მისი მაისურები ყველაზე კარგად იყიდება, იგი სკოლაშიც დააფასეს
"გოლდენ სტეიტის" ლიდერის სტეფან კარის მაისურები ყველაზე გაყიდვადია NBA-ის ოფიციალურ ინტერნეტ-მაღაზიაში.

პოპულარობით მეორე ადგილზეა "კლივლენდის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო სამეულს ასრულებს კარის თანაგუნდელი კევინ დურანტი.

პოპულარული მაისურების TOP10:

1. სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი)

2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)

3. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი)

4. კაირი ირვინგი (კლივლენდი)

5. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)

6. დუეინ უეიდი (ჩიკაგო)

7. კრისტაპს პორზინგისი (ნიუ იორკი)

8. კავაი ლენარდი (სან ანტონიო)

9. ჯიმი ბატლერი (ჩიკაგო)

10. დერიკ როუზი (ნიუ იორკი)

ამასობაში, ქალაქ შარლოტის ქრისტიანულმა სკოლამ ორი დღის წინ გამართა ცერემონია, რომლის დროსაც ხმარებიდან ამოიღო სკოლის საკალათბურთო გუნდის 20-ნომრიანი მაისურა, რომლითაც სტივენ კარი თამაშობდა.

"გოლდენ სტეიტს" გუშინ უნდა ჩაეტარებინა შეხვედრა შარლოტში. და კარის მშობლიურმა სკოლამ ცერემონიის გამართვა "უორიორზის" ვიზიტს დაამთხვია, რათა მოთამაშე თავად დასწრებოდა საკუთარ აღიარებას.

ამით კარის ზეიმი არ დასრულებულა. იმავე დღეს, დევიდსონის უნივერსიტეტში, სადაც სტივენი სტუდენტობისას თამაშობდა, სპორტული დარბაზის ერთ-ერთ ტრიბუნას "გოლდენ სტეიტის" ლიდერის სახელი მიანიჭეს. ამ უნივერსიტეტში კარის ნომერს ვერ უკვდავყოფენ, რადგან კალათბურთელმა სასწავლებელი ისე დატოვა, რომ დიპლომი არ აუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
ბრუნო გიმარაეში "არსენალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა - "მეთოფეები" მეორე წინადადებას ამზადებენ
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
7-ქალა | მოლდოვაში ორიდან ორი
ბელგიამ ახალი ზელანდია გაანადგურა, ეგვიპტე პლეი-ოფშია
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი რეკორდი: 13 ბომბი ერთ მატჩში!
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი