ჯონ უოლი დაბრუნდა, მაგრამ ვერ გადაარჩინა
"ვაშინგტონის" შემადგენლობაში დაბრუნდა ჯონ უოლი, მაგრამ ამან ვერ გადაარჩინა დედაქალაქური კლუბი მესამე დამარცხებისგან. მასპინძლებმა სერიის მეხუთე მატჩი ძალიან დამაჯერებლად დაიწყეს და მეორე მეოთხედის სტარტისთვის რვა ქულით გავიდნენ წინ.

მაგრამ მეორე 12-წუთეულის მეორე ნაწილი "ატლანტას" აშკარა ჩავარდნით აღინიშნა. "ვაშინგტონი" 21:6 გაიქცა და ამან სრულიად შეცვალა მატჩში ძალთა თანაფარდობა. თამაშის ტემპი დაიჭირეს ნენემ, ბრედლი ბილმა. მათ შეუერთდნენ პოლ პირსი და ოტო პორტერი.

პირველი ტაიმის დასრულებამდე პირსის სამქულიანმა სტუმრებს რვაქულიანი უპირატესობა მოუტანა, თუმცა ეს სხვაობა ბოლო წამებზე ექვსამდე შეამცირა ელ ჰორფორდმა. საინტერესოა, რომ მატჩის ბოლოსაც წინა პლანზე ეს კალათბურთელები აღმოჩნდნენ.

"ვაშინგტონმა" მესამე მეოთხედის პირველ ნახევარში შეძლო კომფორტული სხვაობის შენარჩუნება, მაგრამ შემდეგ ჯეფ ტიგმა და ჰორფორდმა იზრუნეს დაცვის გაძლიერებაზე და სტუმრებს მიზანი აერიათ. მესამე მეოთხედში დედაქალაქელებმა 37 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, "ჰოქსმა" კი 10:0 გაქცევით უპასუხა და გაათანაბრა ანგარიში.

მთავარი მოვლენები მეოთხე მეოთხედში განვითარდა, რომელსაც პარადოქსული შეიძლება ვუწოდოთ. პორტერის, ბილისა და ნენეს წყალობით, ბოლო 12-წუთეულის საწყის ექვს წუთში სტუმრები ისევ გაიქცნენ ცხრა ქულით.

"ატლანტა" შვიდი წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდა თამაშიდან ბურთის ჩაგდებას, მაგრამ შემდეგ სამქულიანი მოათავსა კალათში კაილ კორვერმა. მომდევნო შეტევაში უკვე ჰორფორდმა კუთხიდან ჩააგდო შორეული ტყორცნა და სწორედ აქედან დაიწყო ბუდენჰოლცერის გუნდის სპურტი. ჰორფორდი ბრწყინვალედ მოქმედებდა დაცვაში, კარგად ჩაერთო თამაშში შრიოდერი და 14:0 გაქცევის შემდეგ მასპინძლებმა ხუთი ქულით (78:73) წინ გასვლა შეძლეს.

მეტოქის შეჩერება პირსმა შეძლო მორიგი ზუსტი სამქულიანით, შემდეგ კი გორტატმა გაათანაბრა ანგარიში. იქვე დემარ კეროლმა ისარგებლა პირსის შეცდომით და ისევ გაიყვანა წინ "ჰოქსი" ორი ქულით.

მაგრამ პირსმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ვაშინგტონი" ისევ დაწინაურებულიყო სერიაში. სირენამდე რვა წამით ადრე მან სამქულიანი ჩააგდო და "ვაშინგტონი" ერთი ქულით წინ გავიდა. მატჩის გადარჩენა თავის თავზე აიღო შრიოდერმა, რომელიც კარგად შევიდა ფარქვეშ, მაგრამ უოლმა ხელი შეუშალა და გერმანელმა ლეი-აპი ააცილა. ნენე ფარქვეშ იდგა და ელოდა, როდის ჩაუვარდებოდა ბურთი ხელში, ჰორფორდმა კი ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და შეტევაში მოხსნას ზუსტი სროლაც დაუმატა.

"ჰოქსმა" მოიგო, იმის მიუხედავად, რომ მატჩში 25 შეცდომა დაუშვა. ეს გუნდი 1988 წლის შემდეგ ასე ახლოს არ ყოფილა კონფერენციის ფინალთან. მაშინ "ატლანტა" 3:2-ს უგებდა სერიას "ბოსტონს", მაგრამ საბოლოოდ, დამარცხდა.

ატლანტა-ვაშინგტონი 82:81

23:19, 18:28, 22:15, 19:19

ა: ჰორფორდი (23+11 მოხსნა+5 დაფარება), ტიგი (14+5 პასი), მილსეპი (14+7 მოხსნა), კეროლი (10+10 მოხსნა).

ვ: ბილი (23+7 მოხსნა+3 დაფარება), უოლი (15+7 პასი+4 ჩაჭრა), გორტატი (14+8 მოხსნა), პირსი (11), პორტერი (9+10 მოხსნა).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა