ბათუმის "დინამოს" დირექტორი: "ბინძური წესებით გვებრძვიან!"
ბათუმის "დინამო" უახლოეს სამ საშინაო შეხვედრას უმაყურებლოდ ითამაშებს. გარდა ამისა, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი 8 ათასი ლარით დაჯარიმდა - ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა.

საქართველოს ჩემპიონატის წინა, XXII ტურში, ბათუმელებმა "ჩელე არენაზე" ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო შეხვედრა 2:3 წააგეს.

დინამო (ბთ)-ტორპედო 2:3 - შეწყვეტილი სერია [VIDEO]

დელეგატის მოხსენებით, ბარათში მითითებული იყო, რომ მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ლელო" სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმი ტყებუჩავას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"ინციდენტი ყველა დაინტერესებული მხარის თანდასწრებით განვიხილეთ. ბათუმის "დინამოს" დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმაც აღიარა, რომ თამაშის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები მოედანზე შეცვივდნენ და არბიტრ გიორგი ყრუაშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს - ერთმა მათგანმა შეაფურთხა, მეორემ კი ფეხი დაარტყა.

სადისციპლინო კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, ასეთი შემთხვევისთვის ორი სასჯელია გათვალისწინებული: პირველის მიხედვით, გუნდმა ერთიდან სამ მატჩამდე უმაყურებლოდ უნდა ჩაატაროს და პლუს, 8 ათასი ლარი გადაიხადოს.

მეორე სასჯელი საშინაო მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვას ითვალისწინებდა - ანუ საშინაო არენიდან 50 კილომეტრში.

ბათუმელებს სურდათ, მეტი ფული გადაეხადათ, ოღონდ საშინაო თამაშზე მაყურებლის დასწრების უფლება დაგვერთო, მაგრამ ეს გამორიცხული იყო, იმიტომ, რომ მსგავს სასჯელს სადისციპლინო კოდექსი არ ითვალისწინებდა. ამას გარდა, შემდეგ კალენდარულ შეხვედრას ბათუმის "დინამო" 11 აპრილს, "სამტრედიასთან" მართავს და ტური რომ არ ჩაეგდოთ, გადავწყვიტეთ, გუნდს საშინაო არენაზე უმაყურებლოდ ეთამაშა.

ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტსაც დავეკითხეთ და გვითხრეს, რომ 11 აპრილს ერთი სტადიონიც არ იქნება თავისუფალი, თან კალენდრის არევაც არ გვსურდა.

რომ იცოდეთ, ეს კიდევ ლოიალური გადაწყვეტილებაა, მე უფრო მკაცრი სასჯელის მომხრეც ვიყავი, რადგან მსაჯი დაცული უნდა იყოს და მისი შეურაცხყოფა არავის ეპატიოს".

ბათუმის "დინამოს" დირექტორი ოთარ ფედიჩკინი დისციპლინარების გადაწყვეტილებით აღშფოთებულია:

"ეს არის უსამართლო და არაადეკვატურად მკაცრი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბათუმის "დინამოს" ბინძური წესებით ებრძვიან.

დიახ, მე არც უარვყოფ, რომ დასაგმობი ფაქტი მოხდა, მაგრამ ჩვენი გუნდი ამასთან რა კავშირშია?! შეურაცხყოფა ჩვენ მივაყენეთ?! ძლივს ხალხი სტადიონისკენ შემოვაბრუნეთ და როგორ შეიძლება, ეს ფაქტი ვინმეს არ ახარებდეს?!

მთელი აჭარა ელოდა ლიდერებს - "სამტრედიასა" და თბილისის "დინამოს", მაგრამ აჭარას ეს ზეიმი წაართვეს.

არ შეეძლოთ, უმაყურებლოდ მხოლოდ ერთი თამაშით რომ დავესაჯეთ? ბოლოს და ბოლოს, თამაში ნეიტრალურ მოედანზე მაინც ჩაეტარებინათ, გულშემატკივარი იქ მაინც მოვიდოდა...

რაც შეეხება ცარიელ სტადიონს, ჩვენ ამის შესახებ არ გვკითხეს. იქნებ მოგვეძებნა სტადიონი? უმაყურებლო ფეხბურთს ისევ კალენდრის არევა სჯობდა, რადგან ჩვენი სტადიონები ისედაც დაცარიელებულია და ეს არის ჩვენი უმთავრესი პრობლემა.

ბოლოს და ბოლოს, თამაში სხვა დღისთვის გადაედოთ. უმაყურებლო თამაშებით უნდათ დონის აწევა? ამიტომაც ვამბობ, რომ კომისიამ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vendetta
დავაბრალოთ ფედერაციას, მსაჯს, გვერდით მსაჯს, მეოთხე მსაჯს, მინდორს, ქარს, წვიმას, უფულობას და ა.შ. 1 გამახსენეთ როდისმე თუ აღიარა მწვრთნელმა, რომ თავისი ბრალი იყო, ან ფეხბურთელის ბრალი იყო?! გამახსენეთ! თუ ეგრე მაგრად გესმით ფეხბურთი, რომ იმას არკვევთ, მსაჯმა განზრახ დაუშვა "შეცდომა", თუ უნებლიედ, ან საერთოდ იყო თუ არა მართალი, მაშინ გეკითხებით: ამ ყველაფერზე თვალს რატომ ხუჭავთ და არ თხოვთ პასუხს მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედიჩკინს და მის გუნდს. ეს სხვა გუნდებსაც ეხება, მხოლოდ ბათუმზე არაა საუბარი.
მიხეილი
gaga აზრზე მოდი რებს ყრანტალებ! ZAUR - ი არ ვიცი საერთოდ ვინა მაგრამ მე მუსლიმი ქართველი და მუსლიმების შეურაცყოფა არ არის კარგი საქციელი ნაწყენი გულშემატკივრის შესაძლო დაუფიქრებელ კომენტარზე! მცირეოდენი წიგნი რომ გქონდეს გადაშლილი გეცოდინებოდა რომ აჭარის დედასამშობლოში დამბრუნებლები სწორედ მუსლიმი ქართველები იყვნენ როგორც მემედ აბაშიძე სელიმ ხიმშიაშვილი და მისი თანამოაზრეები! ასევე თითოეული მუსლიმი ქართველი ჩვენი სამშობლო საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრივის ერთგული დარაჯები ვიყავით ვართ და ვიქნებით! ასე რომ ისლამზე შეურაცყოფის მიყენებამდის ჯერ გაიაზრე რას ამბობ... ცუდი და კარგი ყველგან არის ასე რომ რაღაც მდაბიო თქვენი აზროვნებით თუნდაც ბოლო ჩვენს ომში საქართველოს სიყვარულით სამშობლოსთვის თავდადებულ ჩემს ახლობლებს რომლენიც სხვათაშორის მუსლიმები იყვნენ მუხათა გვერდის სასაფლაოზე სულში ნუჩააფურთხებთ! უბრალოდ არ არის ლამაზი ქართველ კაცს ეგ არ შეშვენის...
Raul
Sainteresoa Pederacia 3 tamashis shemdeg rogor carmoudgenia movlenebis ganvitareba. Darcmunebuli iyos yvela (tumca me amas mxars ar vucher) tu msajebi aseti bindzuri metodebit gaagdzeleben arbitrobas uaresi moxdeba da es mxolod batumis tamashze ara. Rato ar xdeba pederaciis pasuxismgebloais sakitxi ra es pirveli shemtxveva iyo!? Gaixsenet mxolod bolo 2 celshi ramde tamashi chaishala da ramden msajistvis miuyenebiat sheuracyopa. Es yvelaperi marto konkretuli klubis problema araa. Sascrapod pederaciis dzireuli avlilebaa sachiro. Cnobistvis dghes im ertguli gulshematkivris gverdit viqnebi romlebic stadionis garet uqomageben. Yvelaperi kargad iqneba!!!
ჯუმბერი
ქავტარადზე მაგარი ხარ.დინამო ბატუმი მოიგებს.
anri
ვერავინ ვერ დაუშლის მაყურებელს ბათუმის თამაშის ყურებას ჩელე არენაზე ეს არ არის გამოსავალი ამით ხალხი კიდევ უფრო განრისხდება და მეტი პრობლემა შიქმნება და რისი ფეხბურთი იქნება მაყურებლის გარეშე გულშმატკივარის ვინ გაამხნევებს მოთამაშეებს ????!!!!
Beso
მსაჯები შეცდომებს ინგლისშიც უშვებენ და ესპანეთშიც რადგან ისიც ისეთივე დაძაბულია როგორც ფეხბურთელი მთავარი ფედერაციაა როცა გამოდის ფედერაციის წევრი და ამბობს რომ მოედანზე ხალხი არ მიდის და შემდეგ ასე მკაცრად სჯის გულშემატკივარს თან იმ სიტუაციაში როცა მათ საბაბი ჰქონდათ ამისთვის გასატეხია მეტი არაფერი საქართველოში ეს თაობა განსაკუთრებით უდგას ფეხბურთს მხარში და ასეთი მიდგომა ცოტა მიუღებელია
ანრი
ბათუმი პირველზე მაინც გავა.მაგრამ, თუ მსაჯები ამჯერად როგორც წინა თამაშზე არიმსაჯებენ დაკვირვებულად უარესი დაემართებათ. !!!!!!!!!!
gaga
ზაურ კომენტარის გამკეთებელო სულით ვიცით რომ მუსულმანი ხარ მაგრამ ვერ ეღირსები აჭარის თურქებისთვის გადაცემას. .. სამწუხაროდ საქართველო შენისთანა გამყიდველებით გაივსო დგეს და არ ეშველება. ერთმანეთს ხოცავენ უცხოელებს აძლიერებენ.
ZAUR
TU SAQARTVELOSHI AR GAMOIDZEBNA STADIONI BATUMIS DINAMOSTVIS,IQNEB MEZOBELI TURQETISTVIS MIGVEMARTA DA XOFASHI AN RIZESHI GVETAMASHA,IQ MAINW SHEUSHVEBDNEN MAYUREBELS...
merabi
რა ყველაფერი უმსგავსოება ქობულეთის სტადიონზე ხდება. გორის"დილაც"ხომ მაგ სტადიონზე დაისაჯა და გაცილებით მკაცრად ვიდრე ბათუმი.ეტყობა არ ჰყავთ უსაფრთხოების სამსახური.ჩემი აზრით ქობულეთის სტადიონს უნდა მიეცეს დისკვალიფიკაცია,ვიდრე უსაფრთხოების საკითხს არ მოაგვარებს. მაგრამ სანამ მანდ ჩელებაძეა/მას ხმას არ სცემენ,არ ვიცი რატომ/ალბათ უსაფრთხოების საკითხი არ მოგვარდება.
სსს შენ გეხება
უკულტუროს და გაუნათლებელს ვის უწოდებ ....??? ..... ჯერ გაერკვიე საერთოდ რას წერ, გაერკვიე სად რა ხდება და მერე აფრქვიე ეგ ბრძნული აზრები. შენი აზრი მაგრად მკიდია, მაგრამ უკულტურო და გაუნათლებელი თავი გაბია მხრებზე.
abahe
ფედერაციამ სასწრაფოდ რამე უნდა შეცვალოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად სასწრაფოდ!!!
abahe
უს რაც ბათუმში მოხდა დასწყისია, თუ სასწრაფოთ ზომებს არ მიიღებს ფედერაცია. ჩემპიონარი ძალიან დაიძაბება ბოლოსკენ და მერე გვიან იქნება
jumberi
ბატუმი მაინც გახდება ჩემპიონი.
სსსს
რა სასაცილო ხალხი ვართ,უფრო კი სამარცხვინო!!!!!!მსაჯს რას ერჩით,უკულტუროებო,გაუნათლებლებო!ძალიანაც კარგი,ითამაშეთ უმაყურებლოდ და ცოტა გონს მოდით,ბევრი გყავთ ყრუაშვილის მსგავსი მსაჯი?
ვალერი
კიდე მსაჯების არაკვალიფიციურობა და უმაყურებლობა უნდა ჩვენს ფეხვბურთს ხო! არველაძეებო რასაც თქვენ სფფდან ფულს ქაჩავთ მსაჯების განათლებას მოახმაროთ არ აჯობებდა?! ყველა პოსტ საბწოურ ქვეყანას ყავს 2-3 მსაჯი ლიგას თუ სხვა დიდ მატჩებს რო ანდობენ! თქვენ?!
qartveli
დასასჯელი უნდა დაისაჯოს.დილაც დასაჯეს მარა დუხიდან არ დავარდნილა და აგრზელებს ბრზოლას,ტუ გუნდია და შეუზლიათ დაამტკიცონ....
batumi
რატო თუ ბათუმმა ცხრილის სათავეში მოექცა ყველაფერს აკეტებენ რო ეს კლუბიც კიდე დაშალონ ესაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა ...
jolos
shen exla chven kulturaze da zrdilobaze nu saubrob.aravis araferi gauketebia iseti romelic jer aq armomxdara.ubralod yvelas yelshi echxireba batumis carmateba da egari.me viyavi mag tamashze da msaji iyo mosaklavi.magram armogviklia.yvelas visac argevasebat batumis dinamo da misi gulshiematkivrebi gamoeqanet prijokit
gia.
.. ფედერაცია
jolo
რა არ მოეწონა ფედიჩკინს ვერ გავიგე.?..ყველა არა მარტო ბათუმი სადაც მსაჯს აყენებენ შეურაწყოფას უნდა დასაჯონ მკაცრად რომ ჭკუა ისწავლონ შემდგომში.რა უნდა სტადიონზე ამ გამოუსვლელ ხალხს......? ვითომ გულსემატკივრები და სინამდვილეში ....არიან.გერმანიასტანაც მოხდა იმიტომ რომ გონიათ რომ ასე უნდა იყოს...კანონი და წესი უნდა დაიცვას ყველამ...არ ვამბობ კულტურაზე....
batumi
arveladze chamoetrevi batumshi an chaqvshi sadac saxli gaqvs da magas cxvirpiridan amogasxmeviebt
ქომაგი
ჯიმი ტყებუჩავა არის დომენტი სიჭინავას ყველა კაპრიზის უსიტყვო შემსრულებელი. რომელი გულშემატკივრების შევარდნაზეა საუბარი, ისე წარმოაჩენს თითქოს მაყურებელი შემოვარდა სტადიონზე. უფრო მკაცრი სასჯელის მომხრეა ეს არაადეკვატურობის განსახიერება )) ჩერნოგორიას ორი თამაში და ბათუმის დინამოს სამი )) მიზანმიმართული იყო მსაჯის "შეცდომებიც", არა უბრალოდ შემეშალაო სლუკუნებდა გუშინ "სისტემის მსხვერპლი ყრუაშვილი". ეჰ ჯიმი ტყებუჩავას გასარჩევი როა ქართული ფეხბურთის სამართალი, ... ხარ ჯიმშერ...
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
გადაწყვეტილება არაადეკვატურად მკაცრია! ბათუმის "დინამომ" აპელაცია შეიტანა
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
20 000-იანი გადახურული სტადიონი - ბათუმის "დინამო" ექსპერტიზის პასუხს ელის