"ცხინვალის" 26 წლის მარჯვენა მცველმა და კაპიტანმა ლევან ჭაფოძემ ვარჯიში დაიწყო
"ცხინვალის" 26 წლის მარჯვენა მცველმა და კაპიტანმა ლევან ჭაფოძემ ვარჯიში დაიწყო. მას ბევრი დრო წაართვა ფეხის ტრავმამ, დასჭირდა ოპერაცია, თუმცა ახლა ჯანზეა. ფაქტია - მომავალ სეზონში ამბიციურ ცხინვალელებს მისი სახით სერიოზული ძალა შეემატებათ. გუშინ "ლელო" ჭაფოძეს შეეხმიანა...

- უკვე ორი კვირაა, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. აქამდე ინდივიდუალურად ვიტვირთებოდი. ექვსთვიანი სარეაბილიტაციო კურსი გავიარე. მანამდე ოპერაცია გავიკეთე.

- ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ?

- თავიდან რომ გავიგე, ოპერაცია მჭირდებოდა, ერთი სული მქონდა, როდის გავიკეთებდი. მერე დაიწყო სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც ძალიან რთულია. გავუძელი. ღმერთის წყალობით, ახლა ყველაფერი კარგადაა.

- ფეხბურთი ძალიან მოგენატრებოდათ...

- სიგიჟემდე!

- ალბათ, არ გარისკავთ და საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში არ ითამაშებთ...

- არა, ახლა ვერ გავრისკავ. მომავალი სეზონისთვის მოვემზადები და თამაშს დავიწყებ.

- "ცხინვალის" ასპარეზობამ მიმდინარე სეზონში ყველა გააოცა. გუნდს ევროასპარეზზე მოხვედრის შანსი აქვს...

- სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებდით. ევროთასებზე მოხვედრა რეალურია. თბილისის "დინამო" თუ გაიმარჯვებს თასის ფინალში, ჩვენ ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ... მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მადლობა გადავუხადო "ცხინვალის" ყველა წარმომადგენელს. ისინი ურთულეს პერიოდში დამიდგნენ გვერდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
აქტუალურ თემაზე: რას გვაძლევს ფეხბურთის განვითარების პროგრამა?
[ლეგიონი] "ქართული დერბი" გიორგი მერებაშვილმა მოიგო
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
ლევან ჭაფოძე: ლიტვაში ძალისმიერი ფეხბურთია და მოედანზე დისციპლინას ყველა იცავს
[ლეგიონი] გია გრიგალავას გოლი და გიორგი ქვილითაიას ფინალი [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ლევან ჭაფოძე ლიტვურ "კაუნო ჟალგირისში" ითამაშებს
"ცხინვალი": შეკრება სიდეში და სპარინგები ევროპულ გუნდებთან
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება