"თუ გამარჯვებულის სული არ ტრიალებს გუნდში, თუ ვიღაც სულ მცირედით უშლის საქმეს ხელს, იქ დიდი გამარჯვება არ იქნება!"

1974-75 წლებში იყო თბილისის "დინამოს" გუნდის უფროსი; 1983-86 წლებში სპორტსაზოგადოება "დინამოს" ფეხბურთის განყოფილების უფროსი; 1990-98 წლებში (გარდაცვალებამდე) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი; 1995-98 წლებში უეფას ტექნიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე.

გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის 10 სექტემბერს, დაჯილდოვდა ფიფას ორდენით - "ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის". 1999 წელს - XX საუკუნის მწვრთნელი (გაზეთ "სარბიელის" მკითხველთა ვერსიით); 2001 წელს - XX საუკუნის მწვრთნელი (გულშემატკივართა გამოკითხვით); 2008 წელს რეჟისორმა გოგი თორაძემ ნოდარ ახალკაცზე გადაიღო ფილმი "ქართული ფეხბურთის მაესტრო".

ერთ-ერთ რუსულ სოციალურ ქსელში შექმნილ გვერდზე - "ცნობილი ქართველები და საქართველოსთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები" - ქართული წარმოშობის ან ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანები მოხვდნენ: იოსებ სტალინი, შაჰ-აბასის დროის ირანის გენერალი იმამ ყული ხანი (უნდილაძე), ეგვიპტის ყოფილი მმართველები, მამლუქები - იბრაგიმ ბეი და მურად ბეი (რომლებიც ნაპოლეონის არმიას ეომნენ), ამერიკასა და საბჭოთა კავშირში სახელგანთქმული ავიაკონსტრუქტორები - ალექსანდრე ქართველიშვილი და ალექსანდრე ნადირაძე, ფრანგი მსახიობი მარიამ დაბო (ფილმიდან "ჯეიმს ბონდი", დედა - ნინო კვინიტაძე).

სიაშია რამდენიმე სპორტსმენიც, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელია. ცხადია, ერთ-ერთი ნოდარ ახალკაცია.

ახალკაცმა, რომელიც მანამდე მიხეილ იაკუშინთან გუნდის უფროსად მუშაობდა, კრიზისში მყოფი "დინამო" 1976 წელს ჩაიბარა და პირველივე წელს ორჯერ (საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატები) მიიყვანა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებამდე, შემდეგ კი დიდი საფეხბურთო ეპოქა შექმნა და საქართველოს ბედნიერების ხუთი წელი აჩუქა.

მთელი ეპოქა შექმნა. მის ხელში თბილისის "დინამომ" დაამარცხა "ბაიერნი", "ლივერპული", "ბენფიკა", "ფეიენოორდი", "რივერ პლეიტი", რუმინეთის ნაკრები...

1981 და 1982 წლებში თბილისური გუნდი მაყურებლის დასწრებით მხოლოდ "ბარსელონას", "ნაპოლისა" და "რეალს" ჩამორჩებოდა; ასწრებდა "ბაიერნს", "მილანს", "ინტერს", "რომას", "მანჩესტერს", "იუვენტუსს", "ლივერპულს"...

ჩვენი ერთადერთი საერთაშორისო გამარჯვებაც ამ ლეგენდარულ მწვრთნელს უკავშირდება - 1981 წელს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მისი ხელმძღვანელობით მოიგო. ეს კი საბჭოთა კავშირში სულ ორმა მწვრთნელმა შეძლო - ახალკაცმა თბილისის "დინამოში" და ვალერი ლობანოვსკიმ - კიევის "დინამოში", რუსული გუნდებისთვის კი ეს მიუწვდომელ ოცნებად დარჩა.

ახალკაცმა შეასრულა ერთ-ერთი წამყვანი როლი საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის ჩამოყალიბებაში და 1990-98 წლებში, გარდაცვალებამდე, მისი პირველი პრეზიდენტი იყო.

ახალკაცის საფეხბურთო ფილოსოფია ნათლად ჩანს მისი ინტერვიუებიდან ამოკრებილი ამ ფრაზებიდან:

* არასდროს დამიყვია ფეხბურთი "შემტევად" და "დაცვითად". ზოგი მწვრთნელი მეტოქეს ბურთს წინასწარ უთმობს და უცდის, როდის დაიწყებს ის შეტევას. ასეთების ერთადერთი მიზანია, თავდასხმას გაუძლონ და თუ გაუმართლათ, კონტრშეტევით გაიტანონ. ჩემი აზრით, ეს ფეხბურთი არ არის.

* ფინალამდე "კარლ ცაისის" ტაქტიკაზე ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, იენელები ყიფიანს კრაუზეს მიუჩენდნენ, მაგრამ დათოს უპირატესობა მეორე ტაიმში უფრო თვალშისაცემი გახდებოდა. იმიტომ, რომ ძალიან ძნელია მეტოქის დევნა, მისთვის ხელის შეშლა და საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმა. ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურადაა მომქანცველი. ასეც მოხდა და ამის გამო დაიჩაგრა "კარლ ცაისის" მოთამაშე.

* თუ გამარჯვებულის სული არ ტრიალებს გუნდში, თუ ვიღაც სულ მცირედით უშლის საქმეს ხელს, იქ დიდი გამარჯვება არ იქნება!

დაპატარავებული კომუნისტები და მორგის დარაჯი

რევაზ ჩელებაძე, თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი:

"ახალკაცი გენიოსი, უჭკვიანესი ადამიანი იყო! მე ვიცი, ის ინსტიტუტში გამოცდებს როგორც აბარებდა - საერთოდ არ ემზადებოდა! მიდიოდა, ჯგუფელებს საგნის შინაარსს ჰკითხავდა, მოკლედ მოუყვებოდნენ და მაინც ხუთიანს იღებდა; ისინი კი, რომლებიც მთელი ღამეები საგნებს იზუთხავდნენ - სამიანებს.

მახსოვს, საქართველოს კომპარტიიდან ხალხი რომ მოდიოდა. შევარდნაძეც კი თუ იყო და ილაპარაკებდა, მერე ახალკაცი წამოდგებოდა და ყველა პატარავდებოდა. მისი ლოგიკა, საუბრის მანერა საოცრება იყო. ამავე დროს, უმკაცრესი მწვრთნელი იყო".

ვლადიმერ გუცაევი, თბილისის "დინამოს" ყოფილი გარემარბი:

"კონკრეტული თემით თუ დაინტერესდებოდა, საჯარო ბიბლიოთეკაში წავიდოდა, ჩაჯდებოდა და თემაში დეტალურად გაერკვეოდა. იმას ხედავდა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამიტომაც იყო დიდი მწვრთნელი.

ჩვენი თაობა მისმა მოსვლამ შეცვალა. მთავარ მწვრთნელად 1976 წელს დანიშნეს და დაიწყო იმით, რომ ლამის ყველას პოზიცია შეუცვალა: ყიფიანი, რომელსაც ფლანგზე ან ცენტრფორვარდად ათამაშებდნენ, პლეიმეიკერად დააყენა და დათომ სწორედ ამის შემდეგ გაიბრწყინა; ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე ყიფიანის უკან დააყენა, რადგან ბურთს იჭერდა და პირველი პასი ეხერხებოდა; ფლანგის თავდამსხმელი ვიტალი დარასელია მარცხენა ნახევარმცველად გამოიყენა; ბავშვობიდან ნახევარმცველი ალექსანდრე ჩივაძე - დაცვის ცენტრში დახია, მარცხენა მცველი შოთა ხინჩაგაშვილი კი - ცენტრში შესწია.

გუნდში მოიყვანა გაბელია, კოსტავა, თავაძე, სვანაძე, შენგელია, ჩელებაძე...

70-იან წლებში, მთელი მსოფლიო ორ თავდამსხმელზე რომ გადავიდა, ზოგად ტენდენციას კი არ დაეყრდნო, კონკრეტული რესურსიდან გამომდინარე, "დინამოში" მაინც სამ შემტევს გვაყენებდა - ყიფიანს, მე და შენგელიას ან ჩელებაძეს. გარდა ამისა, მცველებს შეტევებში ჩართვას ავალებდა.

ტყუილს კი არ ამბობდა რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი, გვარდიოლასეული "ბარსელონას" სტილში თავის დროზე თბილისის "დინამო" თამაშობდაო.

ახალკაცთან ერთად, ევროპაში რამდენჯერმე ვიყავი და უდიდესი პატივისცემით ხვდებოდნენ უეფას პრეზიდენტი, იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ორგანიზაციების ხელმძღვანელები...

გაგანია სამოქალაქო ომების დროსაც კი ჩემპიონატი არ ჩაშალა, ფედერაციის სალაროც არ დაცარიელებულა. ჩვენი ფეხბურთის რეგრესიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო".

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი და მსახიობი:

"ბევრმა არ იცის, ახალკაცი რამდენად საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე საინტერესო და ყველაზე გონებამახვილი! მას განსაკუთრებული მსოფლმხედველობა და თავისებური ფილოსოფია ჰქონდა. ის ჩემი მეგობარი იყო.

ერთხელ მოსკოვში ნოდართან ერთად გავისეირნე. ღამის სამი საათია და ტაქსით სასტუმროში ვბრუნდებოდით. მოულოდნელად რაღაც გაახსენდა: "მეგობარს სიტყვა მივეცი, შემოგივლი-მეთქი". ციცაბო კიბეებით ავედით თაღებიან შენობამდე, რომელიც მარმარილოში იყო გამოწყობილი. ნოდარმა დარეკა და თეთრხალათიანი კაცი გამოვიდა. გახარებულმა კარი გაგვიღო. ვხედავ წარწერას - "მთავარი ექიმი".

ვფიქრობ, საავადმყოფოში ვართ-მეთქი. ეს კაცი გაიქცა, არყის ბოთლით დაბრუნდა და ძეხვი და პური გამოიყოლა. დავლიეთ და ვკითხე, ეს რა კლინიკაა-მეთქი? - ეს მორგია, მე კი - დარაჯიო... ასეთი უბრალო და თავმდაბალი კაცი იყო ნოდარი".

საყვედური წარმატების შემდეგ

"მისი ჩანაწერების გაცნობის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ ობიექტურობის გრძნობას არასოდეს კარგავდა. დიუსელდორფის ფინალის შემდეგ 5-ბალიანი სისტემით 4 ქულა მხოლოდ 3 მოთამაშეს დაუწერა, დანარჩენებს კი მხოლოდ - "სამიანები".

ასეთი ხასიათის იყო, საკუთარ თავს არ ატყუებდა.

დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. 1994 წელს საქართველოს ცენტრალურ და აჭარის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები დაიძაბა. იმ დროს ჩემპიონატში ბათუმის "დინამოს" წაგება მსაჯებს დაბრალდათ და ამაში თბილისის ხელი დაინახეს. იყო ლაპარაკი, რომ აჭარის ხელისუფლება გუნდის ჩემპიონატიდან მოხსნას აპირებდა.

ახალკაცი ბათუმში ასლან აბაშიძეს ესტუმრა და იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, აზრი შეაცვლევინა. საბოლოოდ, ბათუმში ახალი სტადიონის აშენებაზე დაითანხმა, სადაც საქართველოს ეროვნულმა, ახალგაზრდულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა და ევროთასებზე მოასპარეზე სხვა ქალაქების გუნდებმაც ითამაშეს", - იხსენებს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილი.

ქართული ფეხბურთის დიდი მოყვარულის, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელის, მიხეილ იაკუშინის მოგონებების წიგნში ერთი საგულისხმო ფრაზაა:

"1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ნამდვილი ტრაგედია იყო. მაშინ თბილისის "დინამომ" ყველა ტურნირი მოიგო. ესპანურ ტურნირზე "ბაიერნს" სძლია, სადაც დიდი რუმენიგე და ბრაიტნერი თამაშობდნენ. ამის თაობაზე საბჭოთა პრესა დუმდა, თითქოს არაფერი მომხდარა. დავით ყიფიანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში დაასახელეს, საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესოში კი მისთვის ადგილი ვერ მოინახა".

მედეა ახალკაცი იხსენებს, როგორ ცდილობდნენ მამამისის ჩაძირვას. თურმე, 1979 წელს, კომუნისტური პარტიის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა გუნდიდან ნოდარის გადაყენება მოითხოვა, რადგან "დინამომ" ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. არადა, იმ წელს გუნდმა საბჭოთა კავშირის თასი მოიპოვა.

წერილი მთავრობაში შეიტანეს დასამტკიცებლად. იმდროინდელმა მმართველმა ედუარდ შევარდნაძემ წერილი ბოლო მომენტში დახია და ნოდარი გუნდში დატოვეს. მაგრამ თასის მომგები ახალკაცი რომ გაემწარებინათ, საქართველოს 10 საუკეთესო მწვრთნელთა სიაში არ მოახვედრეს.

1981 წელს, ევროთასების გამარჯვებული "დინამო" დიუსელდორფიდან მოსკოვში რომ ჩაფრინდა, ახალკაცს აეროპორტში საკავშირო სპორტკომიტეტის წარმომადგენელმა წერილი დაახვედრა, მერე გახსენიო.

ცხადია, მილოცვას ელოდა, მაგრამ წერილი გახსნა და გული მოუკვდა - საყვედურობდნენ, გუნდმა დიუსელდორფში "ადიდასის" ფორმით რატომ ითამაშაო?!

ნოდარ ახალკაცი ვარაუდობდა, რომ ამ საყვედურის ნამდვილი მიზეზი სხვა იყო - დიუსელდორფში შეკრებილი "დინამოს" გულშემატკივარი, წითელი საბჭოთა დროშის ნაცვლად, "დინამოს" თეთრ-ცისფერ დროშას აფრიალებდა. კომუნისტური პარტიისთვის მიუღებელი სწორედ ეს აღმოჩნდა.

ეტყობა, "დინამოს" გოლებზე ქართველებს ლენინისა და ბრეჟნევის სურათები უნდა გვეფრიალებინა.

ხარაგაულში განმარტოებული

უცნობი ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთში დაბლოკილ და უმუშევარ ახალკაცს 1989 წელს შესთავაზეს მოსკოვის "სპარტაკის", სხვა რუსული, ყაზახური და ბერძნული გუნდების გაწვრთნა და იმ დროისთვის არნახულ ხელფასსაც ჰპირდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა, ყველას უარი უთხრა. ამბობდა, ისეთ გუნდს არ გავაკეთებ, რომელიც "დინამოს" დაამარცხებსო!

ამის დასტური წლების შემდეგ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა. ინტერნეტგამოცემა "სპორტბოქსმა" საბჭოთა კავშირის შემდგომი რუსული ფეხბურთის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ ოლეგ რომანცევზე დაწერა, რომ 1989 წელს ის შემთხვევით აირჩიეს. რომ იყო რამდენიმე კანდიდატი და მათ შორის - ნოდარ ახალკაციც აღნიშნეს. თუმცა, არ წერია, ქართველმა სპეციალისტმა შემოთავაზებაზე უარი რომ თქვა და ასე გაუხსნა რომანცევს გზა.

ისევ ჯემალ ჭიპაშვილი:

"ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ თბილისის "დინამოდან" გაშვების შემდეგ გულგატეხილი ხალხს გაერიდა, ხშირად რჩებოდა ხარაგაულის რაიონის სოფელ ჯაფარაულში და ადგილობრივ "ჩხერიმელას" ეხმარებოდა. ხარაგაულის სტადიონი კი, ფაქტობრივად, მისი ხელმძღვანელობით აშენდა.

ნოდარს დარჩა ჩანაწერები და ჩვენი ვალია, მისგან წიგნი გამოვცეთ, რადგან არაერთი საგულისხმო ისტორია თუ ამბავი აქვს მოთხრობილი".

P.S.

ამ წერილში მხოლოდ ბრიყვი ამოიკითხავს წარსულზე ნოსტალგიას - ის მომავალზე ფიქრითაა დაწერილი. ახალკაცის სიტყვებიც წარსულში არ ჩარჩენილა - ფეხბურთი ადრეც და ახლაც ერთ პრინციპს ეფუძნებოდა.

ახლა ხალხი ქართულ ფეხბურთზე გულაყრილია. ღირსეული წარსულის შემდეგ ფიფას რეიტინგში 125-ე ადგილი მართლაც სამარცხვინოა. მაგრამ ნოდარ ახალკაცი ბევრზე უკეთ ხედავდა ქართული ფეხბურთის მომავალს და მისი სჯეროდა. ახლა ჯერი ჩვენზეა.

სხვა საქმეა, ვინ როგორ ექცევა ავადმყოფ შვილს - კარგი მშობელი კურნავს. იმედია, ასეთი წარსულის მქონე ხალხი მომავალზე უარს არ ვიტყვით.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

sake
ამ ადამიანს,რომ მომავლის ფართო ხედვა ქონდა მაშინდელი დინამოს თამაშზეც აისახებოდა.ნათელი მის სულს.
მანჩო
ეხ, ყოველთვის ასე ხდება, ცოცხალს გულს ვუკლავთ და მკვდრისათვის კი არაფერი გვენანება, აღარა კმარა?!
irakli
ნოდარიმ ააღორძინა ქართული ფეხბურთი, მისმა შვილმა კი გაანადგურა!
kach
ისეთი სასწაული კაცი იყო, ყველგან გაქაჩავდა, ბავშვობაში იყო ჩემი მწვრთნელი, გვაოცებდა. შვილი არანაკლებ ჭკვიანი, კეთილი და საქართველოს პატრიოტია. ვაწყენინეთ, მაგრამ ვიცი ბევრ სიკეთეს გაუკეთებს საქართველოს, ნახავთ.
ლევანი
გენიოსი იყო , ასეთი ადამიანები ხომ საუკუნეში ერთი იბადება , ამ ადამიანთან ხომ ქართული ფეხბურთის ზეობაა დაკავშირებული , დაადგეს საუკუნო ნათელი
Gia
ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის დიდი მოღვაწე . ღმერთმა გაანათლოს მისი სული
gizog
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
soselo
ფარსადანოვიჰმა სჰეაკვარა ფეხბურტი კარტველ კაცს ჯერ რა ბიჰები სჰეკრა ერტ მუსჰტად რა სჰედეგები დადო ნატელი ტკვენს სულს ბატონო ნოდარ და მადლობა
del piero 10
უძლიერესი მწვრთნელი იყო! ტაქტიკა,თეორია,სტრატეგია,ფსიქოლოგია - უმაღლეს დონეზე იცოდა! რატომრაც საქართველოში ბევრს არ უყვარდა...
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
"კავკასიელებო, თქვენი დედა..." - როგორ წაართვეს თბილისის "დინამოს" ჩემპიონობა
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
შოთა არველაძე: ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით და მე ეს მომწონს...
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ვასილ მაისურაძე: ექიმების გამო, 5 წელი ფეხბურთს ჩამოშორებული ვიყავი
"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
[ისტორიის უცნობი ფურცელი] როგორ დაამარცხა საქართველომ გერმანია...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ვლადიმერ გუცაევი: დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირდაპირ უნდა ვთქვა ჩემი აზრი
"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ვინ თქვა, სპორტი და პოლიტიკა შორს არიანო?
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა