ხორხე ლორენსო ერთპიროვნული ლიდერია
მოტოგრანპრის მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში. მუჯელოს ტრასაზე გამარჯვებისთვის ბრძოლას ბოლო სანტიმეტრებამდე ჰქონდა ინტრიგა.

ბოლო მოსახვევში "ჰონდას" პილოტმა მარკ მარკესმა გაუსწრო ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონს ხორხე ლორენსოს, მაგრამ საფინიშო სწორ მონაკვეთზე "იამაჰას" წევრმა შეძლო მარკესის უკან ჩამოტოვება და პირველ ადგილზე გასვლა.

სხვაობამ პირველ და მეორე ადგილს შორის 0.019 წამი (!) შეადგინა. ლორენსომ ზედიზედ მეორე და სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა და გაიმყარა ლიდერობა საერთო ჩათვლაში.

საშინაო ტრასაზე არ გაუმართლა პოულის მფლობელ ვალენტინო როსის. იტალიელს შეეძლო გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეტაპის მსვლელობისას, მის "იამაჰაზე" ძრავა გამოვიდა მწყობრიდან და მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი იძულებული გახდა ბოქსებში წასულიყო.

მეშვიდე ეტაპი - კატალონიის გრანპრი 5 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო 115

2. მარკ მარკესი 105

3. ვალენტინო როსი 78

4. დანი პედროსა 66

5. მავერიკ ვინალესი 59

6. ალეის ესპარგარო 49

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს