საკრებულოს სხდომაზე კლუბის დაფინანსებას ხმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა უმრავლესობამ არ მისცა
ზესტაფონური ორომტრიალი გრძელდება. ამ დროისთვის, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი მოხსნილია ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან, თუმცა ზესტაფონში ჯერაც არ კარგავენ იმედს, რომ მარგველები მიმდინარე სეზონს მაინც ჩაამთავრებენ, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა და მას, სავარაუდოდ, კიდევ მივუბრუნდებით...

მომხრე და წინააღმდეგი

მოგეხსენებათ, 21 აპრილს გაიმართა ზესტაფონის საკრებულოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეფინანსებინა ადგილობრივი კლუბი. ალბათ, ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინ იყო მომხრე და ვინ - წინააღმდეგი ყველასგან მიტოვებული კლუბის დაფინანსებისა.

"ზესტაფონის" დაფინანსებას ხმა მისცა ქალაქის საკრებულოს 13-მა დეპუტატმა. ვიცით მოწინააღმდეგეთა ვინაობაც. მათი სია "ზესტაფონის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ვფიქრობთ, ამ სიის გაცნობა ჩვენი გაზეთის მკითხველისათვის უინტერესო არ უნდა იყოს.

მოკლედ, "ზესტაფონის" დაფინანსებას ხმა მისცეს:

1. ზაზა გოცაძე

2. კახა გეწაძე

3. ბესიკ ღიბრაძე

4. ზაალ ფერაძე

5. ოლეგ ჭანკოტაძე

6. ნუგზარ ფერაძე

7. მაია ჩხეიძე

8. ვარლამ სირდაძე

9. გელა სხილაძე

10. იმედა ბებიაშვილი

11. კობა გოჩელეიშვილი

12. ზურაბ გეწაძე

13. სერგო ფუტკარაძე

მხარი არ დაუჭირეს:

1. დავით მაღრაძე

2. კახა შავგულიძე

3. ლევან ურიადმყოფელი

4. ლაშა საყვარელიძე

5. გივი თუთბერიძე

6. ჯიმშერ მახათაძე

7. ელენე წაქაძე

8. რობერტ მახათაძე

9. მამუკა კურტანიძე

10. იგორ ბერაძე

11. ამირან ბახტიძე

12. გალაქტიონ ვარდოსანიძე

13. რომან ჯუღელი

14. მანანა ცქიტიშვილი

15. გოჩა მაჭავარიანი

16. ირაკლი კვეტენაძე

17 თორნიკე კახნიაშვილი

ზესტაფონის დეპუტატი პარლამენტში შალვა კიკნაველიძე შესაბამის ორგანოებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გადარჩენის თხოვნით მიმართავს. მკითხველს ვთავაზობთ დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"ყველას მოგეხსენებათ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება და დღეს გუნდის არსებობა-არარსებობის საკითხი დგას.

ადგილობრივ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სამართლებრივი რესურსი, ბაზა და უფლებამოსილება არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ზესტაფონელები, შესაძლოა, საფეხბურთო გუნდის გარეშე დარჩნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ სხვა რეალურ ალტერნატივას ამ ეტაპზე ვეღარ ვხედავ, როგორც ერთმა რიგითმა ზესტაფონელმა, რიგითმა მოქალაქემ, თხოვნით მინდა მივმართო ცენტრალურ ხელისუფლებას, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას, გამოიჩინონ კეთილი ნება გუნდის მომავლის გადასარჩენად.

მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ხელეწიფება და ვისი ვალდებულებაცაა ფეხბურთის გადარჩენა, გამოვძებნოთ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა ფეხბურთი შევუნარჩუნოთ ქალაქს".

ახალგაზრდა დეპუტატის სურვილი და მისწრაფება მისასალმებელია, მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა - დაგვიანებული ხომ არ არის?! მით უმეტეს, საკრებულოს სხდომაზე კლუბის დაფინანსებას ხმა "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა უმრავლესობამ არ მისცა.

ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიცია არ დაუფიქსირებია პარლამენტში ზესტაფონის მეორე რჩეულს - გოგი ქავთარაძეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1234
17 indauri gvyavs sakrebuloshi ran gveshveleba xaalxooooooooo
DATO
ქავთარაძეს რა ჯანდაბა უნდა პარლამენტში, რამ აგარჩევიათ დეპუტატათ .... და არაფრის მაქნისი. ის 17 დამპალს ნეტა რა უნდა.
თენგო
ფედერაციასთან რა გინდათ,სიას გადახედეთ,30 კაციდან 17 კაცი გუნდის დაფინანსების წინაამღდეგია.ამ ხალხს ფეხბურთი არ უყვართ.ფეხბურთის სიყვარული და გუნდის სიყვარული ლანჩხუთლებისგან უნდა ისწავლოთ.არცერთი გამგებელი არ მოსულა და ვერც მოვა ლანჩხუთში ვისაც ფეხბურთი არ უყვართ.ოზურგეთში კი ფეხბურთში ყველა პროფესორია ,მაგრამფეხბურთისთვის არაფერს არ აკეთებენ.თუ აკეთებენ უთავოდ.
l-a-d-o
ერტმანეტის გატანა რო. ვიცოდეტ ქარტველებმა საერტოდ ქარტულ ფეხბურტსჰი რაც ხდება მაგის გამო წესიტ ადგებოდნენ კლუბების პრეზიდენტები დ. სჰეუტევდნენ ერტად ფედერაციას მაგრამ. ყველა ტავის .... ზრუნავს დ. მაგის ბრალია ყველაფერი. აბა გადახედეტ ბოლო ატი წლის განმავლობასჰი ვინ იტამასჰა ყველაზე კარგი ლამაზი და სწორი ფეხბურტი.. უნამუსობაა ამ გუნდის დასჰლა
goreli
გორის"დილას" რას ერჩით,ვერ გამიგია,კოკაიამ და თქვენმა საკრებულომ არ მოგცათ დაფინანსება კლუბ "ზესტაფონისთვის" და მიტომ იშლება გუნდი/ფეხბურთელების დადანაშაულება არ შეიძლება,მშიერი როგორ ითამაშებს ფეხბურთს?მათ უკან ხომ ოჯახებია/. ძალიან საწყენია ასეთი წარმატებული გუნდის დაშლა და კატასტროფა ქართული ფეხბურთისთვის. ვუსურვებ"ზესტას" კვლავ აღორძინებას და დიდ წარმატებებს.
კახეთი
მგონი დომენტას ძირავენ! :)
georgiano
ეს 17 ადამიანი(არაადამიანი) არიან მოღალატეები. არამარტო კლუბის, არამედ მთელი ქალაქის, რამეთუ ზესტაფონში მცხოვრები ხალხის გასართობი და იმედი იყო საფეხბურთო კლუბი. ამ 17 კაცმა(არაკაცმა) სათანადო პასუხი უნდა მიიღოს ხალხისგან, რომელმა ხალხმაც აირჩია ისინი საკრებულოში.
kakaurizes
კაკაურიძე მოაშორეთ ზესტაფონს და Yველაფერი კარგად იკნება:) მიდი ალეკო ეხლა ებრზოლე ქეცბას ...
domenti
ამას კუდიანებზე ნადირობა ქვია.
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონის" გადასარჩენად დაგეგმილი შეხვედრა თბილისში დღეს გაიმართება
ილია კოკაიასა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა გადაიდო
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
შეთანხმება მიღწეულია: "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე