აღმოსავლეთში მასპინძლებმა გაილაღეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში პირველი მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდა. "გოლდენ სტეიტს", რომელმაც დაახლოებით ერთი კვირის წინ "მშრალი" ანგარიშით დახურა სერია "ნიუ ორლეანთან", მეტოქედ "მემფისი" ერგო.

"პორტლენდზე" გუშინდელ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ორეგონელთა მთავარი ვარსკვლავის, ლამარკუს ოლდრიჯის წინააღმდეგ დაცვა. მატჩიდან მატჩამდე ფორვარდის შედეგიანობა მცირდებოდა: 32 ქულა, 24, 21, 18... მეხუთე მატჩში ეს მაჩვენებელი 14 ქულამდე (თამაშიდან - 5/18) დაეცა, რაც ზაკ რენდოლფის დამსახურებაა.

გუშინ "ბლეიზერსს" ვერ უშველა მეტოქის რიგებში მაიკ კონლის არყოფნამ, აგრეთვე, სი ჯეი მაკალუმის 33-მა ქულამ. "პორტლენდი" XXI საუკუნეში მერვედ გავიდა პლეი ოფში და მეშვიდედ დამარცხდა პირველივე რაუნდში.

"მემფისი" კი მეოთხედფინალშია და წესით, სერიოზული ბრძოლა უნდა გაუმართოს "გოლდენ სტეიტს". რეგულარულ ჩემპიონატში ეს გუნდები სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და "დათვებმა" ერთხელ მოუგეს "მეომრებს". გარდა ამისა, "მემფისის" მხარეს არის გამოცდილება. რად ღირს თუნდაც ვინს კარტერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯერ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

მემფისი-პორტლენდი 99:93

20:20, 26:19, 22:27, 31:27

მ: მ. გასოლი (26+14 მოხსნა), ლი (20), რენდოლფი (16+8 მოხსნა), გრინი (10+7 მოხსნა).

პ: მაკალუმი (33), ლილარდი (22+6 მოხსნა), ოლდრიჯი (14+9 მოხსნა), ბატუმი (6+10 მოხსნა+7 პასი).

სერია: 4-1 (100:86, 97:82, 115:109, 92:99)

აღმოსავლეთის პირველ და მერვე გუნდებს შორის სერიაში ჯერჯერობით მასპინძლები იგებენ. "ატლანტას" უჭირს ფავორიტის სტატუსის დამტკიცება: სამი საშინაო მატჩი ჯამში 22 ქულის სხვაობით მოიგო.

"ჰოქსმა" დამაჯერებლად დაიწყო პირველი მეოთხედი, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა მეორე 12-წუთეულში შვიდ ქულამდე დავიდა. ეს ალან ანდერსონის დამსახურებაა, რომელმაც 14 ქულა დააგროვა, "ატლანტამ" კი ტყორცნების მხოლოდ 31 პროცენტი გამოიყენა.

თუმცა მესამე მეოთხედში გამოცოცხლდა კაილ კორვერი, რომელმაც ოთხიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. მასპინძლებმა ორნიშნა უპირატესობას მიაღწიეს და ის მეოთხედის ბოლომდე შეინარჩუნეს, მაგრამ "ატლანტამ" მაინც ვერ მოახერხა კომფორტულად მოგება. ჯარეტ ჯეკმა, ბოიან ბოგდანოვიჩმა და ჯო ჯონსონმა ბოლო 12-წუთეული 9:0 გაქცევით დაიწყეს. გაჩაღდა მჭიდრო თამაში.

სირენამდე ორი წუთით ადრე ჯონსონმა ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა ორ ქულამდე დავიდა. და აქ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ჯეფ ტიგმა, რომელმაც მესამე მეოთხედში ფეხის ტრავმა მიიღო, მაგრამ დაბრუნდა მოედანზე. მისი წყალობით, "ატლანტამ" მატჩი 10:2 სპურტით დაასრულა.

ატლანტა-ბრუკლინი 107:97

33:16, 20:28, 29:26, 25:27

ა: კეროლი (24+7 მოხსნა), ჰორფორდი (20+15 მოხსნა+5 პასი), ტიგი (20+8 პასი+3 ჩაჭრა), კორვერი (17+5 მოხსნა), მილსეპი (10+6 მოხსნა).

ბ: ანდერსონი (23+7 მოხსნა), ჯონსონი (18+9 მოხსნა), ჯეკი (18+6 პასი), ლოპესი (15+3 დაფარება), იანგი (11).

სერია: 3-2 (99:92, 96:91, 83:91, 115:120 - ო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] კვერნაძე ჩინებულ ფორმაშია - ისევ გაიტანა
პსჟ-ს ყოფილი ფეხბურთელი სეგუნდა დივიზიონის გუნდში გადავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
[VIDEOS] შოუ მთავარი სანახაობის წინ - 2026 წლის All-Star-ის შედეგები
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
რამაზ სვანაძე თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
[VIDEO] ზურიკოს დუბლი ხუთწუთიან ინტერვალში
კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" დამარცხდა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "პრესტონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] არაფერი განსაკუთრებული - "ბაიერნმა" ბრემენში გაისეირნა
[VIDEO] იუბილარ გოჩოლეიშვილის საგოლე პასი - "ჰამბურგმა" "უნიონს" მოუგო
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ლუის ენრიკემ ზაბარნი დუბლებში უნდა გაუშვას" - საფეხბურთო მიმოხილველი
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
ჯიბეზე ყველაზე მეტად ხელი "ჩელსიში" გაიკრეს - რომელმა ათმა გუნდმა დახარჯა ყველაზე მეტი ფული ბოლო 5 წელში ტრანსფერებში
რომელ თანაგუნდელზე მიანიშნებს დემბელე? - "რენთან" მარცხის შემდეგ, ფრანგმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ეს ძირითადში შევალიეს დააბრუნებს? - საფონოვმა პსჟ-ში თავისი ანტი-რეკორდი დაამყარა
აკრძალვა სამ სატრანსფერო ფანჯარაზე - "ბილბაო" ახალ ფეხბურთელებს ვერ დაიმატებს