"ქორებმა" ანგარიში გაათანაბრეს
პირველად მიმდინარე პლეი ოფში, "ვაშინგტონმა" საკუთარ მოედანზე წააგო. "ატლანტამ", როგორც იქნა, აჩვენა ის თამაში, რომელმაც მას რეგულარულ ჩემპიონატში აღმოსავლეთის ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.

ათამაშდა ჯეფ ტიგი, რომელსაც თავიდან ტყორცნა არ წაუვიდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში გამთამაშებელი ზუსტად აკონტროლებდა თავისი გუნდის შეტევას. გარდა ამისა, სწორედ მან ჩააგდო მნიშვნელოვანი სამქულიანი სირენამდე წუთნახევრით ადრე, რის შემდეგაც "ჰოქსის" უპირატესობა შვიდ ქულამდე გაიზარდა.

ტიგმა და დენის შრიოდერმა ჯამში 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულეს. გარდა ამისა, გამოჯანმრთელებული პოლ მილსეპის ანგარიშზე 6 შედეგიანი პასი მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ბუდენჰოლცერის შეგირდებს ამ სერიაში შორეული ტყორცნები არ მისდით, მათ თავიდანვე აქცენტი სამწამიანიდან შეტევაზე გააკეთეს. დედაქალაქურ კლუბს აშკარად გამოეპარა ეს ინიციატივა. ორმა სასტარტო სამქულიანმა პოლ პირსისგან და რამონ სეშენსისგან დაარწმუნა მასპინძელი გუნდი, რომ შორეული ტყორცნებით გაუსწორდებოდა მეტოქეს.

პირველ მეოთხედში მასპინძლებმა სამწამიანიდან მხოლოდ ორი ქულა დააგროვეს, სტუმრებმა - 18. "ჰოქსი" შესანიშნავად ათამაშებდა ბურთს და შეტევაში, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშე იყო ჩართული. საბოლოოდ - საწყის მეოთხედში რეალიზაციის 59 პროცენტი და 10 შედეგიანი გადაცემა. "ვაშინგტონი" დროის ამ მონაკვეთში განადგურებას ცხრიდან ექვსი სამქულიანის ჩაგდებამ გადაარჩინა.

"ატლანტამ" თამაშიდან ანალოგიური სიზუსტე აჩვენა მეორე მეოთხედშიც, თუმცა, ამჯერად, უფრო მრავალფეროვნად მოქმედებდა შეტევაში. სტუმრებმა სამქულიანების შესრულებაც სცადეს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თამაშის ტემპი არ ვარდებოდა და "ჰოქსის" ანგარიშზე ისევ 10 შედეგიანი პასი იყო. მეოთხედის შუაში სტუმრებმა 12:4 გაქცევა მოაწყვეს და მატჩში ყველაზე დიდი - 14-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს.

დიდი შესვენების შემდეგ მკვეთრად შემცირდა რეალიზაციის პროცენტი. ვერც ერთმა გუნდმა ვერ გადალახა 40-პროცენტიანი ნიშნული. თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ "ვაშინგტონმა" თამაშში გარდატეხის შეტანის შანსი მიიღო - მეორე ტაიმი გუნდმა 9:0 გაქცევით დაიწყო, მაგრამ ჯეფ ტიგმა და პერო ანტიჩმა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს თავიანთ გუნდს კომფორტული 8-10-ქულიანი უპირატესობა, რომელიც მეოთხედის ბოლომდე შენარჩუნდა.

პოლ პირსი აგრძელებდა თითქმის იდეალური სიზუსტის ჩვენებას, მაგრამ მესამე მეოთხედში მიზანი გაუფუჭდათ რამონ სეშენსსა და ბრედლი ბილს - 3/12. თუ ბილმა ბოლო 12-წუთეულში შეძლო რეაბილიტაცია და 13 ქულა დააგროვა, სეშენსმა აშკარად წააგო დუელი ტიგთან. ამ უკანასკნელმა ბოლო მეოთხედში 10 ქულა მიითვალა.

დედაქალაქურმა კლუბმა მაინც მოახერხა მეტოქესთან ჯერ ოთხ და შემდეგ სამ ქულამდე მიახლოება, მაგრამ პირველ ჯერზე დარბაზი ტიგმა დააწყნარა ზუსტი სამქულიანით, სულ ბოლოს კი პირსს შეეძლო, ზედიზედ მეორე მატჩში გამხდარიყო გმირი, მაგრამ იოლი სამქულიანი ააცილა მიზანს. სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მეხუთე შეხვედრა ატლანტაში გაიმართება.

ვაშინგტონი-ატლანტა 101:106

26:29, 29:36, 20:20, 26:21

ვ: ბილი (34+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), პირსი (22+5 მოხსნა+3 დაფარება), სეშენსი (13+5 პასი), ნენე (12+7 მოხსნა), ბაინუმი (10).

ა: ტიგი (26+8 პასი), მილსეპი (19+6 პასი), ჰორფორდი (18+10 მოხსნა), შრიოდერი (14+8 პასი).

სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ევროპა ლიგის ნახევარფინალში ორი ინგლისური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEO] სეზონის საუკეთესო მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" ისევ მოუგო და 1/2-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
[VIDEO] ფრე ლონდონში - "არსენალმა" "სპორტინგის" ბარიერი გადალახა
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ცნობილია - ის ალონსო არ არის
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენი ესპანურ გრანდში? - ნიგერიელის მიმართ ინტერესი სერიოზულია
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს