რვა მოგება და ერთი ფრე - ასეთი შედეგით დაასრულეს ჩვენმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი, მოაგროვეს 17 ქულა და ჩემპიონობა მოიპოვეს
ფოტოზე: მერი არაბიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია

ტრიუმფი! მხოლოდ ასე შეიძლება შევაფასოთ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა გამოსვლა ჩინურ ჩენგდუში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე. რვა მოგება და ერთი ფრე - ასეთი შედეგით დაასრულეს ჩვენმა დიდოსტატმა მანდილოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი, მოაგროვეს 17 ქულა და ჩემპიონობა მოიპოვეს.

მსგავსი შეჯიბრება მეხუთედ გაიმართა. სამჯერ (2007, 2009, 2011 წ.წ.) ოქროს მედლები ჩინელებმა მოიპოვეს, შარშანწინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე უკრაინელები ავიდნენ. საქართველოს ქალთა ნაკრები სამჯერ მეოთხე იყო, 2011 წელს თურქულ მარდინში კი ბრინჯაო დაისაკუთრა (მაშინ ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას იცავდნენ ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია, კაპიტანი ნინო გურიელი).

და აი, მეხუთე ცდა წარმატებული გამოდგა. ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, სალომე მელიამ, მერი არაბიძემ და ნინო ბაციაშვილმა (კაპიტანი დავით ჯოჯუა, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) მეტოქეებს წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დაუტოვეს: პირველ ტურში რუსეთის ნაკრებს დაუზავდნენ - 2:2, შემდეგ კი ზედიზედ დაამარცხეს ეგვიპტე - 4:0, პოლონეთი - 2,5:1,5, ყაზახეთი - 3:1, უკრაინა - 2,5:1,5, აშშ - 3:1, ინდოეთი - 2,5:1,5, სომხეთი - 3:1, ჩინეთი - 2,5:1,5 (ყაიმზე შეთანხმდნენ: თან ჟონი-ბელა ხოტენაშვილი, თინჯი ლეი-ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია-დინ ისინი; მერი არაბიძემ თეთრებით შენ იანის დამარცხებით ნაკრებს მომგებიანი ქულა მოუტანა. ლელა ჯავახიშვილი ისვენებდა).

მე-9 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი-აშშ 3,5:0,5, სომხეთი-ინდოეთი 1:3, ეგვიპტე-უკრაინა 0,5:3,5, პოლონეთი-ყაზახეთი 2:2.

საბოლოო შედეგები

საქართველო-17 (საერთო მონაგარი: ბელა ხოტენაშვილი-7,5 ქულა (9 შეხვედრიდან), ლელა ჯავახიშვილი-4 (8), მერი არაბიძე -6 (7), ნინო ბაციაშვილი-4,5 (7), სალომე მელია-3 (5), სულ-25 ქულა), 2. რუსეთი-15 (25; ვერცხლის მედალი მეოთხედ მოიპოვა), 3. ჩინეთი-11 (22), 4. ინდოეთი-10 (22), 5. უკრაინა-10 (20), 6. ყაზახეთი-9 (16,5), 7. სომხეთი-7 (16), 8. პოლონეთი-6 (15,5), 9. აშშ-5 (13), 10. ეგვიპტე-0 (4) ქულა.

საპრიზო ადგილები დაფების მიხედვით

I დაფა. 1. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო), 2. ვალენტინა გუნინა (რუსეთი), 3. ჰამპი კონერუ (ინდოეთი).

II დაფა. 1. ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი), 2. ჰარიკა დრონავლი (ინდოეთი), 3. მარია მუზიჩუკი (უკრაინა), 6. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო).

III დაფა. 1. მერი არაბიძე (საქართველო), 2. ნატალია პოგონინა (რუსეთი), 3. შენ იანი (ჩინეთი).

IV დაფა. 1. თინჯი ლეი (ჩინეთი), 2. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი), 3. ნინო ბაციაშვილი (საქართველო).

V დაფა. 1. ოლგა გირია (რუსეთი), 2. დინ ისინი (ჩინეთი), 3. სალომე მელია (საქართველო).

საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა:

"ჩინეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკეებმა დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში უძლიერესები არიან. ვულოცავ ნაკრების თითოეულ წევრს, მწვრთნელებს, ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში. ქართველები ყოველთვის განებივრებულები ვიყავით ჩვენი მოჭადრაკე ქალების წარმატებებით. გულშემატკივრები რამდენიმე წელი ელოდნენ ამ დიდ გამარჯვებას. საამაყოა, რომ ახალმა თაობამ მსოფლიო საჭადრაკო ასპარეზზე ღირსეული ადგილი დაიბრუნა. გულითადად ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ".

მაია ჩიბურდანიძე, ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი:

"ძალიან გაგვახარეს ჩვენმა გოგონებმა. 2008 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მოგების შემდეგ მოჭადრაკეებს გუნდურ შეჯიბრებებში ოქროს მედალი არ მოგვიპოვებია. ამიტომ გულისყურით ვადევნებდი თვალს ჩვენი დიდოსტატების თითოეულ პარტიას.

ცხრიდან რვა შეხვედრის მოგება და ერთი ფრე მართლაც უნიკალური შედეგია, მით უმეტეს, რომ გუნდში ობიექტური მიზეზით არ თამაშობდა ნანა ძაგნიძე.

ეს წარმატება მინდა მივულოცო ნაკრების თითოეულ წევრს - ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, მერი არაბიძეს, სალომე მელიას, ნინო ბაციაშვილს, კაპიტან დავით ჯოჯუას, ნაკრების მთავარ მწვრთნელ ელიზბარ უბილავას, რომელმაც გუნდის მოსამზადებლად ძალა და გამოცდილება არ დაიშურა, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და მის თავკაც გია გიორგაძეს.

სასიამოვნოა, როცა გარჯა გიფასდება. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ჩინურმა ბატალიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ჭადრაკი ამგვარ დაფასებას იმსახურებს..."

საერთო სიხარულს ჩვენც ვუერთდებით და ქართველ დიდოსტატ ქალბატონებს ოლიმპზე ასვლას ვულოცავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
ბატონო ვაჟა მარჯი რას ნიშნავს
nikola
დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის გოგონებო,გილოცავთ და გისურვებთ მომავალ დიდ გამარჯვებებს!!!!
ფერნანდო
გაიხარეთ გოგოებო!
jumber
მთელ საქართველოს ნაკრებს ვულოცავ.განსაკუთრებით ჩემს თანაქალაქელებს ბათუმელებს სალომესა და ნინოს.
ლუკა
გაიხარეთ გოგოებო! ღირსეული ქართველები ხართ, თქვენ ხართ საუკეთესო სპორტსმენები და ადამიანები. სულ წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ!
Миша
Ты мат поставишь королю, Тебе я в этом узнаю. Без шахмат ты и дня не можешь. Тебе игра всего дороже. Пошлю тебе я поздравок Чтоб преподал ты всем урок. Как на турнирах побеждать, У всех победу отбирать.
asgo
თქვენ გაიხარეთ!
Tato
ერთი ვიდეო არაა არსად ან დაჯილდევება ანახეთ ერთი კამერით ვერ გააყოლეთ ტელევიზია? თქვენი.....
irakli
ძალიან კარგები, ჭკვიანები და ლამაზები ხართ. ასე გააგრძელეთ!
DAVIT KAPANADZE
გაუმარჯოს ჭკვიან ქართველ ქალებს,ასეთი ქალები შვილებსაც ჭკვიანებს გაზრდიან.მხოლოდ ხაჭაპურის ცხობა არ ნიშნავს კარგ ქალობას
შაკო
გენაცვალეთ გოგოებოოო
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
მერი არაბიძე ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა
მერი არაბიძე საქართველოს ჩემპიონი გახდა
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ნინო ბაციაშვილს ფიდეს უახლოეს კონგრესზე ვაჟთა დიდოსტატის წოდებას მიანიჭებენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა
ნინო ბაციაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს იწყება
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება
ბებერი კონტინენტის თერთმეტი დედოფალი - ბათუმიდან ბელგრადამდე
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე