ესპანელის დიდი წარმატება
ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება "იამაჰას" მოტომრბოლელი ხორხე ლორენსო, რომელმაც სეზონის სტარტზე ჩავარდნის შემდეგ ზედიზედ სამი ეტაპი მოიგო და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპზე - იტალიის გრან-პრიზე ლორენსომ მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი და ძალიან მალე გაუსწრო პოულის მფლობელ ანდრეა იანონეს, რის შემდეგაც ეტაპის ბოლომდე არავის შეჰპარვია ეჭვი მის გამარჯვებაში.

იანონე მეორე მივიდა ფინიშთან, ხოლო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ვალენტინო როსიმ ჩვეულ სტილში წარმართა რბოლა. მან კვლავ დაბალი პოზიციიდან (მერვე) აიღო სტარტი, მაგრამ რამდენიმე გასწრების ხარჯზე მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მორიგი პოდიუმი მოიპოვა, თან საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მისი უპირატესობა ლორენსოზე ექვს ქულამდე დავიდა.

გრძელდება ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულის, მარკ მარკესის უიღბლო სეზონი. "ჰონდას" წევრს საშინელი უქმეები ჰქონდა: მან ჯერ კვალიფიკაცია ჩააგდო, როცა მხოლოდ მე-13 დრო აჩვენა, გუშინ კი ფინიშამდე ვერ მიაღწია, რადგან ექვსი წრით ადრე ტრასაზე დაეცა.

მოტოგრანპრიში მომდევნო ეტაპი 14 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

იტალიის გრან-პრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 41.39,173; 2. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +5,563; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +6,661; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +9,978; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +15,284; 6. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +15,665; 7. მავერიკ ვინალესი (ესპ, Suzuki) - + 23,805; 8. მიკელე პირპო (იტა, Ducati) - +29,152...

საერთო ჩათვლა

1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 118 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 112; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 83; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 81; 5. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 69; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 57; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 47; 8. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - 45...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
[VIDEO] მბაპეს "რეალის" ფანების გამაყრუებელი სტვენა სასაცილოდ არ ეყო
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
შევალიეს გარეშე - დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა
მოურინიოს დასაბრუნებლად "რეალს" "ბენფიკასთვის" კომპენსაციის გადახდა მოუწევს
კვარაცხელიასთან და დემბელესთან ერთად შეუტევს - პსჟ-ს ახალი თავდამსხმელი ეყოლება
ლევან კორღალიძე: ახლა ჩვენი ყველაზე დიდი "მტერი" არის დრო
ალისონი მიდის თუ რჩება და ვინ ჩადგება "ასტონ ვილასთან" კარში? - სლოტმა კითხვაზე უპასუხა
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
"რონალდოს ეს საქციელი არასდროს დამავიწყდება" - კარიმ ბენზემა
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?