ლანჩხუთის "გურიას" დროებით ამ გუნდის ყოფილი მეკარე და ახალგაზრდული ნაკრების ექსთავკაცი გიგლა იმნაძე გაწვრთნის
"გურიის" მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია და მისი შტაბი გუნდიდან დაითხოვეს. ასე გადაწყვიტა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, რომელიც, ამავე დროს, კლუბის პრეზიდენტიც გახლავთ. მისი თქმით, კლუბი, რომლის ბიუჯეტიც 1,2 მილიონი ლარია, მაღალი ადგილებისთვის უნდა იბრძოდეს.

"ჩვენ ბოლო 5 მატჩიდან 4 წავაგეთ ("გურიამ" ბოლო ხუთი თამაშიდან 3 წააგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მოიგო - რედ.) და ქუთაისელებთან შეხვედრამდე მთავარი მწვრთნელი გავაფრთხილე, რომ წაგების შემთხვევაში გავათავისუფლებდი", - ამბობს ურუშაძე.

ლორიასთვის კი მისი დათხოვნის მიზეზი გაუგებარია:

"კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული. იქ არ არის პირობა, რომ "გურია" ევროთასებზე უნდა გამეყვანა.

გუნდში რომ მივედი, ამაზე ლაპარაკი იყო, მაგრამ გამგებელს ავუხსენი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მითხრა - მაშინ რაც შეიძლება მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთო. ასეც ვცდილობდით.

მაგრამ გემახსოვრებათ, მეორე წრეში საქართველოში მოსამზადებელ ეტაპზე მხოლოდ 3 გუნდი დარჩა და ერთ-ერთი - "გურია" იყო. რამდენიმე მოთამაშის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან თანხა დაგვიანებით მოგვცეს. ვერც მეკარე ნადირაძე, გურული და კვესიეშვილი დავიმატეთ. ასეთ პირობებში, სამეულში მოხვედრაზე ფიქრი უაზრობა იყო.

ჩემი გათავისუფლების საკითხი აქამდე ორჯერ დაისვა - პირველი წრისა და მარტვილის "მერანთან" წაგების შემდეგ. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წაგებას ელოდნენ. არადა, ერთადერთი გუნდი ვიყავით, რომელსაც აქამდე შინ არ წაეგო.

ჩვენს აღმასრულებელ დირექტორ ოთარ ჩხაიძეს ვკითხე, თუ რა გახდა გათავისუფლების საფუძველი და შესაბამისი გადაწყვეტილება წერილობით მოვითხოვე", - ამბობს ლორია.

გურულთა აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი რამდენიმე ფაქტს ამზეურებს:

"გამგებელმა ისიც თქვა, "დინამოს" მსგავსი პირობები გვაქვსო. შარშანდელივით ნამდვილად არ გვიჭირს და ეს მართლაც ურუშაძის დამსახურებაა, მაგრამ "დინამოსთან" შედარება სასაცილოა.

დღეს ითქვა, რომ "გურიაში" 161 კაცი მუშაობს და ესეც საინტერესოა. გარდა ამისა, არასწორი ინფორმაციაა, თითქოს, ჩვენი ბიუჯეტი 1,2 მილიონი ლარია. რეალურად, მილიონია, 700 ათასი კი უკვე დაიხარჯა, მაგრამ კლუბს დღემდე აქვს პირადად ჩემი დავალიანება".

დაბოლოს - დროებით, ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მეკარე და ახალგაზრდული ნაკრების ექსთავკაცი გიგლა იმნაძე გაწვრთნის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ლანჩხუთის "გურიის" ხმა ლევან კობიაშვილს... მაგრამ ხმა ჯერ არ არის
ხმა გვინდა, ხმა! კლუბები წევრობას ითხოვენ, მეტი სუბიექტი დემოკრატიის გარანტიაა
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელია
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
"გურიის" დირექტორი: ლეგიონერებს საღამომდე ველოდეთ, მაგრამ არ მოვიდნენ
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
ლანჩხუთის "გურია": კლუბში ირაკლი ვაშაკიძე იმუშავებს, გუნდს კი ჯერ გიგლა იმნაძე გაწვრთნის
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია" ვარლამ კილასონიას კანდიდატურას განიხილავს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?
დინამო (ბთ)-გურია 2:1 - ალავიძეა თუ სპაიდერმენი? [VIDEO]
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
მერაბ ჟორდანია დაბრუნდა - სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "გურიას" უხელმძღვანელებს
ლანჩხუთის "გურია": უკრაინელები, სპონსორები, აკადემია და ევროსაგზური!
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
"გურია": ბიუჯეტი მილიონამდე, ახალწვეულები ესპანეთიდან და ლატვიიდან