ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სანაკრებო სიტუაცია: სია უახლოეს მომავალში და ორი პრობლემა

სანაკრებო სიტუაცია: სია უახლოეს მომავალში და ორი პრობლემა

ამ დროისთვის, პრაქტიკულად, გარკვეულია ყველა იმ ლეგიონერის ვინაობა, რომლებიც ქვეყნის უპირველესი გუნდის ღირსებას დაიცავენ
სადაცაა, საქართველოს ეროვნული გუნდი ორ მატჩს გამართავს უკრაინისა (ამხანაგური, 8 ივნისი, ავსტრიულ შეკრებაზე) და პოლონეთის (შესარჩევი, 13 ივნისი, სტუმრად) ნაკრებებთან. კახა ცხადაძე ამ თამაშებისთვის გამოძახებულთა სიას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

ჩვენ კი მანამდე გადავხედოთ სანაკრებო სიტუაციას და ერთ წერილში გავაერთიანოთ ის ინფორმაციები, რომლებიც სანდო წყაროებით მოვიპოვეთ...

სია უახლოეს მომავალში

დავიწყოთ სიით. ამ დროისთვის, პრაქტიკულად, გარკვეულია ყველა იმ ლეგიონერის ვინაობა, რომლებიც ქვეყნის უპირველესი გუნდის ღირსებას დაიცავენ.

ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში, ცხადია, იქნებიან ფეხბურთელები ჩვენი ჩემპიონატიდანაც. კახა ცხადაძე სისტემატურად ესწრება ეროვნული პირველობის მატჩებს. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ნაკრების თავკაცს "ორ ფრონტზე" უწევს ბრძოლა - ის ხომ პარალელურად ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელიცაა.

ეს უხერხული სიტუაცია სულ მალე დამთავრდება. ცხადაძე აღარ იქნება "ინტერის" მთავარი მწვრთნელი და აქვე შეიძლება ისიც დაიწეროს, რომ ამ გუნდის ქართველ ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა (თუ ყველა არა) დატოვებს ბაქოურ კლუბს.

ორი პრობლემა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის შეგულებული ყველა ფეხბურთელი (იმ დროს, როცა ეს წერილი იწერება) ჯანმრთელადაა. იქნებ ახლა მაინც დაირღვეს ტრადიცია და ჩვენი გუნდი ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდეს.

რა არის ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობა უნდა ვახსენოთ.

ოქრიაშვილმა "გენკში" უკვე დაასრულა სეზონი. ასეთ დროს, შვებულებაში გასვლის შემდეგ, თვით გამორჩეულ პროფესიონალებსაც კი უჭირთ ოპტიმალური სათამაშო ფორმის შენარჩუნება. რთული სათქმელია, რა იქნება ოქრიაშვილის შემთხვევაში... არადა, ის საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია...

მეორე პრობლემა მეკარეებს უკავშირდებათ. ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში მეკარეთა საკითხი აღარ იყო აქტუალური - გიორგი ლორიამ და ნუკრი რევიშვილმა ეს პრობლემა მოხსნეს და ამ მხრივ სანერვიულო ყველას ნაკლებად გვქონდა.

ახლა შეშფოთების მიზეზი სხვაა - ისე მოხდა, რომ ნაკრების ორივე ძირითადი გოლკიპერი უთამაშებელია. ლორიას ოფი შუა სეზონში დაიშალა და 29 წლის მეკარე ახლა ბერძნული გრანდის, "ოლიმპიაკოსის" წევრია.

ვიცით რა ლორიას თვისებების შესახებ, გვჯერა, ის ბევრს ივარჯიშებს ორი სანაკრებო მატჩის წინ, თუმცა ერთია ვარჯიში და მეორე - სათამაშო პრაქტიკა.

სამწუხაროდ, უთამაშებელია საქართველოს ნაკრების მეორე მეკარე - რევიშვილიც. დიდი ალბათობით, ის დატოვებს რუსულ "ტოსნოს" და გორის "დილას" შეუერთდება. ეს ტრანსფერი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. "დილა" კვალიფიციურ გოლკიპერს მიიღებს, რევიშვილი კი - ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გარჯის შანსს და მუდმივ სათამაშო პრაქტიკას.

ამასთან ერთად, კარგ ფორმაში არიან საქართველოს ნაკრების კანდიდატებიც - როინ კვასხვაძე და მიხეილ ალავიძე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველი მეკარეების საერთო კლასმა პრობლემა ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გადაჭრას.

გოგიამ უნდა დაამტკიცოს...

23 წლის აკაკი გოგიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელი და კარგი იქნება, თუ იმასაც აღარ გავიხსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ თავად აკაკი "არ იწვოდა" საქართველოს უპირველეს გუნდში თამაშის სურვილით...

ის მიხვდა, რომ ვერ მოხვდება გერმანიის ნაკრებში და არჩევანი ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ასე მოიქცა. ასე მაგალითად, არაერთი აფრიკელი ფეხბურთელი ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ არჩევანს მას შემდეგ აკეთებს, რაც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს მოივლის, მაგრამ მერე ხვდება, რომ ეროვნულ გუნდში ვერაფრით დამკვიდრდება.

ის ფეხბურთელი, ვინც არ სჭირდება ბუნდესნაკრებს, შესაძლოა, ძალიანაც გამოადგეს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს, თუმცა იქამდე გოგიამაც უნდა დაამტკიცოს თავისი დასამტკიცებელი.

მისი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა - წინ წაწეული ცენტრალური ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა. გვყავს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან ყენია, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე, ჯანო ანანიძე...

გოგია ახლახან გადავიდა ინგლისური ჩემპიონშიფის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ბრენტფორდში".

რას შემატებს აკაკი გოგია ჩემპიონშიპის "ბრენტფორდს" [VIDEO]

თუ ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება, მაშინ მისთვის აუცილებლად გაიღება საქართველოს ეროვნული ნაკრების კარიც. მანამდე კი გოგიამ ქართული პასპორტი უნდა აიღოს, რაც არა მხოლოდ ეროვნული გუნდის, არამედ მის ინტერესებშიცაა.

ცხადაძე გიგოლაევს ნახავს

დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უახლოეს მომავალში აუცილებლად ნახავს საქმეში ხოჟუვის "რუხის" 25 წლის მარჯვენაფლანგელ როლანდ გიგოლაევს.

გიგოლაევი თბილისში დაიბადა. ოთხ წლამდე საბურთალოზე ცხოვრობდა და მერე მისი ოჯახი ვლადიკავკაზში გადავიდა. უთამაშია რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულშიც. ის მარცხენაფლანგელია და ძალიან უყვარს შეტევა.

ამ ფეხბურთელისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია საქართველოს ნაკრებში თამაში. მას პოლონეთში დავუკავშირდით და "კოჭებში ეტყობა", რომ შეთავაზების შემთხვევაში ეს საკითხი საჩვენოდ უნდა გადაწყდეს.

ავსტრიული შეკრების მნიშვნელობა

რატომღაც, ბევრია დარწმუნებული, რომ საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩს უკეთ ჩაატარებს, ვიდრე წინა შეხვედრებს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? უპირველეს ყოვლისა, ავსტრიული შეკრება და ამ შეკრებაზე შეგულებული ერთობ ძლიერი სპარინგ-პარტნიორი - უკრაინის ეროვნული გუნდი.

ავსტრიაში, მშვიდ, ნაღდ ევროპულ გარემოში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს საშუალება ექნება, არაერთი ტაქტიკური სქემა თუ სათამაშო ვარიანტი დაამუშაოს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მწვრთნელი შეგირდებთან ცაიტნოტურ სიტუაციაში არ იმუშავებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სპარინგ-პარტნიორსაც. უკრაინის ნაკრები რომ ძლიერი გუნდია, ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. გადავხედოთ ამ ქვეყნის კლუბების ევრომონაგარს და ის ჩვენს ყველანაირ ეჭვს გაფანტავს.

ჯერ უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ დაუსახელებია ის შემადგენლობა, რომლითაც უკრაინელები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მაგრამ თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ მეტოქე კრებული ოპტიმალური იქნება.

დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. იმედია, საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზას შეუდგება, თორემ ამაზე მეტად დაცემა წარმოუდგენლად მოჩანს - ფიფას რეიტინგში ავღანეთმა გაგვასწრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიო

გიგოლაევი მარჯვენაფლანგელია თუ მარცხენა ბოლო-ბოლო? სტატიაში ორივე წერია

• rezo

მოაცილეტ არველაძეები ქარტულ ფეხბურთს და გვეშველება

• გოჩა

და მაინც მჯერა

• IKA

სამწუხაროდ ოქრიაშვილი სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება! ნეტავ ვცდებოდე.

• dave

მიუხედავად იმის რომ ოქრიაშვილი მართლაც საჭირო ფეხბურთელია (თუ ის ფორმაშია), შეუცვლელი არაა, რადგან მსგავსი ამპლუის რამოდენიმე მოთამაშეა ამ დროისათვის ეროვნულ გუნდში. იგივე ყაზაიშვილი, რომელიც ყოველ თამაშზე ამტკიცებს რომ იმსახურებს ადგილს ეროვნულ გუნდში. ასევე სასუხარულოა რომ, ყენიამ მოუმატა და იმედია ასე გააგრძელებს.რაც მთავარია კაპიტანი ამაღლებულ განწყობაზე შესხვდება შეკრებას, მიუხედავად იმის აირებს თუ არა მისი გუნდი თასს, დიდი წარმატებაა ითამაშო ევროპის ლიგის ფინალში. წარმატებები ბიჭებს

სანიოლი: ბევრად ძლიერი მეტოქე გვყავს - შემადგენლობაში ცვლილებები და განსხვავებული გეგმა იქნება

კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია

ლეგიონი: როლანდ გიგოლაევი გოლით დაგვენახა

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ოფიციალურად - გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა

როლანდ გიგოლაევი: რუსეთში ამას ვერ ნახავთ...

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ლეგიონის უქმეები: მათე ვაწაძემ დაამრგვალა, გიორგი გოროზიამ გატანა დაიწყო [VIDEO]

ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ლეგიონი: კახა ალადაშვილის გოლი და ჯანო ანანიძის სასტარტო [VIDEO]

გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]

აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

ქართული ლეგიონი: საბა კვირკველია და "რუბინი" ცსკა-სთან განადგურდნენ

ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

კახა ცხადაძე: გიგოლაევზე ჯერ თავი შევიკავეთ, გოგიას აუცილებლად მოვიწვევთ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან