ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!

"ტორპედოს" გენერალური დირექტორი ავტობუსის თემაზე: რა მოხდა მერე?!

ქუთაისის მერის მოადგილე: "ტორპედოს" ავტობუსს, რამდენჯერაც დაგვჭირდება, იმდენჯერ გამოვიყენებთ"
უკვე ორი დღეა, რაც ქუთაისის "ტორპედოს" ავტობუსის გარშემო საუბრები არ წყდება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ კლუბის კუთვნილი ავტობუსით ექსკურსიაზე უცხო პირები იმყოფებიან.

ქუთაისის "ტორპედოს" ავტობუსს ექსკურსიებისთვის იყენებენ

როგორ აღმოჩნდა ავტობუსი სხვების ხელში? ამის გასარკვევად Sportall.ge "ტორპედოს" გენერალურ დირექტორს, დავით ფრუიძეს დაუკავშირდა.

- როგორ აღმოჩნდა კლუბის ავტობუსი უცხო ადამიანების ექსკურსიაზე?

- ჟვანიას სახელობის სკოლამ გვთხოვა. გვაქვს ურთიერთობები მათთან და მომავალშიც გავაგრძელებთ.

ჩამოსულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები და გვთხოვეს - ესენი არ არიან ადგილობრივები, გვინდა, რომ ჩავიყვანოთ და სალხინო დავათვალიერებინოთო. ეს იყო, მეტი არაფერი.

- რატომ მაინცდამაინც კლუბის ავტობუსი, სხვა ტრანსპორტით ვერ ისარგებლებდნენ?

- ვერ გამიგია, რა პრობლემაა, რატომ ატყდა ამაზე ამბავი?! გვთხოვეს, მეგობრები ვართ. როცა რაღაც გვჭირდება, ისინი გვეხმარებიან. ჩაასხეს საწვავი და წავიდნენ. რას ხედავთ ამაში დასაძრახს?

- წარმოგიდგენიათ, რომ ტურინის "იუვენტუსმა" რომელიმე სკოლას ათხოვოს საკლუბო ავტობუსი და სასეირნოდ გაუშვას?

- რა მოხდა მერე?! ბევრი გუნდია, ვინც იყენებს ჩვენს ავტობუსს. ნუთუ, ისეთი სიტუაციაა საქართველოში, ისე წავხდით ქართველები, რომ არ გვინდა აღარაფერი?! მასე ფოთის ”კოლხეთს” დავეხმარეთ და აქედან გავამგზავრეთ, როცა თავისი ავტობუსი გაუფუჭდა.

- ვიცით ეს ამბავი, თქვენ მაშინ სხვა ტრანსპორტი დაუქირავეთ "კოლხეთს"...

- მერე რა მნიშვნელობა აქვს ამას, ფული გადავიხადეთ. ახლა კიდევ გვთხოვეს, ფული არ გადაგვიხდია. რა არის ამაში კრიმინალი, ვერ გავიგე.

Sportall.ge ქუთაისის მერის პირველ მოადგილეს, ნოდარ მიქიაშვილს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ "ტორპედოს" ავტობუსს მერია იყენებს და რამდენჯერაც დასჭირდება, კიდევ იმდენჯერ გამოიყენებს.

"ეს ავტობუსი "ტორპედოს" ქუთაისის მერიამ გადასცა და მერიაც იყენებს ამ ავტობუსს საჭიროებისამებრ. ეს იყო მერიის გადაწყვეტილება. რამდენჯერაც დაგვჭირდება, კვლავ იმდენჯერ გამოვიყენებთ", - განაცხადა მიქიაშვილმა.

• ziko

ეს რა გენიალური გენ მენეჯერი გყოლიათ ქუთაისლებს. შემოვდივარ წინადადებით-ეს კაცი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ავირჩიოთ, იქნებ გვეშველოს რამე.მერიაშიც გეტყობათ დიადები გიზით.რამდენჯერაც დაგვჭირდება იმდენჯერ გამოყენებთო.ისე ხუმრობა იქით იყოს და მართლაც არ შეიძლება სხელმწიფო კლუბების არსებობა.პოლიტიკაში ყოველთვის დაბალი ინტელექტის ადამიანები მიდიან რომელთაც თავი გენიოსები გონიათ.ისინი ვერ ხვდებიან რომ ასოთშეთანხმება "ტორპედო ქუთაისის" მიღმა ისტორია,ტრადიცია,სიხარული, სიამაყე,ტკივილი და კიდევ უამრავი გრძნობა და განცდაა.

• hghjhj

ბნმმ,,

• Ed

იმავე ფოთის "კოლხეთს" ან სხვა რომელიმე ახლობლურ-მეგობრულად განწყობილ გუნდს ორი-სამი ქულა რომ დასჭირდეს უცებ, ქართველურ-ძმაკაცურად მაგაშიც დაეხმარებიან ალბათ და: -ნუთუ ისე წავხდით ქართველები, ჯიგრულად ერთი-ორი თამაშის ჩუქება აღარ მოსულაო?-იკითხავენ გაკვირვებით.

• lll

რა ხდება ვერ გავიგე, რა გინდათ გულდაწყვეტილები ხართ რომ ბაზაზე ვერ შედიხართ სალოთაოთ? თუ გინდათ და გენატრებათ საამაყო ქუთაისელი მიხიჩას პერიოდი. აზრზე მოდით და მშვიდად შეხედეთ რეალობას!!!

• Leonardo

Daviti-ს დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოში ზოგადად მენეჯმენტის და მართვის გაგებაში ძალიან ცოტა ვინმე თუა, ტორპედო რომ ფულის დაზგაა, წლებია უკვე - სხვათაშორის არანაკლები სახელიანი მწვრთნელის ხელშიც გასულ წელს! თუ კომერციაზე და შემოსავალზეა გათვლილი რამე, მართლა მივესალმები, მაგრამ ისე, ჯიგრულად ვათხოვე ავტობუსის მართLა არ მჯერა! და რახან ჩვენი ფულით ფინანდება Kლუბი, კითხვებიც Aრ უნდა ჩNდებოდეს

• megi

ქართულ ფეხბურთში იმაზე ბევრად დიდი პრობლემებია ვიდრე ის რომ რატო ათხოვეს ვიღაცას ავტობუსი. ამ თემით სპეკულირება კიდევ არამართებულად მიმაჩნია. მთავარია საქმე გაკეთდეს და ქუთაისური ფეხბურთის მომავალი წინ წავიდეს. მართლა სასიხარულო იქნება თვალი მიადევნოთ სტადიონის და ბაზის კეთილმოწყობის სამუშაოებს, დარწმუნებული ვარ მერე ნამდვბილად არ გახდებოდა "ავტობუსის" თემით სპეკულირება ასეთი რეიტინგული !!!!!! ისე რაღა დაგიმალოთ და ვიღაცის პირადი ინტერესების გამო აგორებული უფრო მგონია ეს ყველაფერი.

• ტორპედო

გაუშვით გუნდიდან არაფეხბურთელი"ფეხბურთელები"ხურციძე ადამაშვილი,ის ვიღაც ფუხაევი თუ პუხაევი,რომელიც სამჯერ გავიდა მოედანზე და ვერ გაუგია რას თამაშობს.კარგი ქენით რომ გაუშვით რვა ფეხბურთელი იქედან ერთს ვერ აარჩევდი კაცი სამომავლოდ,მაგრამ ზივზივაძე გაუშვა,საბანაძე და კვარაცხელია დაიტოვო ხურციძე თავდასხმაში ან ის ზემოთ ჩამოტვლილები სირცხვილია!დავამთავროთ საკუთარზე ფიქრი ბატონო დავით!წავიდა შევარდნაძის დრო და იფიქრეთ საქმეზე!

• dato

კარგით რა, საერთოდ დაკარგეთ სიკეთის შეგრძნების უნარი თუ რა ხდება... იმის მაგივრად, რომ კლუბის გვერდში დადგეთ, რაღაც სისულელეებზე აკეთებთ აქცენტს. აცალეთ ამ ხალხს მუშაობა და გაიხარებთ შედეგით, მაგრამ ბევრს მგონი მოსალოდნელი წარმატება უფრო აფორიაქებს !!!

• vai sakartvelo

გაუშვით გუნდიდან და დაზოგეთ თანხები არაფრის მაქნისი ფეხბურთელები!ძმა-ბიჭობით რომ არიან გუნდში და ფულს ჭამენ.თუ არ გაითვალისწინებთ მერე გვარებსაც და ისტორიებსაც მოგითხრობთ.თუ რატომ რისთვის!და მთელი გულშემატკივრები ამოვიღებთ ხმას.ეყოთ მუქთა ჭამა ნახევარი სეზონი,ნორმალური სპორტ-სკოლა გააკეთ მაგ უაზრო ფეხბურთელებზე ფულის მიცემას!

• me

ამ ვაიჟურნალისტებმა ისე აკრიფეს, რომ ვერ გაურჩევიათ კერძო სტრუქტურის ქონება საბიუჯეტოსაგან.არავის საქმე არ არის, რომ კერძო პირმა ( ორგანიზაციამ) გააჩუქოს, გაანათხოვროს ან კომერციული ინტერესებისათვის გამოიყენოს თავისი ქონება. ნუ ყოფთ ცხვირს სხვის საქმეებში და ნუ იქექებით.

• daviti

:D:D:D:D:Dd-ს და leonardo-ს.ფიზიონომიების მიხედვით ადამიანების კვალიფიკაცი და წესიერება ეჭვქვეშ დააყენო რა საქციელია ბატონებო.მითუმეტეს ამას აკეთებთ ინკოგნიტოთ უსახელოდ კომპს ამოფარებულები.ამ კაცს,დავით ფრუიძეს.ვისი ფიზიონომიაც ასე "გახალისებთ",ფეხბურთში მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს,ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით შემდგარი პიროვნებაა,ბევრგან უმუშავნია და ვერავის ვერ ნახავთ მასზე ცუდის მთქმელს და არაწესიერებაში დამადანაშაულებელს.ინტელიგენტი,კარგი ქუთაისელი კაცი და მენეჯერია რომელიც,ყველა სამსახურში ბოლომდე იხარჯეა სადაც კი უმუშავია.როგორც ვიცი საკმაოდ გაუჭირდათ დაყოლიება ტორპედოში მისვლაზე და არ მოეშვნენ ზუსტად მისი წესიერების და კვალიფიციურობის გამო.მიბრძანდით ან სტადიონზე,ან ბაზაზე ტორპედოს და ნახეთ რა ხდება იქ.მის მისვლამდე არსებული აბსოლიტური ბალაგანი როგორააა გამოსწორებული და მოწესრიგებული გაესაუბრეთ ფეხბურთელებს და გეტყვიან ვინცაა და როგორი გენ.დირექტორიცაა ეს კაცი და რა შეიცვალა მისი მოსვლის შემდეგ.ერთ ზედმეტ ადამიანს ვერ ნახავთ იქ,ზუსტად ისეა როგორც ევროპული კლუბის ბაზაზე უნდა იყოს სიტუაცია.ნახეთ თუ არის დღეს ტორპედოში ვინმე ფულით ჩარიცხული.მაგის მოსვლამდე ბაზაზე დილიდან საგამომდე ვარჯიში იყო იმის გამო რომ,ლამის ასამდე ფეხბურთელი ყავდათ გუნდში,ცოტ-ცოტა მაინც ხომ უნდა ევარჯიშა ყველას და დღის სინათლე აღარ ყოფნიდათ.რის გამო იყო მანამდე ასე არაა ძნელი მისახვედრი.ნაკლუბებს რომ,კერძო მესაკუთრეები არ ყავს და მთლიანად მერიებზე და გამგეობებზე არიან ჩამოკიდებული ეს სამწუხარო რეალობაა,და ამაში ამ "ფიზიონომიის" ადამიანის ბრალეულობა ნამდვილად არაა.უსასყიდლოდ მთავრობისგან ნათხოვარ ავტობუსს კი უსასყიდლოდ თუ ათხოვებს მთავრობა ვინმეს ამით ფეხბურთი არ იღუპება.იუვენტუსს რომ,ედრებით,იტალიაში იუვეს პატრონი ტურინის მერია არაა და არც ავტობუსი უთხოვებია ვინმეს.ხოლო ჩვენისთანა ქვეყნებში ამის მსგავსი უამრავი შემთხვევას წააწყდებით.ყველაზე დიდი კლუბები რომლებიც უზარმაზარი სტადიონების მესაკუთრეები არიან რომ,იცოდეთ არც სტადიონის გაქირავებაზე რაიმე კონცერტისთვის,არც სტადიონზე და ბაზაზე ექსკურსიებით,რესტორნების გახსნით და კლუბის სახელის ფრანჩიზით გამოყენების გაყიდვაზე ამბობენ უარს,პირიქით,ჩაბრძანდით ბატონო მადრიდში მიდით სანტიაგო ბერნაბეუზე გადაიხადე ფული და მინდვრის საფარიდან დაწყებული მოგატარებენ ყველაფერს.ტოკიოში კი უბანია საცხოვრებელი მადრიდის რეალი ქვია და ამაში უზარმაზარი ფული აქვთ აღებული.

• vaxvax

ავტობუსი ვისიცაა ის განკარგავს თავისი შეხედულებისამებრ.სხვისი ქონების დამცველად რატომ გამოდიხართ და არამკითხეს პოზიციაში იყენებთ თავს,საქმე დაგელიათ თქვე უბედურებო?

• Burton

ვაი თქვენს პატრონს. მერე რა მოხდაო. ესეთი ხალხი რომ მართავს ქართულ ფეხბურთს, იმიტომ გვაქვს ფეხბურთი მათნაირი :|

• ტორპედო

ივერიის რა მოგახსენო და თუ ასე გააგრძელეს ტორპედო მალე გაბრწყინდება .

უბრალოდ თქვენ არ გინდათ ამ ყველაფრის მარტივად გაგება , ყველაფეერს თქვენებურად იგებთ .პრობლემა ზუსტად ეს არის .

• leonardo

"რა მოხდა მერე" - ესაა პრობლემა სწორედაც რომ!!! ეს ხალხი აზრზე არაა კლუბის მენეჯმენტის და მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ. მაშინ ტორპედოს სტადიონი ბაზრობათ გადავაკეთოთ - რა მოხდა მერე, დიდი ამბავი, ფეხბურთს მაინც ვერ თამაშობენ და ბაზა სასტუმროდ და საუნად!!! ვაი თქვენს პატრონ უბედურს (უფრო სწორად ჩვენს პატრონს, თორე ესენი გარგად ფულსაც აკეთებენ და არაფერს არ იკლებენ, თორე ნეტა ვინმეს თუ სჯერა ან ფიზიონობიების უანგარობისა ჰა?) მიქიაშვილის კომენტარზე კი ნათლად ხვდები რომ ქუთაისში ვისი-ვისაშია ვერ გაიგებ... ასე თუ გავაგრძელეთ ივერია აშკარად მალე გაბრწყინდება! :)

• გელა

მართლაც და მერე რა7 რა მოხდა7

• :D:D:D:D:Dd

ჯერ ყველაფერს თავი რო დავანებოთ გენ დირექტორს ესეთი სახე და იმიჯი რატო უნდა ქონდეს ? :D

• gio

ავტობუსი მაინც აქვთ ბოლოს და ბოლოს... სხვა რამდენი პრობლემაა ეს კიდევ ზღვაში წვეთია ახალი ფედერაცია ჭირდება ფეხბურთს ისეთი კაცი უნდა იყოს პრეზიდენტი რომელსაც მართლა მთელი გულით და სულით უნდა ფეხბურთის განვითარება და მარტო თავის ჯიბეზე არ იფიქრებს თორემ უფულოდ ვინ რას გააკეტებს?!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა

ფეხბურთელები, რომელთა მიყვანა გიორგი დარასელიას "ტორპედოში" სურს

"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

დავით ფრუიძე: სახელმწიფომ პიროვნული მომენტი უნდა გამორიცხოს...

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ᓒᓣᓚᓓᓐᓬᓧᓕᓔᓢᓘᓚ ᓕᓘᓡᓔᓜᓢᓔ ᓓᓔᓚ ᓑᓝᓡᓙᓔᓡ ᓐᓕᓢᓝᓑᓣᓡᓘ ᓨᓔᓔᓨᓐᓚᓐ [VIDEO]

რატომ ვერ მიიღო ქუთაისმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება

თურქეთში "ფენერბაჰჩეს" ავტობუსს იარაღიდან ესროლეს [VIDEO]

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი დირექტორი ფანების ფავორიტია

დიდი ცვლილებები ქუთაისში - "ტორპედო" ირაკლი კლიმიაშვილმაც დატოვა

ახალი ფეხბურთელები და 800 000 ლარი ქუთაისის "ტორპედოსთვის" [PHOTO]

ქუთაისის "ტორპედო" - აქაც პოლიტიკური ბრძოლა?

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები გაირკვა