რეგულარული სეზონის ლაურეატები ნელ-ნელა ვლინდებიან
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2014-15 წლების რეგულარული სეზონის ლაურეატების გამოვლენა დაიწყო. ცნობილი გახდა ორი ტრადიციული პრიზის მფლობელი - საუკეთესო მეექვსე მოთამაშე და საუკეთესო მწვრთნელი.

საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ჯილდო სეზონის საუკეთესო რეზერვისტს გადაეცემა. ჩრდილოამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოკითხვის შედეგად ჯილდო მიაკუთვნეს "ტორონტო რეპტორზის" მცველს, ლუ უილიამსს, რომელმაც საშუალო 15.5 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა.

უილიამსმა 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყოველთვის სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა თამაშში. მისი საშუალო სათამაშო დრო იყო 25.2 წუთი. ლუ 18 მატჩში გახდა "ტორონტოს" საუკეთესო მექულე, გუნდი ლიდერი იყო საჯარიმოების რეალიზაციის პროცენტით (86.1) და კარიერის რეკორდი დაამყარა ზუსტი სამქულიანების რაოდენობით (152).

ლუ უილიამსმა მეათე სეზონი ჩაატარა ლიგაში და პირველი "ტორონტოს" შემადგენლობაში.

გამოკითხვის შედეგები

1. ლუ უილიამსი (ტორონტო) - 502; 2. აიზია ტომასი (ბოსტონი) - 324; 3. ჯამალ კროუფორდი (კლიპერსი) - 131; 4. ანდრე იგუოდალა (გოლდენ სტეიტი) - 100; 5. ტრისტან ტომპსონი (კლივლენდი) - 33; 6. ნიკოლა მიროტიჩი (ჩიკაგო) - 24; 7. მერის სპეიტსი (გოლდენ სტეიტი) - 20; 8. კორი ბრიუერი (ჰიუსტონი) - 12; 8. მანუ ჯინობილი (სან ანტონიო) - 12; 10. ტაჯ გიბსონი (ჩიკაგო) - 8; 11. აარონ ბრუქსი (ჩიკაგო) - 1; 11. კრის კამანი (პორტლენდი) - 1; 11. ენტონი მოროუ (ოკლაჰომა) - 1; 11. დენის შრიოდერი (ატლანტა) - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ