ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე?

ისტორიის შავი ლაქა: რა მოხდა 13 მაისის არჩევნებზე?

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოვლენა

ფოტოზე: მიხეილ სააკაშვილის ზარმა გიორგი ნემსაძეს უკან დაახევინა

გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვების პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, 2007 წლის 13 მაისი მსოფლიოსთვის ერთი რიგითი დღე იყო, მაგრამ საქართველოსთვის მთელ ეპოქად იქცა. თუ 1981 წლის 13 მაისს ქართულმა ფეხბურთმა არნახული გამარჯვება მოიპოვა, 2007 წლის 13-მა მაისმა საშვილიშვილოდ მოგვჭრა თავი.

დღეს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო მოვლენას, ფეხბურთის ფედერაციის 2007 წლის 13 მაისის არჩევნებს გავიხსენებთ.

წინაისტორია

მერაბ ჟორდანიას გადაყენების გამო დანიშნული, 2005 წლის ვადამდელი საფეხბურთო არჩევნები ახლოვდებოდა. ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეხბურთის ფედერაციის თავკაცის პოსტზე სიმპათია ნოდარ ახალკაცი-უმცროსის მიმართ საჯაროდ გამოხატა.

ვლადიმერ გუცაევმა, რევაზ არველაძემ და გიორგი ნემსაძემ ერთიმეორის მიყოლებით მოხსნეს კანდიდატურები და არჩევნებში ახალკაცმა უპრობლემოდ მოიპოვა 26-დან 25 ხმა. თავი მხოლოდ "თბილისის" წარმომადგენელმა მამუკა გუგეშაშვილმა შეიკავა - ამ შოუში მონაწილეობა არ მსურსო.

შემდეგი არჩევნები 2007 წლის 13 მაისს დაინიშნა. ახალკაცს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მისი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურაზე განსხვავებული მოსაზრება თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაჩნდა. განსაკუთრებით, პარტიის იმდროინდელი გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე და ვალერი გიორგობიანი აქტიურობდნენ.

გიორგი ნემსაძე, რომელიც 2005 წელს განზე გასწიეს, რევანშზე ფიქრობდა. სწორედ ამ გათვლით გახდა "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრი, თუმცა პარტიაში არ შესულა.

კირკიტაძის გარდა, ნემსაძის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ აკაკი ბობოხიძე, მიხეილ მაჭავარიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარე დავით ნამგალაური, აგრეთვე, იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც შემდეგ "ნაციონალებს" განუდგნენ, მათ შორის - თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი წევრი მიხეილ ქავთარაძე.

მაგრამ ნემსაძის მფარველებმა ვერ გათვალეს, ვის დაუპირისპირდნენ და ბოლომდე ეგონათ, რომ "ის" არჩევნებში არ ჩაერეოდა.

ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე ჰყვება, რომ მხოლოდ არჩევნების წინა ღამეს, 12 საათზე შეატყობინეს - პრეზიდენტი ახალკაცი უნდა გახდეს და ნემსაძე გაჩერდესო...

დაეძინა მას...

ნემსაძის მომხრეთა ნაწილმა ბრძოლა იმის იმედად გადაწყვიტა, რომ არჩეულ ნაკრების ექსკაპიტანს პრეზიდენტად აღიარებდნენ. მაშინდელი სამოქმედო გეგმა ნემსაძის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გაგვიმხილა: "პირველი" გვიან იღვიძებდა, ყრილობა კი დილის 10 საათზე უნდა დაწყებულიყო და სანამ "ის" გაიღვიძებდა, არჩევნები მანამდე უნდა დაემთავრებინათ და ფაქტის წინაშე დაეყენებინათ.

ეს ოპერაცია გენიალურად განხორციელდა. ნემსაძის მხარე ყველაზე მიუღებელ წინადადებასაც კი იოლად თანხმდებოდა და მისი მხარდამჭერი გურიის რეგიონისთვის ხმის ჩამორთმევაც "გაატარა". საბოლოოდ, ნემსაძემ 19 ხმა მიიღო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტადაც აირჩიეს. ახალკაცმა სულ 13 ხმა მიიღო და გამარჯვებულს მოგება მიულოცა კიდეც.

სხვათა შორის, ყრილობის წინა დღეს სიტუაცია და ძალთა განაწილება იმდენად ნათელი იყო, რომ "ლელომ" ზუსტად იწინასწარმეტყველა ნემსაძის გამარჯვება - 19:13.

საპრესკონფერენციოდ გამზადებული ნემსაძე სასტუმროს იმ ნომერში შევიდა, რომელიც მისმა მომხრე "ნაციონალებმა" დაიქირავეს. იქ, დაახლოებით, ნახევარი საათი გაჩერდა და მერე მედიასთან კომენტარი გააკეთა, მაგრამ გამარჯვებულის სიხარულზე მეტად, სახეზე შეშფოთება ეწერა.

მიზეზი ერთი საათის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც დიღომში მდებარე მურთაზ შელიას რესტორან "მონოპოლში" გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილმა საფეხბურთო საზოგადოებამ შოკისმომგვრელი ამბავი შეიტყო: "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში ოთხი წლით არჩეულმა ნემსაძემ ეს განცხადება გააკეთა:

"ფედერაციის პრეზიდენტობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ჩვენ ფედერაცია ერთ ოჯახად უნდა გავაერთიანოთ. ვაპირებ, რამდენიმე კვირაში მოვიწვიო ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს".

ფოტოზე: ნოდარ ახალკაცი-უმცროსი 2007 წლის 13 მაისიდან რამდენიმე დღეში ხელახლა გახდა სფფ-ის პრეზიდენტი

დიდი შავი ლაქა

რამ (თუ - ვინ?) აიძულა ნემსაძე, გადამდგარიყო? სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტის" საკონფერენციო დარბაზში მყოფმა ბევრმა ადამიანმა მერეღა გაიხსენა, ყრილობაზე აღმასკომის წევრის სტატუსით მყოფმა გოკა გაბაშვილმა ახალკაცის დამარცხება "უცნობ პირს" რომ შეატყობინა - "წავაგეთ!"

ამტკიცებენ, რომ "ქორთიარდიდან" ნემსაძე ვაკეში მდებარე "ფალავანთა კლუბში" წაიყვანეს და გარეთ არ უშვებდნენ, სანამ გადადგომაზე განცხადებას არ გააკეთებდა. დროის გაყვანის მცდელობამ არ გაამართლა - ნემსაძე ზეწოლითა და მუქარით იძულებული გახდა, 14 მაისის დილას ფეხბურთის ფედერაციაში მისულიყო და პოსტიდან გადადგომა წერილობითაც დაედასტურებინა - მხოლოდ სიტყვიერ განცხადებას იურიდიული ძალა არ ჰქონდა...

მას შემდეგ ზუსტად 8 წელია გასული. იმ მოვლენათა ცალკეული პერიპეტიები დღემდე გასაიდუმლოებული იყო, რადგან საზოგადოებაში არსებული არაერთი კითხვის მიუხედავად, არჩევნების მთავარი მოქმედი გმირები დუმდნენ.

მაგრამ მერე და მერე ბევრი რამ გახდა ცნობილი: ნემსაძემ დაადასტურა, რომ "ქორთიარდ მერიოტში" სააკაშვილმა დაურეკა და გადადგომა სთხოვა, მაგრამ ეს რომ ბრძანება იყო, ძნელი ასახსნელი არ არის.

მანამდე სახელმწიფოს მიერ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში უხეში ჩარევის გამო აზერბაიჯანი უეფადან და ფიფადან გარიცხეს, წევრობა კი მხოლოდ მას შემდეგ აღუდგინეს, როცა ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უკან დაიხია.

ბევრი ფიქრობდა, რომ სკანდალური არჩევნების გამო მსგავსი სანქცია ქართულ ფეხბურთსაც არ ასცდებოდა. იმ დღეებში ამ საკითხმა საქართველოში ყველა პოლიტიკური თემა გადაწონა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნემსაძე გაჩუმდა, საფრთხეც იყო - ქართულ ფეხბურთს ის სანქციები აარიდა, რაც მას მძიმე დარტყმას მიაყენებდა.

ცხადია, გაცილებით მძიმე მიზეზებიც იყო, რაც ნემსაძემ წლების შემდეგ გაამხილა: მისი მომხრე დელეგატები სამ-სამი დღით გამომძიებლებთან აყურყუტეს - ალბათ, ქართული დემოკრატიის წინსვლაზე ლექციების მოსასმენად...

ერთი სატელეფონო ზარი

მიხეილ ქავთარაძე თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახლდათ, 2008 წლის 25 დეკემბრიდან კი - უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე. 13 მაისის არჩევნებში ის ნემსაძის მხარდამჭერ სახელისუფლებო ჯგუფს განეკუთვნებოდა და მაშინდელ კულუარებში კარგად ერკვეოდა.

ქავთარაძე ყოფილი ხელისუფლების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევაზე ღიად ილაპარაკა:

"კანონიერად არჩეული გიორგი ნემსაძე პრეზიდენტმა ერთი სატელეფონო ზარით გადააყენა. იყო მუქარა მის ახლობლებზე, სააკაშვილი გამწარებული ყვიროდა - დაიჭირეთ, ვინც ნემსაძეს ეხმარებოდაო, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა გააჩერეს.

ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება და უსამართლობა. ჩემს ყოფილ გუნდზე პირველად გული სწორედ მაშინ ამიცრუვდა".

"არჩევნების შემდეგ უკანონობებს ვამხელდი. გამარჯვებული ნემსაძის მომხრეები დააშინეს. არჩევნებამდე ჩემზეც იყო მუქარები, დაშინების მცდელობა და გარკვეული დროის შემდეგ, თბილისის აეროპორტის გზაზე რომ გამიტაცეს და სასიკვდილოდ გამიმეტეს, რა უნდა მეფიქრა?!

მიმაჩნია, რომ ჩემზე შური იძიეს. ამით გარკვეულ ჯგუფს ხალხის დაშინება სურდა, რომ ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გაუსწორდებოდნენ", - იხსენებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მაშინდელი კანდიდატი მამუკა კვარაცხელია.

ფიფას ბოლო რეიტინგით, 139-ე ადგილზე ვართ და ჩამოვრჩებით ეთიოპიას, ფარერებს, ტანზანიას, სუდანს, ლესოტოს, ვიეტნამს, ლიხტენშტაინს, ბერმუდას, ბარბადოსს, ავღანეთს, ლუქსემბურგსა და სხვა "საფეხბურთო" ქვეყნებს.

ეს იყო 13 მაისის ლოგიკური გაგრძელება - მაშინ ვიღაცების ხუშტურებს ქართული ფეხბურთი გადააყოლეს და საბოლოოდ, სპორტის ეს სახეობა, რომელიც ჩვენი ერის სიხარული იყო, უფსკრულში გადაჩეხეს და ქვეყნის სირცხვილად აქციეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zozira

ისეთი სახე და გამომეტკველება აქვს ნემსაძეს მაგდანას ლურჯა არექნება ცაკითხული და არველაძემ ნაკრები ჩააბარა ვაი თქვენს პატრონს

• Zaza

ყველაფერში მართალი ხარ qutaiselo.ზუსტად ეგაა.როცა ქართული ფეხბურთის მამები ჭამდენენ ქართულ ფეხბურთს,როცა ის ხალხი მართავდა ფედერაციას,ვინც აზრზე არ იყო და არ იცოდა რა ეკეთებინა,მაშინ გერმანიის ფეხბურთის მამებმა კიდევ ერთხელ გადახედეს და განაახლეს ფეხბურთის აღორძინება გერმანიაში.ასევე მოიქცნენ სხვა ევროპის,სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის,აფრიკისა და აზიის ფეხბურთის მამებიც...ყველა წინ მიიწევს.ჩვენ კი ჯერ ვტკეპნეთ ერთ ადგილზე,მერე კი უკან-უკან წავედით.ეხლა გადი და მოუგე გერმანიას...როგორ,რანაირად? მაგრამ მოდით გამოსავალი ვეძებოთ.თქვენ ვინმე ხედავთ?

• qutaiseli

და როგორ ტყუილად დავობენ იმაზე რაც მოხდა რეალობაში აპა გაბაშვილის ბოკერიას და კირკიტაძის აღორძინებული ფეხბურთს რა ვუთხარი ესენი იყვნენ ხროვის წარმომადგენლები და აშენებდენ არა ქვეყანას არამედ იწყობდენ საკუთარ ცხოვრებას იყვნენ ყველაფერჩიკები და ცხვირს ყოფდენ ყველგან სადაც ფული ეგულებოდათ აპა სად წავიდა ის 23 მილიონი. ახალკაცმა შეჭამა და დასცვეს თვითფრინავზე წყნარად და გაუშვეს ხო.ფეხბურთის გარტყმაში არიყო ხალხი.Dრეს კიდე ის ფედრაცია დარჩა ნაცხროვის დროს რო დაინიშნა.ასე რო სანამ ფუნდამენტიდან არ შეიცვლება ეს ფედერაცია ფეხბურთს დარხეული ააქ ერთი ნიჟარაძე ჭირდება ქართულ ფეხბურთს და კიდე ერთი ივანიშვილი ესარი სიმართლე აპა მუნიციპალური გუნდები რასც თამაშობენ ყველა ხედავს გუბერნატორების პირველობაა თუ საქართველოსი ვერ გაიგებ.

• Zaza

გოგას: ეგ სხვა საკითხია.ალბათ ჰქონდა რაღაც პროგრამა,იდეები...

• goga

სასაცილოა ზაზა პატარა ბიჩი არუნდა იკრიდეს კენჩს თუ ის მზად არარი მორალურად

• Zaza

გოგას: მე ნემსაძესთან არანაირი კავშირი არ მაქვს.ეს მისი საქმეა, სად და ვისთან ითანამშრომლებს.თუ ჩემს პირველ წერილს გულდასმით წაიკითხავთ,მიხვდებით,რომ თემა დაჩოქებაა.ნემსაძეც და ნაციონალებიც მე სულ ცალ ფეხზე მკიდია.მე უბრალოდ მივახვედრე იმ სტატიის ავტორი,რომ იმ პატარა ბიჭმა სიყვარულს(იმ მომენტში,ფეხბურთის სიყვარულს) დაუჩოქა.(აბა შვაიშტაგერს ხომ არ ემიჯნურებოდა?)ხოლო დანარჩენმა ყველა ჟურნალისტმა,ვინც არ გააშუქა 2007 წლის 13 მაისის ინციდენტი,შიშს უჩოქებდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. არა და,ეს უფრო იყო მათი საქმე,ვიდრე იმ პატარა ბიჭის შეურაწყოფა საქვეყნოდ. გამგები გამიგებს.

• goga

ზაზა შენ ეტკობა ცერა გეხერხება და უცერე ნემსაძე დებილს მემუარები თუ როგორ ეტენებოდა ჯერ ნაცებს მერე არველაძეებს რომ მიეცათ ნაკრები გასაგებია ეხლა შენთვის ზაზა

• Zaza

მეგობარო,ჯერ ქართული წერა ისწავლე,მერე შრიფტის ასოები დაიზეპირე და მერე აქ შენ და იქ ნაციონალებს გისურვებთ ერთად კარგად ყოფნას!!!

• goga

ნემსაძე სუფთა ნაციონალების კუდი ხარ და არველაზეების მონა მოგცა ნაკრები მართლა ... შენა

• დავით

ქართული ფეხბურთს სააკაშვილმა რომ დედა უტირა კი არა დედა.....მაგრამ ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო მაშინ როცა ფეხბურთის თამაშში ფულს აქეთ თხოვდნენ...ეხლა კი გამოდიან ის ადამიანები და ფეხბურთის სიყვარულით "იწვიან"

• arsena

ნემსაძე ერთ თამაშს თამაშობდა ნაცებთან ერთად ასე რომ ანგელოზი ნუ გამოგყავთ...

• batonchik

ხო,ეხლა ტოპმიოლერს დააბრალეთ ნაცების გაფუჭებული საქმე,ყველაფრისთვის პასუხი აქვთ მოსათხოვი,გოკა,გივია თუ მიხო და ა.შ.მაგრამ ვინაა პასუხის მომთხოვი?თფუ თქვე უტრაკო ქართველებოოოო!

• Zaza-s

სადაა ვაჟკაცობა? "ლელოს" "იმედის" შენობასთან ჰქონდა რედაქცია. როდესაც 7 ნოემბერს ტელეკომპანია დაარბიეს, 4 თვე გაზეთი დახურული იყო და გამომძიებელებმა შენობაში არშეშვების და ხელისშეშლის მიზეზად 13 მაისის არჩევნების ამსახველი 15 მაისის ნომერი დაასახელა.იქ ყველაფერი პირდაპირ ერეა ზაზას ვენაცვალე. შეგიძლია ეს ნომერი ნახო. ასე რომ, თუ არა იცი, გაჩუმდი და ტალახს ნუ ისვრი - მაგრამ ნაციონალებს იცით, არ არ მოგწონთ? თქვენს სიბინძურეებზე რომ იწერება

• xuroze

ნემსაძე მაგრად გაკლია შენ რომ ცესიერი კაცი კოპილიკავი და კურებით არ კოლოდი დაჩერილი ნაციონალებს ფეხებს ზირში მოგჩამდნენ შენც ერთერთი მათგანი ხარ ვინც დუმს ხმას არიგებს და პირდაპირ მიგიზგვის ცვლილი ფეხბურთის დასამარებაში ცუდი კაცი ხარ არველაზეებთან ერთად

• დავითი

ის რომ ქართული ფეხბურთი დაღუპეს,ახალი არ არის. არც ის არის ახალი რომ ქართული ფეხბურთი 2007 წელს კი არ დაღუპეს, არამედ გაცილებით ადრე. მაშინ როდესაც ჟორდანია მივიდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. რატომ დღემდე ხმას არავინ არ იღებს რა ტრიალებდა მაშინ? გეთანხმებით იმაში, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ უკანასკნელი ლურსმანი ჩააჭედა ამ საქმეში, მაგრამ სად ხართ ვეტერანებო? სად ხართ ფეხბურთისთვის ,,გულდათუთქულო" ხალხო? რატომ ეხლა მაინც არ იღებთ ხმას? გადავიჩეხეთ უკვე უფსკრულში. ამის გამოსწორებას ხომ ათეულობით წლები დასჭირდება.არადა დღეს 13 მაისია.

• ვატო

ის რომ სააკაშვილი ანგელოზი არ არის, ფაქტია, მაგრამ სტატიის ავტორმა ბოლომდე უნდა დაადგინოს სიმართლე, ნემსაძე მაშინ მხოლოდ სააკაშვილის კი არა ნაკრების გერმანელი მწვრთნელის ხუშტურებს უფრო შეეწირა. მან ხელისუფლებას განუცხადა, თუ ახალკაცი არ იქნება პრეზიდენტი, მე ნაკრების მწვრთნელობიდან გადავდგებიო. სააკაშვილმა ან მერაბიშვილმა რა იციან ფეხბურთი, მათ პოლიტიკური მიზნები ქონდათ: გუნდი ფინალურ ეტაპზე თუ გავიდოდა, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა პოლიტიკური კაპიტალი იქნებოდა სააკაშვილისთვის ეს. მინისტრი გაბაშვილი, როგორც ფეხბურთის "მცოდნე" არწმუნებდა სააკაშვულს რომ ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრებს ან ევროპის ანდა სულაც მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე გადაიყვანსო. ხოდა, ამ გერმანელის ახირება დააკმაყოფილეს იმ იმედით, რომ ფინალურ ეტაპზე გადასვლა სააკაშვილს საუკუნო პრეზიდენტობას დაუმკვიდრებდა. ავტორმა ტოპმიოლერის როლი და ადგილი ამ უკანონობაში ასევე უნდა მოიძიოს. თუმცა მე ნამდვილად არ მესმის, ამის შემდეგ ნემსაძე როგორ იყრიდა კენჭს მაჟორიტარად 2010 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობუდან თბილისში და ერთერთი მთავარი სახეც კი იყო. ან ეს ქავთარაძე დღეს მკერდზე მჯიღს რომ იკრავს 2010 წელს ნაციონალების სიაში არ იყო ნეტა?

• Zaza

აქ,ზუსტად ამ საიტზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა,სტატიის ავტორმა ალეკო კაკაურიძემ (30/03/2015 "თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..) ტალახში ამოსვარა ის პატარა ბიჭი,რომელიც შვაიშტაიგერს ბუცზე შეეხო.ხალხის ბრბომ კი მხარი აუბა და სამშობლოს მოღალატედ შერაცხეს, სახალხოთ ლანძღეს და აგინეს,მიწასთან გაასწორე ფეხბურთზე შეყვარებული ის პატარა ბიჭი. აგერ,ეხლა ამავე საიტზე უკვე რა სატატია ქვეყნდება.არა და,ეს ხომ ეხლა არ გაიგეს,მაშინაც ხომ იცოდნენ(30/03/2015)?დარწმუნებული ვარ,ამ ხალხმაც ყველამ იცოდა ის,რაც 2007 წლის 13 მაისს მოხდა,მაგრამ იმ სტატიის ავტორთან(ალეკო კაკაურიძე) ერთად შიშისგან ქვეშ ისვრიდნენ და ხმას ვერ იღებდნენ... არა და,რომ მოუსმინო ძალიან შესტკიოდათ გული ქართულ ფეხბურთზე და ვაჟკაცობაზე თავს დებდნენ.ეს როგორ გაბედა,როგორ დაუჩოქა გერმანელსო? თქვენ რა,2007 წლის 13 მაისიდან,ამ საიტის ჟურნალისტებო და ყველა,ვინც ალეკო კაკაურიძეს მხარს უბავდა,განა დაჩოქილი არ იყავით განა,სანამ ის მთავრობა არ წავიდა? ჰა,სადაა ვაჟკაცობა?

• ზიზი

"ვ.გუცაევმა,რ.არველაძემ,გ.ნემსაძემ ერთიმეორის მიყოლებით მოხსნეს კანდიდატურები."მოხსნეს თუ მოახსნევინეს? 2007 წლის13 მაისის მოვლენათა პერიპეტიების მომსწრენთ დღესაც ძალიან ეშინიათ და დუმან,რადგან იმდენად ძლიერი და სასტიკი იყო წნეხი, ნემსაძის მომხრეებზე "ნაციონალების ორივე ფრთიდან.ერთს როგორც თქვით დ.კირკიტაძე და ვ.გიორგობიანი ხელმძღვანელობდა,მეორეს გ გაბაშვილი.ასე სასტიკად მოექცა წინა ხელისუფლება ქართულ ფეხბურთს და ახლა მათ გაფუჭებულ საქმეს წლები უნდა, რომ გამოასწორო.

• ucnobi

მაგ არჩევნებში ნემსაძისთვის მიცემულ ხმას გადააყოლეს ქუთაისის "ტორპედო" და 3 წელი გაატარა პირველ ლიგაში... იმ ხალხის ციაც უნდა გამოაქვეყნოთ ვინც "ტორპედოს" დაქვეითებას ხმა მისცა, მათი უმრავლესობა დღესაც ქართულ ფეხბურთზე "ზრუნავს"

• dato

რამდენი რამ გაკეთდა და კეტდება მის მერე უმადურებო! ცირკაჩმა და რეზინამ იმდენი გააკეტეს რომ 139 ადგილზე ვართ,საკლუბო ფეხბურთი კი ეზოს ფეხბურტმა შეცვალა.დაფასება უნდა ამას

• Raul

კარგი სტატიაა.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

38 წელი ისტორიული გამარჯვებიდან: 1981 წლის 13 მაისი, "დინამო" – "კარლ ცაისი" 2:1 [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

6-წლიანი ეპოქის შუქ-ჩრდილები - სიჭინავას სურდა ქართული ფეხბურთის შველა, მაგრამ...

ვლადიმერ გუცაევი: ცხოვრებაში რაც მინახავს, ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო...

16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

რეზო არველაძე: ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო

Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს

მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს

"შახტარის" ვიცე-პრეზიდენტი - სააკაშვილს: უკრაინამ 15 თვეში უფრო მეტი ააშენა, ვიდრე საქართველომ 15 წელში

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "დილამ" "სამტრედია" დაამარცხა

დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

"ოლიმპი" მაინც დაანგრიეს! თბილისში კიდევ ერთი საფეხბურთო კერა განადგურდა [PHOTO]

დავით კირკიტაძე "სიონიდან" "ლოკომოტივში" გადავიდა

"დინამო არენაზე" 13 მაისს "დინამო"-"კარლ ცაისის" მატჩის ჩვენება გაიმართება

ლაშა ჯაკობია: თუ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება, დამიჭერს

ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ყირგიზეთს ახალი წესდების მიღებაში დაეხმარა

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ვლადიმერ გუცაევი: დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მის მიუ­ხე­და­ვად, პირ­და­პირ უნ­და ვთქვა ჩე­მი აზ­რი

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

უეფამ ნოდარ ახალკაცი-უმცროსი "დნიპრო"-"აიაქსის" მატჩის დელეგატად მიავლინა

"ფეხბურთით უკმაყოფილონი ვართ, სხვა სახეობებში პროგრესია"

"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"

საფეხბურთო სკოლა "ოლიმპთან" მოსწავლეებისა და მშობლების საპროტესტო აქცია გაიმართა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

გიორგი წიტაიშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ოლიმპიური კომიტეტი სააკაშვილი-ხინჩეგაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით აჟიოტაჟს გამოეხმაურა

გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]

გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა