"გოლდენ სტეიტი" გადაიღალა
მაიკ კონლის დაბრუნებამ ძალიან დადებითად იმოქმედა "მემფისის" თამაშზე. გუნდმა, რომელმაც ორი დღის წინ არ იცოდა, როგორ ემოქმედა დაცვასა და შეტევაში, სეზონში მესამე მარცხი აგემა შინ რეგულარულის ჩემპიონ "გოლდენ სტეიტს".

სტუმრებმა სტარტიდანვე ბურთი კონლის გადაულოცეს. გამთამაშებელმა სწრაფი იერიშების ორგანიზება დაიწყო და თავად პირველი 14 ქულიდან ცხრა თავის ანგარიშზე მიითვალა. იმის გამო, რომ ჯერ სრული დატვირთვით თამაში არ შეუძლია, კონლი ექვსნახევარი წუთის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, მეოთხედის ბოლოს კი მარკ გასოლმა და ზაკ რენდოლფმა მიიღეს ორ-ორი პერსონალური და ასევე შეეზღუდათ სათამაშო დრო. შედეგად, პირველი მეოთხედი ერთადერთი იყო მატჩში, როცა "მეომრებმა" წინ გასვლა შეძლეს.

სტივ კერის შეგირდების მთავარი პრობლემა შეცდომები (17 პირველ სამ მეოთხედში და 20 - მატჩში) და შორეული ტყორცნების რეალიზაცია (23-პროცენტიანი სიზუსტე) გახდა. ორივე ფაქტორი "დათვების" დაცვის დამსახურებაა. ის სტეფ კარისა და კომპანიას საშუალებას არ აძლევდა, იოლი გადაცემები შეესრულებინათ ფარქვეშ - სტუმრებმა ჯამში 13 ჩაჭრა დააგროვეს და ყოველ ასეთ წარმატებას დაცვაში კარგი კონტრშეტევა მოსდევდა. საბოლოოდ, "მემფისმა" სწრაფი შეტევებით უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე "უორიორზმა", რითაც რეგულარულში ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა.

მეორე მეოთხედის დასკვნითი ნაწილი ბოლო მონაკვეთი იყო მატჩში, რომელშიც "გოლდენ სტეიტი" მაქსიმალურად მიუახლოვდა მეტოქეს, მაგრამ იორგერის შეგირდებმა 9:0 სპურტით დაასრულეს მეოთხედი და ამის შემდეგ ახლოს არ გაიკარეს ფავორიტი. ჩააგდო მესამე მეოთხედი კლეი ტომპსონმა, რომელმაც რვიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო, ჩატენვისას შეცდა და იოლი ლეი-აპი ვერ მოათავსა კალათში.

მეოთხე 12-წუთეულში "მეომრებმა" რამდენჯერმე შეძლეს სხვაობის შვიდ ქულამდე შემცირება, მაგრამ "გრიზლისი" მაშინვე ახერხებდა მეტოქისთვის პასუხის გაცემას. რაც ყველაზე მთავარია, "მემფისი" სისწრაფის ხარჯზე ჯობნიდა მოწინააღმდეგეს, რასაც ამ ნელი გუნდისგან ვერავინ წარმოიდგენდა. საინტერესოა, როგორ მოაგვარებს წარმოქმნილ პრობლემას მომდევნო მატჩებში "გოლდენ სტეიტის" სამწვრთნელო შტაბი.

"უორიორზმა", "ვაშინგტონის" მსგავსად, პირველი მატჩი წააგო პლეი ოფში.

გ. სტეიტი-მემფისი 90:97

22:28, 17:22, 24:23, 27:24

გ-ს: კარი (19+6 პასი+5 მოხსნა), გრინი (14+12 მოხსნა), ბარბოზა (14), ტომპსონი (13), ბარნსი (11), ბოგუტი (8+12 მოხსნა).

მ: კონლი (22), რენდოლფი (20+7 მოხსნა), გასოლი (15+6 მოხსნა), ლი (15).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კანადაში იუბილე ჩაიშალა
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
"მემფის გრიზლი" მაიკ კონლის NBA-ს ისტორიაში უმსხვილეს კონტრაქტს გაუფორმებს
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი