტუდიაში დისკუსია გაიმართა, სადაც კინგსლი ჯონსი და მარტინ უილიამსი "ბორჯღალოსნების" პერსპექტივებზე მსჯელობდნენ
როგორც ჩანს, ევროპაში უკვე სერიოზულად განიხილავენ ექვსი ერის პირველობაზე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაშვების საკითხს.

"BBC უელსის" სტუდიაში, გადაცემა scrum [v]-ში მიწვეული სტუმრები კინგსლი ჯონსი და მარტინ უილიამსი საუბრობდნენ თემაზე, რამდენად მიზანშეწონილია უელსისა და საქართველოს დაპირისპირება ექვსი ერის პირველობაზე.

საუბარია პლეი ოფის შემოღებაზე, რომლის წყალობითაც რაგბი ევროპის გამარჯვებულ საქართველოს შანსი მიეცემოდა ექვს ერში შეღწევის, თუკი ბოლოადგილოსანს (ამ შემთხვევაში, შოტლანდიას) მოუგებდა.

კინგსლი ჯონსი უელსისა და ბრიტანელი ლომების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელია. ის 2012-14 წლებში რუსეთის ნაკრების თავკაცი იყო და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად იცნობს.

მარტინ უილიამსმა კი სამი წელია, რაც კარიერა დაასრულა. ყოფილ ფლანკერს უელსის ნაკრებში 100 კეპი აქვს მოხვეჭილი.

- ბოლო დროს კიდევ ერთ სიახლეზე ლაპარაკობენ - საუბარია პლეი ოფის სისტემის შემოღებაზე. ამ შემთხვევაში შოტლანდიას საქართველოსთან მოუწევდა ჭიდილი. თქვენ რა აზრის ხართ ამ სიახლეზე?

კინგსლი ჯონსი: არ მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე შოტლანდიამ ცუდად ითამაშა. რაც შეეხება პლეი ოფს, რაგბი ევროპის დონეზე ყველაზე მაღალი დონის გუნდი საქართველოა. არიან თუ არა ქართველები საკმარისად ძლიერები და კარგები საამისოდ? არ ვიცი, თუმცა შერკინებაში ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ამით მათ შეუძლიათ, მსოფლიოს საუკეთესო ათეულის ნებისმიერ გუნდს გაუწიონ კონკურენცია.

თუმცა ექვსი ერი რომ უფრო კარგი ამინდის პირობებში ტარდებოდეს და არა ზამთარში, მათ, ალბათ, უკეთესი გუნდის წინააღმდეგ გაუჭირდებოდათ და ალბათ, დიდ ანგარიშებსაც ვნახავდით.

მარტინ უილიამსი: ჩვენ ვნახეთ მათი თამაში ირლანდიასთან, რომელიც მათზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. არა მგონია, შოტლანდიამ და იტალიამ მათთან წააგოს.

- საქართველომ ახლახან მსოფლიოს რეიტინგში იტალიას გადაასწრო, მას მერე, რაც რაგბი ევროპის პირველობა მოიგო. მათ ეს უკვე მეხუთედ გააკეთეს ზედიზედ. მათ აქვთ სერიოზული არგუმენტი - მეტი რა გავაკეთოთ, რომ მაღალ დონეზე გვათამაშოთ, თუნდაც ზაფხულში პლეი ოფი ექვსი ერის დამარცხებულ გუნდთან?

კინგსლი ჯონსი: მათ ბოლო დროს უწევთ შემოდგომით კარგ გუნდებთან თამაში. მოუგეს იაპონიას. გუშინ ტრევიზოში ედი ჯონსს ველაპარაკე და მითხრა, რომ ძალიან დაჩაგრეს ქართველებმა შერკინებაში. ასე იყო ჩემი რუსეთში მოღვაწეობის დროსაც, რუსეთის ნაკრებს არასოდეს დაუმარცხებია ისინი. სამჯერ იყო, რომ მე-60 წუთისთვის ვუგებდით, მაგრამ მერე ისინი მთელ პირველ და მეორე ხაზს ცვლიდნენ და ყველაფერი იქ მთავრდებოდა.

26 პირველხაზელი ქართველი თამაშობს მაღალ დონეზე საფრანგეთში, 26! ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო პირველხაზელები "სტად ფრანსეში" და სხვა გუნდებში გამოირჩევიან. ისინი შემოდგომის თამაშებში აგროვებენ ქულებს რეიტინგისთვის. მათ აქვთ შანსი, ითამაშონ სამოას და ფიჯის დარ გუნდებთან და საქართველოს ასეთი მატჩები ძალიან სჭირდება.

მაგრამ ექვსი ერისა და ევროპა რაგბის ლიგებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ამიტომ საქართველოს წინ ჯერ ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება.

- ფანების გადმოსახედიდან რომ შევხედოთ საკითხს, საგარეო მატჩზე ჩასვლა, შორეული მგზავრობა, როგორი იქნება ექვსი ერის თამაშის უიქენდი თბილისში?

კინგსლი ჯონსი: ძალიან კარგი უიქენდი იქნებოდა. თბილისი ძალიან კარგი ქალაქია. მართალია, შორია, სტამბოლში ჩაფრენა და იქიდან კიდევ ორი საათი ფრენაა საჭირო, მაგრამ ეს მგზავრობა ამად ღირს. მე ძალიან მიყვარს ქართველი ხალხი და იქაური კულტურა. იქ თავს ისე იგრძნობთ, როგორც კარდიფში. იქ ვითარდება რაგბი, სტადიონები ააშენეს, რაგბის კულტურა მათთვის მისაღებია. მართლაც კარგი თამაში იქნება.

მარტინ უილიამსი: იქნებ მომავალში 7 ერი გავაკეთოთ? რადგან ნამდვილად არ მსურს, დავკარგოთ შოტლანდია ან იტალია თუნდაც დროებით. ვინ იცის, იქნებ 10 წელიწადში ასეც მოხდეს. ვნახოთ, რას იზამს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე. ვინ იცის...

კინგსლი ჯონსი: თუ ისინი გააგრძელებენ სამოას დარი გუნდების დამარცხებას სტაბილურად, ინტეგრაციას მივესალმები, თუმცა გავარდნის მომხრე არ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მსოფლიოს თასზე შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. მაგრამ ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობა? ეს უფრო რთულია. ჯერ იქამდე ბევრი დროა. ჩვენ გვინახავს შოტლანდიისა და იტალიის დიდი ანგარიშით მარცხები, ამ შემთხვევაში უფრო დიდი სხვაობები შეიძლება იყოს კარგ სათამაშო ამინდში.

• გიორგი

გუშინ იტალიას მოუგეს 18 წლამდელებმა, ვულოცავ რაგბის მოყვარულებს და ასევე რაგბის კავშირს კარგი მუშაობისთვის, თქვენ რომ არა არამგონია რაგბი ესეთ დონეზე იყოს დღეს :)

• გიორგი

სწროად არ ფიქრობენ, თუ ტოპ კლუბებს არ ვეთამაშეთ ვერ განვითარდებით. სულ ერთ ადგილზე ყოფნა სადაც ეხლა ვართ ეგეც ვერ განგვავითარებს, ამიტომაა რო მოვითხოვთ 6 ერში მიღებას. არამგონია ეხლა ვინმეს ეგონოს რო ჩვენ საფრანგეთს, ინგლისს, უელს, შოტლანდიას გავუწევთ დიდ წინააღმდეგობას ან მოვიგებთ, უბრალოდ ჩვენ განვითარება გვინდა რომელიც თუნდაც დიდი ანგარიშით წაგებას ითვალისწინებს მაგრამ ტოპ გუნდებთან რათა ვისწავლოთ მაგათგან ახალი და არა ერთი ადგილი ვტკეპნოთ. თუ არ მიგვიღებენ მხოლოდ ა ნაკრებებთან და მსოფლიოზე ჩვენ ვერ განვითარდებით და სულ ერთ დონეზე მოგვიწევს ყოფნა

• petroviC

ესაა ერთ-ერთი თანამედროვე ნორმად მიღებული ჰიერარხიული ჩამობერებული გაერთიანება, აგრეთვე ვეთანხმები bs-ს, და სადაც თავად იღებენ ეს ქვეყნები აზრებს, მიიღიონ თუ არა სხვები, ან ვინ მიიღონ, გამოყარონ თუა არა ძველი ოროსნები, თუ კიდევ რა ქნან. ესაა გაზლინქებული მდიდარი ქვეყნების გერთიანება, სადაც სხვებს არ ეკითხებიან და თავად ფიქრობენ, მიიღონ თუ არა ახალი -დღევანდელი ლომები. დანარჩენი არის პლურალისტული ტყლიპინი, დაანახონ სხვებს, რატომ არაო, ან კიდევ აი ვფიქრობთო, მარა "ჯერ" არაოოო. მოკლედ ატრაკებენ და უხარიათ. ეს კი იყო პასუხი ერთ-ერთი წარმატებული გუნდის მიმართ, მერე რომ არ ჩააძახონ ნებისმერმა, თვალებუი სადა გაქვთო, იციან მაგათმა ყველაფერი კარგად, რაც ხდება სმსოფლიო რეგბის განვითარებაში. ისე ვინმემ საქართველოს მთავრობიდან მათ ქვევრის ფსკერში რომ ჩასძახოს, უკვე დაფაცურდებიან, მერე სხვა პასუხები იქნება. შეიძლება ფაჩქარდეს კიდევაც. და მართლაც მიეხედოს მაგ საკითხს საქართველოს რაგბის სასარგებლოდ. აი როგორც ფეხბურთში ხდება, მანდ პროცესები ცოტა წინაა გადასული.

• bs

კიდევ ერთი არგუმენტი ავიწყდებათ მცირე 6 ერის გამარჯვებულთან ფლეი ოფის შემოღების სასარგებლოდ: 6 ერის ბოლო თამაშებში ჩამორჩენილ გუნდებს სტიმული ექნებათ რომ ბოლომდ იბრძოლოდ რათა ფლეი ოფში არ მოხვდნენ, ეს სანახაობას გაზრდის და შემოსავალსაც, ფული კი მთვარია 6 ერის ორგანიზატორებისათვის!

• sabonis

რა ამინდი აუტყტათ ანუ ტალახის გუნდი ვართ?DDD ცოტაც და ხელით თამაშშიც არ ჩაგრჩებით.

• dudu

საღად მსჯელობენ. მალე მიგვიღებენ.

• giorgig83

ლომები აჭიკჭიკდნენ? :)

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

საქართველო-ურუგვაი 19:10 - სარეიტინგო ბრძოლა მოგებულია [VIDEO+PHOTO]

საქართველო VS კანადა - ვინ გაიჭრება წინ?

შვიდდღეული: იცინის ის...

მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

"უელსი - ინგლისი დიდი თამაშია? თქვენ თბილისში საქართველო - რუსეთი ნახეთ" - ამბობს კანადელთა მწვრთნელი

"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად პოლონეთს მიაშურეს