რამ გამოიწვია ტრაგედია შუხუთის ლელოზე?
"1881 წელს ფოთში, აღდგომის დღეს ავარდა ბურთი. ისევ მეგრელები და გურულები გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მეგრელები, რა თქმა უნდა, მეტნი იყვნენ. შებინდებისას ვინმე მ. გაბელიამ ლელო გაიტანა. მეგრელები იმ დღეს გათენებამდე ზეიმობდნენ გამარჯვებას. ქვემო იმერეთში, სოფელ კულაშში ერთ დროს საუკეთესო თავად მიქელაძეების საცხოვრებელში გაიმართა ბურთაობა, ლელობურთი. თამაშში მონაწილეობას დაახლოებით 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი იღებდა. მჭვრეტელი, რასაკვირველია, ათი იმდენი იქნებოდა. თამაშმა აქაც დილამდე გასტანა." (გაზეთი "ივერია")

ძველ ლელოს საქართველოში უკვე არსად თამაშობენ, შუხუთის გარდა. თუ ადრე პირველ მაისს ავარდებოდა ბურთი, ამჟამად პაექრობა ყოველ აღდგომას, ძველ მეტოქეებს - ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს შორის მიმდინარეობს. შერკინება, მინიმუმ, 4-5 საათს გრძელდება და იმდენ ენერგიას ისრუტავს, მის აღდგენას 2-3 კვირა სჭირდება.

ამ აღდგომასაც "ავარდა ლელო" სოფელ შუხუთში - ზუსტად საღამოს 5 საათზე, ზემოურები და ქვემოურები, ვინ იცის, მერამდენედ ეკვეთნენ ერთმანეთს. ბოლოდროინდელი შედეგები ქვემოურთა სასარგებლოდ იყო, ზემოურები საერთო ჩათვლაშიც ჩამორჩებიან მათ. ამაში დიდი წვლილი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძმას, ფეხბურთის, ლელოსა და საერთოდ, სპორტის ტრფიალ კაცს, ევგრაფი შევარდნაძეს მიუძღვის - ზედიზედ მრავალი წლის განმავლობაში მისი ორგანიზებით (თავად ბავშვობიდან ინვალიდი გახლდათ) ლელოს 16-კილოგრამიანი ბურთი ქვემოურებს რჩებოდათ.

ამჯერად ზემოურებმა გაიმარჯვეს, თუმცა მათ თავიანთი ღელე ისე გადალახეს, ჯერაც არ იცოდნენ იმ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც სახალხო თამაშის ისტორიას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ლელოს ვეტერანი მოთამაშეებიც ვერ იხსენებენ, თამაში მსხვერპლით დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, გულმა უმტყუნა თამაშის მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილს - სავარაუდოდ, ის ლელოს გორგოსიალში მოხვდა. მართალია, მისი გამოყვანა დროულად მოახერხეს, მაგრამ იქვე მობილიზებულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თამაშში ჩართვა გადაწყვიტა.

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. ექსპერტიზის შედეგების გამოცხადებამდე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ლელოს მონაწილის გარდაცვალება" - განაცხადა გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მოისწრაფიშვილმა.

ამას გარდა, კვირას ლელოზე ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა არაერთი გამოძახება მიიღო, ორ მოთამაშეს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღმოაჩნდა, თუმცა ეს ამ სახალხო თამაშისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა...

მათე გურული ლანჩხუთიდან

დავით დათიაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
მარტვილში ჭაბურთაში ნახუნაოში ყოველწელიწადს აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაულს ოდიდგანვე თამაშობენ ლელოს.
დავით
ძალიან კარგი ტრადიციაა, ეგე მხოლოდ მეჩვენება, რომ დასახვეწია წესების მხრივ, ანუ როგორც რაგბი ჩამოყალიბდა ასეთივე თამაშიდან სპორტის სახეობად, ან ფეხბურთი, ალბათ დროა ამ თამაშების ორგანიზატორებმა ამაზე იზრუნონ.
chiko
,,ძველ ლელოს საქართველოში უკვე არსად თამაშობენ, შუხუთის გარდა,, რა სისულელეა. გადაამოწმეთ მაინც. მე სამტრედიელი ვარ და ყოველწელს ვთამაშობ ლელოს სამტრედიაში 6 მაისს გიორგობას სადაც სოფელი ილორი ხვდება ნაბაკევის და ხუნჯულაურის ნაკრებს. 66 წლისაა მამაჩემი და მისი თქმით მან არ იცის როდის დაიწყო ლელოს თამაში ილორში. ანუ სავარაუდოდ ოდითგანვე თამაშობდნენ. გარდა ამისა კულაშშიც თამაშობენ იქაური ნინუაკუთხე ეთამაშება ნაბაკევ-ხუნჯულაოურს. თუ არ იცი ნუ წერ. ამ ტრაგედიას რაც შეეხება, ძალიან სამწუხაროა. ტუ ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობს არ ღირს ლელოში შესვლა, დიდ ფიზიკურ დატვირთვებს მოითხოვს ეს თამაში
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
40 წლის ასაკში ბუნდესლიგაში - "შალკეს" ჯეკოს შენარჩუნება სურს
"შალკე" ბუნდესლიგაში დაბრუნდა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა