"იტალიაში ჩატარებულ პირველ მატჩში 20 ქულა ჩავაგდე, მეგონა კარგად ვითამაშე, მწვრთნელმა კი მომდევნო შეხვედრაში სასტარტოში აღარ დამაყენა"
ფოტოზე: სოსო მაჭავარიანი და ლუკა მაკიაველი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი სოსო მაჭავარიანი იტალიიდან ჩემპიონის სტატუსით დაბრუნდა. მისმა "ტიგულიომ" აპენინებზე 19-წლამდელთა პირველობა მოიგო. ფინალურ სერიაში ტიგულიოელებმა "სან რემო" 2:1 დაამარცხეს. ბოლო, გადამწყვეტი შეხვედრა 66:53 მოიგეს. სოსომ ამ მატჩში 12 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

მასთან ინტერვიუ სწორედ იტალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატით დავიწყეთ.

- შეჯიბრების საწყის ეტაპზე გუნდები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ჩვენს ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო "ტიგულიომ", ხოლო მეორე ჯგუფში "სან რემომ" გაიმარჯვა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ფინალში სწორედ ჩვენ და სანრემოელები გავედით.

გადამწყვეტ სერიაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მოედნის უპირატესობას. პირველი მატჩი შინ მოვიგეთ, მეორეში სტუმრად დავმარცხდით, ხოლო ბოლო შეხვედრა ჩვენს მოედანზე გაიმართა და 2700 მაყურებლის მხარდაჭერით საბოლოო გამარჯვებას მივაღწიეთ. რაც უმთავრესად გუნდური თამაშის შედეგი იყო. ამას ჩვენს გუნდში დიდ ყურადღებას აქცევენ.

- არადა, ამ კომპონენტში ქართველები გამორჩეულები არ ვართ...

- სხვათა შორის, იტალიაში პირველი მატჩი რომ ჩავატარე, 20 ქულა ჩავაგდე, მეგონა კარგად ვითამაშე. მწვრთნელმა კი მომდევნო შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში აღარ დამაყენა.

მიზეზი კი ასე განმიმარტა: როცა ქულების მოგროვებას ინდივიდუალურის ნაცვლად გუნდზე თამაშის შედეგად ისწავლი, სასტარტოშიც მაშინ ითამაშებო. ამის შემდეგ სხვა კუთხით შევხედე სიტუაციას და სასტარტო ხუთეულშიც დავბრუნდი.

ძლიერი მწვრთნელი გვყავს, ლუკა მაკიაველი. მას ცოლ-შვილი არა ჰყავს, მისი ოჯახი კალათბურთია, დღე და ღამე სპორტზე ფიქრობს. სოციალურ ქსელებში ვიდეოებსაც გვიგზავნიდა, მიგვითითებდა, რაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, კალათბურთელებს რესტორანშიც გვეპატიჟებოდა.

- კონკრეტულად რა კომპონენტებზე ამახვილებდი ყურადღებას ინდივიდუალური ვარჯიშისას?

- ყველა კომპონენტზე ვმუშაობდი, ფიზმომზადებიდან დაწყებული ტექნიკით დამთავრებული. მთავარი კი ის არის, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდა საკმარისი. სხვადასხვა ტურნირებს თუ ჩავთვლით, ჯამში 70-ზე მეტი მატჩი ჩავატარე.

- 19-წლამდელთა ჩემპიონატის გარდა, კიდევ რა შეჯიბრებებში მიიღე მონაწილეობა?

- დიდ გუნდთან ერთად ვითამაშე სერია C-ში, სადაც რეგულარულ ეტაპზე მეოთხე ადგილი დავიკავეთ, ხოლო ასპარეზობა ნახევარფინალში დავასრულეთ. ასევე ვითამაშეთ რომისა და მილანის 19-წლამდელთა ტურნირებში, სადაც სერბულ გუნდებსაც დავუპირისპირდით. ორივე შეჯიბრება მეექვსე ადგილზე დავასრულეთ.

- "ტიგულიოში" კიდევ ერთი ქართველი ლევან ბაბილოძე თამაშობს...

- იგი 17-წლამდელთა გუნდში იმდენად კარგად გამოდიოდა, რომ მწვრთნელს გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლო მატჩებში 19-წლამდელებში გადმოეყვანა, თუმცა ტრავმა მიიღო, რამაც სეზონის სრულფასოვნად ჩამთავრებაში ხელი შეუშალა.

- ბოლოს სამომავლო გეგმებზე ვთქვათ. მომავალ სეზონში სად ითამაშებ?

- "ტიგულიოში" დარჩენას წინ არაფერი დაუდგება, თუმცა მაქვს შეთავაზებები ვენეციური გუნდებიდან, "როსეტოდან" და ამერიკის კოლეჯებიდან. გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ.

ივლისში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გველის. თბილისში 29 მაისს ჩამოვედი, რათა ივნისის დასაწყისში ნაკრებთან ერთად ვარჯიშს შევუდგე. ევროპის ჩემპიონატი ივლისში უნგრეთში გაიმართება, მანამდე კი ლატვიასა და ლუქსემბურგში ჩავატარებთ საკონტროლო შეხვედრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kako
სტატიის ავტორო მიუთითე კალათბურთელის სიმაღლე და ამპლუა აუცილებლად თორემ სტატია უინტერესო და ზედაპირული გამოდის
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა