პეტკოვიჩი წინ მიიწევს
მაიამიში, ქალების ტურნირზე პირველი ნახევარფინალური წყვილი დაკომპლექტდა. კვლავ დაამტკიცა თავისი ბრწყინვალე სათამაშო ფორმა ანდრეა პეტკოვიჩმა. გერმანელმა ფლორიდაში ჩასვლამდე წელს 13 მატჩი ჩაატარა და ექვსი წააგო, მაგრამ მაიამიში ნახევარფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია.

პეტროვიჩს მეტოქედ ბოლო დროს აღზევებული ჩეხი კაროლინა პლიშკოვა ჰყავდა. გერმანელს შესანიშნავი დასაწყისი გამოუვიდა - 4:1 დაწინაურდა, მაგრამ კინაღამ გააფუჭა კარგად დაწყებული საქმე. პლიშკოვამ ანგარიში გაათანაბრა - 4:4 და მეცხრე გეიმში მიღებაზე სამი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა. თუმცა ანდრეამ სამივე საფრთხე მოიგერია და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 6:4, 3:0. ამის შემდეგ გერმანელს უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია და მაიამის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

მეორე ნახევარფინალში ნამდვილი თრილერი გაითამაშეს კარლა სუარეს ნავარომ და ვინუს უილიამსმა. ამერიკელმა ძალიან დამაჯერებლად დაიწყო შეხვედრა და 27 წუთში პირველი სეტის მოგებას ზეიმობდა - 6:0. ვინუსმა პარტიაში 18 "ვინერსი" შეასრულა, იმ დროს, როცა ესპანელმა აქტიური მოქმედებით მხოლოდ ერთი ქულა აიღო.

წესით, სუარეს ნავაროს ფსიქოლოგიური შოკი უნდა მიეღო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. კარლამ თითქმის იგივე ანგარიშით აიღო რევანში (6:1) და შემდეგ იყო დაძაბული მესამე სეტი, რომელშიც პირენეელი ორჯერ ჩამორჩა ბრეიკით, ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა და ბოლოს, 5:5-ზე ზედიზედ ორი გეიმის მოგებით პირველად გავიდა ასეთი დონის ტურნირის ნახევარფინალში.

სუარეს ნავაროს ანდრეა პეტკოვიჩთან ნახევარფინალში სერიოზული მოტივაცია ექნება. თუ ის შეძლებს ფინალის საგზურის მოპოვებას, კარიერიაში პირველად შეაბიჯებს WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულში. ესპანელსა და გერმანელს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბარია - 2:2.

ქალები

1/4 ფინალი

კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ვინუს უილიამსი (აშშ, 16) 0:6, 6:1, 7:5; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 9)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას ბრწყინვალე გამოსვლა ოლიმპიადის თავისუფალ პროგრამაში
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] გიჟური მატჩი "ენფილდზე", სობოსლაის სუპერგოლი და გაძევება, ალისონის აკიდებული პენალტი - "ლივერპული" "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს