დღეს დაიწყო საკალათბურთო სუპერლიგის ბოლოსწინა, გადადებული ტური. აღნიშნული ტური მე-18-ეა და ის 18-19 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო გადაიდო. ვითარება მაქსიმალურად დაძაბულია როგორც ცხრილის თავში, ისე შუასა და ბოლოში. დღეს გამართული 3 მატჩიდან ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხი მივიღეთ: რაში, რომელმაც პირველ წრეში 10-დან 9 მატჩი წააგო, სუპერლიგაში დარჩა.

დეიან პროკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი თსუ 106:84 დაამარცხა და რუსთავისთვის მიუწვდომელი გახდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაში მე-10 ადგილზე არც ერთ ვარიანტში არ ჩამოინაცვლებს, რადგან ცხრილში მის ახლოს მყოფ გუნდებთან თანაბრობის შემთხვევაში მათთან ნაჩვენებ მატჩებში ისეთი შედეგები აქვს დაფიქსირებული, რომ მინიმუმ 1 გუნდს (რუსთავს) გადაასწრებს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსთავს იმედი გადაწურული აქვს. ქვემო ქართლის გუნდს შიდა ქართლის გუნდზე გადასწრების არცთუ ურიგო შანსი აქვს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი დარჩენილ 2 მატჩს (ბათუმთან ხვალ და ორბთან 19 აპრილს) მოიგებს, ხოლო ივერიონი ბოლო ტურში კსუ-კავკასიასთან დამარცხდება. ასეთ შემთხვევაში ივერიონი მე-10 ადგილზე გავა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალისტ გრიფინთან გადათამაშების მოგება დასჭირდება. სერია 3 გამარჯვებამდეა. ერთი სიტყვით, თუ რუსთავმა ბათუმთან მოიგო, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.

კიდევ ერთი პრინციპული მატჩი მოიგო მარგვეთმა, რომელმაც ზესტაფონში თელავს 81:69 (სტატისტიკა) სძლია. ზესტაფონელები საიმისოდ იბრძვიან, რომ ცხრილში რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დაიკავონ, რათა პლეი ოფში მინიმუმ 2 საწყის მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეთ. მარგვეთს თელავის ძლევა არ გასჭირვებია, რაც კახური გუნდისთვის დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს. ბოლო ტურში თელავმა თუ ვერ მოიგო, შესაძლოა პლეი ოფს მიღმა დარჩეს, არადა, გუნდმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა, რის შემდეგაც წარუმატებელი სერია აქვს და ამის გამო მთავარი მწვრთნელიც გამოიცვალა.

დღევანდელი დღის ბოლო შეხვედრა ტყიბულში გაიმართა. ორბმა კსუ-კავკასიას უმასპინძლა და დრამატულ მატჩში, ოვერტაიმში დაამარცხა – 106:96. კავკასიელებს გარანტირებული აქვთ სუპერლიგაში დარჩენა, თუმცა ეს წაგება რთული ტვირთი იყო გუნდისთვის, რომელსაც მაღალი ამბიცია აქვს და შესაძლოა, რეგულარული მე-8 ადგილზე დაასრულოს, რაც პლეი ოფის პირველივე რაუნდში მის შანსებს მინიმუმამდე დასცემს.

კავკასიელებმა ორბს ზედ საფინალო სირენის წინ გაუთანაბრეს. ნიკოლოზ გაფრინდაშვილის სამიანმა ძირითადი დროის საბოლოო ანგარიში – 90:90 დააფიქსირა. ოვერტაიმში მარკ ფიმანმა გაილაღა, რომელმაც ორბს მოაგებინა, პირადი სტატისტიკა კი 36 ქულით, 9 მოხსნითა და 5 პასით გამოსახა. კიდევ უფრო შედეგიანი იყო ლარი ოსტინი – 32 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა.

გადადებული, მე-18 ტურის დარჩენილი 2 მატჩი 16 აპრილს – რუსთავსა და ზესტაფონში გაიმართება. რუსთავი ბათუმს უმასპინძლებს, ქუთაისი სუპერლიგიდან გავარდნილ გურჯაანის დელტას ზესტაფონში მიიღებს.

GBF

ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. ირბინეს, სცადეს და მეზობლებად დარჩნენ...
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის გმირობა და ფინალის ისტორიული საგზური: მოქმედი ჩემპიონი ტახტს ემშვიდობება
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 მეშახტე. პირველად, 2025 წლის აპრილის შემდეგ...
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-0 იბერია 1999. ტრანსფორმირებული "დინამო" და ახალი კვარაცხელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა