ამ სეზონში იტალიური ფონტანას "ფრანკავილაში" 17 წლის გამთამაშებელი ლევან გოგალაძე ჩაირიცხა
აპენინებზე ქართული დესანტი წლიდან წლამდე იზრდება. ამ სეზონში იტალიური ფონტანას "ფრანკავილაში" ჩაირიცხა 17 წლის გამთამაშებელი ლევან გოგალაძე, რომელიც 2013 წელს საქართელოს კადეტთა ნაკრების ღირსებას იცავდა, წლეულს კი 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში უწევს.

ლევანის უკეთ გაცნობის მიზნით მის ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მკითხველს, ალბათ, აინტერესებს, როგორ მოხვდა იგი "ფონტანაში".

- იტალიელებს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებშიც ჰქონდათ ჩემი თამაში ნანახი და შარშან NBA-ს კემპზეც მნახეს. ეს სეზონი "არმიაში" დავიწყე, 18-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი, თუმცა მალევე მომიწია გუნდის დატოვება და იტალიაში ჩასვლა. 19-წლამდელებშიც ვვარჯიშობ და სერია B-ს გუნდშიც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო 19-წლამდელებში მხოლოდ ორი მატჩი ჩავატარე.

- რა მიზეზით?

- ძალიან დაგვიანდა საბუთების მოწესრიგება. იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშის უფლება რომ მივიღე, რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაღა იყო დარჩენილი.

- სერია B-ში არ თამაშობდი?

- ამ ლიგაში ლეგიონერებს თამაშის უფლება არ ჰქონდათ. მომავალი სეზონიდან იტალიის ჩემპიონატების სტრუქტურა იცვლება და შეზღუდვა მოიხსნება.

- 19-წლამდელთა შორის ორი მატჩი როგორ ჩაატარე?

- პირველში 25 ქულა და 6 პასი მქონდა, მეორეში - 22 ქულა. ორივე შემთხვევაში იოლად მოვიგეთ, თუმცა მანამდე ვერ მოვაგროვეთ ქულების ის რაოდენობა, მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის რომ გვეყოფოდა.

- იტალიურ ვარჯიშებს როგორ შეეგუე?

- კმაყოფილი ვარ, ბევრს ვვარჯიშობ.

- ყველაზე მეტად რა კომპონენტში გჭირდება ვარჯიში და რა მიგაჩნია შენს პლუსად?

- დაცვაზე ბევრი სამუშაო მაქვს. ეს იტალიაში წასვლამდეც ვიცოდი. ამასთან, ბევრს ვვარჯიშობ ფიზმომზადებაზე და შედეგსაც ვხედავ.

- საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში შარშან ვერ ითამაშე...

- შარშან ცუდი სეზონი მქონდა, ჯერ ტრავმის გამო გარკვეული დრო გამიცდა, შემდეგ ჩემი უაზრო შეცდომის გამო დავისაჯე - ჩხუბის შემდეგ დისკვალიფიკაცია მივიღე. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. იმედი მაქვს, წლეულს გამომიძახებენ და 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად B დივიზიონში წარმატებით ვიასპარეზებ.

- მკითხველს მოუყევი, როდის დაიწყე კალათბურთის თამაში და ვისი ხელმძღვანელობით...

- კალათბურთს მამაჩემიც თამაშობდა. ვარჯიში ნინო ყიფშიძესა და ზვიად დიდბარიძესთან დავიწყე, 7 წლისა ვიყავი. მავარჯიშებდა ასევე ვასილ ბერეკაშვილი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ კალათბურთელად აღზრდაში, თუმცა ისიც მესმის, რომ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო. შემდეგ იყო "შსს აკადემია", სადაც გიორგი ნიკოლაძესა და არჩილ ჟღენტთან ვმუშაობდი. 16-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. არ დამავიწყდება დღე, როცა ბერძენმა მწვრთნელმა გიორგიოს კეცელიდისმა სუპერლიგაში მათამაშა. აქვე მინდა აღვნიშნო ლევან მიქაბერიძის წვლილი ჩემ იტალიაში მოხვედრაში. იგი სერბ აგენტთან ერთად ჩემი სახელით ელაპარაკებოდა იტალიური კლუბის წარმომადგენლებს.

- ბოლოს ისევ ფონტანაზე გკითხავ. როგორი ქალაქია?

- იტალიის სამხრეთში მდებარეობს, პატარა, მყუდრო დასახლებაა უამრავი ეკლესია-მონასტრითა და ციხესიმაგრით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციცკა
გენაცვალე ჩემო საამაყო ბიჭო
nba
yvelaze gijia levana davai shentan vart mteli xashuri.
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!
სამწუხარო ამბავი - შენგელიას თანაგუნდელს სიმსივნე აღმოაჩნდა
საკლუბო მუნდიალზე "ჩელსიმ" "ბენფიკა" 4:1 დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ულსანი" დატოვა
მამუკელაშვილმა შეიძლება NBA დატოვოს - მას ევროგრანდი იწვევს
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი - იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ოსიმენი "ნაპოლის" პრობლემაა - შეიძლება ერთი წელი უქმობა მოუწიოს
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
დირკ კუიტმა ნიდერლანდური გუნდი ჩაიბარა
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ - რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
"მილანმა" ტრანსფერი შეათანხმა - "როსონერიმ" "ტორინოს" კაპიტანი შეიძინა
ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა - კიმი პრემიერ ლიგას უახლოვდება
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
საბოლოო პასუხისთვის 10 დღე ითხოვა - წიტაიშვილს ბულგარული ვარიანტი კვლავ აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
"ლივერპულმა" ალისონისა და მამარდაშვილისთვის დუბლიორი დაიმატა
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
"სპაერმა" "ტორპედო" დაამარცხა და სუპერთასის ფინალში ითამაშებს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს