"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა ტრავმა მიიღო
თავისი 20-წლიანი არსებობის ისტორიაში, "ტორონტო" მეცხრედ თამაშობს პლეი ოფში და მერვედ წააგო სასტარტო სერიის პირველი მატჩი.

"ინდიანამ" აგრესიული თამაში დაუპირისპირა აღმოსავლეთი კონფერენციის მეორე გუნდს და ამის წყალობით შეაჩერა მისი ლიდერები - დემარ დეროზანი და კაილ ლოური. ვარსკვლავურმა დუეტმა ერთად მხოლოდ 25 ქულა დააგროვა, 32-დან მხოლოდ რვა ტყორცნა მოათავსა კალათში და ცხრაჯერ დაკარგა ბურთი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მესამე მეოთხედის შუამდე "ტორონტო" კორი ჯოზეფის წყალობით უნარჩუნებდა შეხვედრას ინტრიგას, მაგრამ შემდეგ, პოლ ჯორჯი ვეღარ გააჩერა. "ინდიანას" ლიდერმა თავისი 33 ქულიდან 27 მეორე ტაიმში დააგროვა, დეროზანს პერსონალურები მიაღებინა და ოთხი ჩაჭრაც შეასრულა. "ტორონტომ" მატჩის გადარჩენის შანსი მაშინ დაკარგა, როცა საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე, რვაქულიანი ჩამორჩენისას, ლოურიმ შეტევაში სულელური ჯარიმა მიიღო.

ტორონტო-ინდიანა 90:100

24:19, 21:24, 22:27, 23:30

ტ: ჯოზეფი (18+3 პასი), დეროზანი (14+4 პასი), ვალანჩუნასი (12+19 მოხსნა), ლოური (11+7 პასი), პატერსონი (9+6 მოხსნა), ბიიომბო (6+8 მოხსნა+2 დაფარება), კეროლი (6), პაუელი (5), როსი (5), სკოლა (4+6 მოხსნა).

ი: ჯორჯი (33+6 პასი+4 ჩაჭრა+2 დაფარება), ელისი (15+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰილი (13), ტერნერი (10+5 დაფარება+5 მოხსნა), ჰილი (10), სტაკი (7+3 პასი), მაილსი (5+7 მოხსნა), ალენი (4+7 მოხსნა), ლოუსონი (2+3 პასი), მაინმი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (38/43), სამქულიანები (21.1/52.4), საჯარიმოები (68.4/72.4).

სერია: 0-1

"ბოსტონმა" ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. პირველ ნახევარში სტუმრებმა 52-დან 40 ტყორცნა ააცილეს და 19 ქულით ჩამორჩნენ. მაგრამ ხანგრძლივი სპურტი მეორე ტაიმში 51:29 დაასრულეს და მეოთხე მეოთხედის შუაში სამი ქულით წინ გასვლა შეძლეს.

სწორედ ამ დროს, "ბოსტონს" დაემტვრა ეივერი ბრედლი, რამაც ხელფეხი გაუხსნა "ატლანტას" გამთამაშებელს ჯეფ ტიგს. დარჩენილ ექვს წუთში მან 9 ქულა დააგროვა, ხოლო 88:88-ზე, 25 წამის ინტერვალში ორი მნიშვნელოვანი გადაცემა შეასრულა ელ ჰორფორდზე და პოლ მილსეპზე.

ატლანტა-ბოსტონი 102:101

30:19, 21:15, 21:31, 30:36

ა: ჰორფორდი (24+12 მოხსნა+2 დაფარება), ბეიზმორი (23+8 მოხსნა+2 დაფარება), ტიგი (23+12 პასი), მილსეპი (14+7 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), სკოტი (14+5 მოხსნა), კორვერი (2+9 მოხსნა), სეფოლოშა (2+7 მოხსნა).

ბ: ტომასი (27+8 პასი), ბრედლი (18), სმარტი (15+5 მოხსნა), კრაუდერი (14+10 მოხსნა+4 პასი), ტერნერი (10+8 მოხსნა+5 პასი), სალინჯერი (9+6 მოხსნა+3 პასი), ჯონსონი (4+8 მოხსნა+2 დაფარება), ჟერებკო (2+5 მოხსნა), ოლინიკი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.7/36.3), სამქულიანები (18.5/31.4), საჯარიმოები (77.1/84.2).

სერია: 1-0

"ჰიუსტონმა" გადაწყვიტა, რომ "გოლდენ სტეიტის" ლიდერის სტივენ კარის გაჩერება მხოლოდ აგრესიული თამაშით და უხეშობით არის შესაძლებელი. პირველივე წუთებიდან მოქმედ MVP-ს ბევრი მოხვდა ბევერლისგან, სმიტისგან, არიზასგან და სხვებისგან, მაგრამ ამას არ უმოქმედია "უორიორზის" გამთამაშებლის თამაშზე: სწორედ მან მოაწყო 14:2 გაქცევა, რომლის წყალობითაც ჩემპიონმა პირველი მეოთხედის შუაში ორნიშნა უპირატესობა მოიპოვა, სულ კი პირველ ტაიმში კარის ანგარიშზე 24 ქულა იყო.

თუმცა ძალისმიერ შეჯახებებს უკვალოდ არ ჩაუვლია - კარი დიდ შესვენებაზე დაზიანებული ფეხით გადიოდა, მეორე ტაიმში კი მხოლოდ სამი წუთი დაჰყო მოედანზე. ამას მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია: პირველი ტაიმი "გოლდენ სტეიტმა" 27 ქულით მოიგო, მეორეში კი 15 ქულაზე ახლოს არ მიუშვა მეტოქე იმის მიუხედავად, რომ კარის გარეშე დარჩენილმა მასპინძლებმა, დროის ერთ მონაკვეთში 14-დან 13 შეტევა გააფუჭეს.

მეორე მატჩი ორი დღის შემდეგ გაიმართება და არ არის გამორიცხული, "გოლდენ სტეიტს" მისი ჩატარება თავისი ლიდერის გარეშე მოუწიოს.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 104:78

33:15, 27:18, 22:27, 22:18

გ-ს: კარი (24+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტომპსონი (16+5 მოხსნა+4 პასი), გრინი (12+10 მოხსნა+4 დაფარება+4 პასი), სპეიტსი (12+5 მოხსნა), ლივინგსტონი (9+3 პასი), ბარბოზა (9), ეზელი (8+6 მოხსნა), ბარნსი (7+7 მოხსნა), კლარკი (3), ბოგუტი (2+7 მოხსნა), იგუოდალა (2+7 პასი).

ჰ: ჰარდენი (17), ჰოვარდი (14+11 მოხსნა), არიზა (9+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მოტეიუნასი (8), სმიტი (7), ტერი (7), მაკდანიელსი (4+2 დაფარება), ბრიუერი (3+6 პასი+5 მოხსნა), კაპელა (3+12 მოხსნა), ბევერლი (2+3 პასი), ბიზლი (2), გუდლოკი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (42.9/35.7), სამქულიანები (40/27.3), საჯარიმოები (66.7/50).

სერია: 1-0

ოკლაჰომა-დალასი 108:70

26:11, 33:22, 34:18, 15:19

ო: უესტბრუკი (24+11 პასი+5 მოხსნა), დურანტი (23+5 პასი+5 მოხსნა), იბაკა (17+9 მოხსნა+3 დაფარება), კანტერი (16+13 მოხსნა), მოროუ (6), სინგლერი (6), უეიტერსი (5+3 პასი), ადამსი (4+7 მოხსნა), რობერსონი (4+5 მოხსნა), ფოიე (3).

დ: ნოვიცკი (18), პაუელი (8+6 მოხსნა), ვილანუევა (7), მეტიუზი (7), ფელტონი (7), ფაჩულია (5+6 მოხსნა), ანდერსონი (5), ჰარისი (5), მაკგი (3), ბარეა (2+3 პასი), უილიამსი (2+3 პასი), მეჟრი (1).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (45/29.8), სამქულიანები (34.3/22.2), საჯარიმოები (85.7/61.5).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონისთვის ბრძოლაში სამი ფავორიტი გამოიკვეთა - სად გააგრძელებს კარიერას ლებრონ ჯეიმსი?
უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
NBA: ისევ ბაზერ-ბიტერი
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები: ჰორფორდი და უილიამსი
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - ჰორფორდი და ოლდრიჯი
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
NBA. ტრანსფერები: დუეინ უეიდი "ჩიკაგოსკენ"
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი