4 აპრილს, საღამოს, "ტულუზა ერნესტ ვალონი" ქართველმა გულშემატკივრებმა გადაავსეს
4 აპრილს, საღამოს, "ტულუზა ერნესტ ვალონი" ქართველმა გულშემატკივრებმა გადაავსეს. ევროპის 18-წლამდელთა ელიტდივიზიონის ფინალი საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მატჩი გამოდგა, რადგანაც 2012 წლიდან მოყოლებული, ტურნირში მე-6 ადგილიდან წინ გადანაცვლება პირველად შევძელით და თანაც როგორ - გარანტირებული ვიცე-ჩემპიონების ტიტულით ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.

ჩვენს მოწინააღმდეგე და ამავდროულად, მასპინძელ ფრანგებს ერთი შეხედვითვე ეტყობოდათ კარგი ფიზიკური მომზადება, რამაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა ანგარიშის შედეგზე. ასევე ყურადღებამისაქცევია ის ფაქტიც, რომ მოქმედი ჩემპიონ ინგლისის დამარცხებით გაგულისებული ფრანგები საკუთარ მიწაზე ჩემპიონის ტიტულს არავის დაუთმობდნენ. ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა უპირატესობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო.

თამაში კარგი შეტევით დავიწყეთ. რთული იყო მატჩის პირველ წუთებზე ვინმეს უპირატესობის დანახვა, რადგან ფრანგების ნახევარში ვერც ჩვენ მოვახერხეთ შესვლა და ვერც მათ შეძლეს ჩვენს 22-ში წარმატების მიღწევა. ალბათ, სტაბილურობამ გაგვათამამა, როცა პირველი ჯარიმა მოლში არასწორად თამაშისთვის მივიღეთ, თუმცა ჩვენ სასარგებლოდ, ფრანგმა დამრტყმელმა თომას დარმონმა ბურთი ძელებს მიღმა გაუშვა და ანგარიში არ შეცვლილა.

შემდეგ იყო დერეფნების უცნაური სერია, როცა ჩვენ მიერ მოგებული ბურთი ფრანგებს რჩებოდათ და პირიქით, მათ მოგებულ ბურთს ჩვენ ვეუფლებოდით. მე-9 წუთზე პირველი შანსი მოგვეცა და მსაჯის მიერ ჩვენკენ გამოშვერილმა ხელმა იმედი ჩაგვისახა. სამწუხაროდ, გელა აფრასიძის დარტყმული ძელს მოხვდა, რამაც ბიჭები ორმაგად ანერვიულა და მე-10 წუთზე შერკინების ბურჯი უშანგი ჭეიშვილი გასინბინდა.

მიუხედავად მყარი ფრე ანგარიშისა, ფრანგების უპირატესობა მაინც საგრძნობლად გაიზარდა. ცრუ მოძრაობებით ბურთის ხელში ჩაგდებას წამებში ახერხებდნენ, შერკინებაში გვძლევდნენ, რაქში ჩვენი შეცდომებით სარგებლობდნენ და 22-ში შემოჭრის ტაქტიკაც, ბურთის ფეხით წინ წაგდებით, კარგად შეიმუშავეს.

ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდიოდა, როცა პირველად აღმოვჩნდით ფრანგების ნახევარზე - შეტევა განვახორციელეთ, მაგრამ ლელოს ბოლომდე მიტანა არბიტრის ჯარიმამ არ გვაცალა და ვერც ამ ჯარიმით ვიხეირეთ, ვინაიდან ქართველთა 9 ნომერს დარტყმა ისევ გაუცუდდა.

რამდენიმე წუთში პირველი ლელოს მომსწრენიც გავხდით - სისწრაფით გამორჩეულმა 15-მა ნომერმა არტურ რეტიერმა ბურთით ხელში დიდხანს ირბინა, მისი დამწევი ჩვენ მხარეს ვერავინ მოიძებნა და შედეგად ლელო ზუსტად ცენტრში დაგვიდო. თუმცა გარდასახვაში დარმონმა ისევ ვერ იმარჯვა - (5-0).

ამან ფრანგების გამბედაობა ერთიორად გაზარდა - ჩვენი ბიჭების გატეხვა კი ჯერ ადრე იყო, რადგანაც მეორე სინბინის (6 ნომერი - სანდრო მამათავრიშვილი) ფონზე მაინც შევძელით კარგი შეტევის განხორციელება - ცენტრამდე მივედით, საუკეთესო გადაცემა გავაკეთეთ, ფრთაზე კარგი თამაშით მათ ლელოს მოედანს მივუახლოვდით, კაცნაკლული რაზმით 15-კაცა საფრანგეთს საფრთხილო სიტუაცია შევუქმენით და მიუხედავად იმისა, რომ ბურთი წაგვართვეს და მათ მაგივრად ლელოს მსხვერპლნი ჩვენ აღმოვჩნდით, ეს შეტვა მატჩის ერთ-ერთი კარგი მომენტი იყო (10-0). მესამე დარტყმა 10 ნომერს აღარ აუცდა და პირველი ტაიმი 12-0 დაასრულა.

მეორე ტაიმის ფარდა ფრანგების ლელომ ახსნა, გარდასახვამაც თავისი ქულა დაიწერა და ამ ნახევრის რკენა 19-0 დაიწყო. მალევე 14-მა ნომერმა ალექსანდრ ნიკუმ სისწრაფით იმარჯვა და თამაშის 41-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო გვისახსოვრა, რომელსაც გარდასახვის ქულა დარმონმა ვეღარ შემატა (24-0).

დიდი სხვაობის მიუხედავად, ჩვენი ბიჭები შეტევას განაგრძობდნენ და არცერთი წამით არ იხევდნენ უკან. ფრანგების აშკარა უპირატესობა კი სახეზე იყო - ხაზს გვიჭრიდნენ, პასში ხელს გვიკრავდნენ და ბურთის ფლობაც მათი იყო, შედეგად კი მორიგი გარდასახვიანი ლელო დადეს - 31-0.

შეცვლაზე შემოსულმა პეატო მაუვაკამ მწვრთნელის მოლოდინი პირველივე მცდელობისას გაამართლა, 5 ქულა ადვილად მიამატა გუნდის მონაგარს და გარდასასახვადაც კარგი ადგილი მოუმზადა მგეზავს - 38-0.

მართალია, მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე იშვიათად თუ გავიდოდა ჩვენი 22-დან და ლელოს ლელოს აყოლებდა, მაგრამ ჩვენი გატეხვა მხოლოდ ციფრებით თუ შეძლეს ფრანგებმა.

ლევან ჭავჭავაძემ, ჩემპიონატში ერთადერთი ლელოს ქართველმა ავტორმა, კიდევ ერთხელ მოინდომა, თავის თავზე აეღო გუნდის წარმატება და ფრანგების ხაზი გაჭრა, გაირბინა რამდენიმე მეტრი, მოახერხა კარგი გადაწოდება, მაგრამ ფრანგებმა აქაც შეგვაჩერეს, უფრო მეტიც, უკან დაგვხიეს, რაქში ბურთი წაგვართვეს და მეორე ლელო გარდასახვის გარეშე დაგვიდეს(43-0).

ყველფერი არც ამით და არც ცოტა მეტით არ შემოფარგლულა. როგორც ჩანს, ფრანგები უფრო გრანდიოზულ ფინალს დაჰპირდნენ საკუთარ თავს და სხვაობა იმაზე მეტად გაზარდეს, ვიდრე გვეგონა - 13 ნომრის პირველი ლელო და მორიგი გარდასახვა (50-0).

უკანასკნელი ლელო კი ბოლო ეპიზოდის გვირგვინი აღმოჩნდა. ფრანგებმა ლელო ქართველ მოთამაშიანად დადეს. ჩვენს 22-ზე შემოსულ მოწინააღმდეგეს საბა სვიმონიშვილმა ბურთი აართვა და გაიქცა, მაგრამ ფრანგმა წააქცია და ლელო ჩაითვალა. ჩაითვალა გარდასახვაც და საბოლოო ანგარიშით 57-0 დავმარცხდით. ქართველთა 23 ნომერი მსგავსი ქმედებისთვის გასინბინდა და თამაშის ბოლო წუთებზეც კაცნაკლული შეტევით ვიბრძოლეთ.

იყო კიდევ ერთი ლელოს შანსი ფრანგებისთვის, მაგრამ ქართველმა სპანდერაშვილმა ამის უფლება აღარ მისცა მათ და ბურთი ლელოს მოედნიდან გამოიტანა.

ამრიგად, დასრულდა 18-წლამდელების რაგბი ევროპის ელიტდივიზიონის ფინალური შეხვედრა საფრანგეთთან. როგორც ფრანგებისთვის, ისე ჩვენთვის პირველი იყო ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული. ასე რომ, "ერნესტ ვალონის" სტადიონიდან წაგებული არავინ გამოსულა.

ავტორი: თათია ბერიაშვილი

ასევე იხილეთ:

გიორგი ნიჟარაძე: ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება!

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: IRB-ᓘᓡ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ 2014
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
ᓒᓣᓚᓨᓔᓛᕐᓢᓙᓘᕕᓠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᕘ: "ᓣᕛᕪᕠᓝᕡᓘ ᓑᓝᓠᓯᓦᕐᓚᓝᕡᓜᓔᓑᓘᓡ" ᓠᓔᓐᓑᓘᕚᓘᓢᓐᓪᓘᓐ
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓛᓘᓚტᓝᓜ ᓰᓔᓘᓒᓘᓡ 2.5-ᓬᓚᓘᓐᓜᓘ ᓛᓣᓨᓐᓝᓑᓘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᓔᓑᓐ
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
U18. სენსაცია - საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
ᓒᓣᕚᓨᕔᓛᓐᓢᕙᓘᓕᕠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓡᓐᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓝᕡ ᓔᓠᓝᓕᓜᕣᕚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᕜᕐᓢᕘᓡ ᓨᓔᓯᓐᓛᕔᓑᓐ
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓞᓚᓐᓜᓔᓢᓘᓡ ᓗᓝᓠᓛᓔᓢ ᓡᓐᓣᓙᓔᓗᓔᓡᓝᓡ ᓨᓝᓠᓘᓡ
ᓒᓣᓚᓨᓔᓛᓐᓢᓙᓘᓕᓠᓘᓡ ᓡᓕᓔᓢᓘ: ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓥᓝᓛᓐᓒᓘᓡ ᓘᓜᓘᓪᓘᓐᓢᓘᓕᓐ!