ქართველმა ძიუდოისტებმა პოლონურ ბიელსკო ბიალას საერთაშორისო ტურნირში 12 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო
ფოტოზე: გიორგი ნიაზაშვილმა (თეთრი კიმონოთი) ფინალში თურქი დაამარცხა

ამ უქმეებზე ქართველმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს პოლონურ ბიელსკო ბიალაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც 12 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. ჩვენები გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ.

ჩემპიონები გიორგი ნიაზაშვილი (50), გოგა ქევხიშვილი (81) და ონისე სანებლიძე (90) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ზურაბ კახნიაშვილი (50), ივანე ხუბაშვილი (55), ლაშა დუდაშვილი (73) და გელა ზაალიშვილი (+90) დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლები ვაჟა ბუბუნაურმა (50), თემურ ნოზაძემ (55), თენგიზ ჩიტაურმა (60), ბაგრატ ნინიაშვილმა (66) და ზაურ კენჭაძემ (90) მოიპოვეს.

ბრინჯაოსთვის კიდევ ორმა ქართველმა იჭიდავა - საბა გრიგალაშვილმა (55) და ნიკა ლაბაძემ (73), თუმცა დამარცხდნენ.

ეს ტურნირი ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება უნდა ყოფილიყო. ამიტომ იქ თავის გამოჩენის შანსი ყველა კანდიდატს მისცეს - 19 მოჭიდავე წაიყვანეს. მხოლოდ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რობინზონ ბეგლარაშვილი (60) დაასვენეს, ვინც ერთადერთია, უკვე რომ გაინაღდა ადგილი საევროპო ნაკრებში.

სავარაუდოდ, გუნდს ისინი შეავსებენ, ვინც უფრო მეტად გამოიჩინა თავი ამ ტურნირზე.

მათ ვერ გაუსწრეს იაპონიას

როგორც ვხედავთ, ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდიდან 6 კაცი დარჩა უმედლოდ, თუმცა ნაადრევად მხოლოდ 4 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ჩვენებმა 8 წონიდან 6-ის ფინალში იჭიდავეს!

განსაკუთრებით შთამბეჭდავად შეჯიბრების მეორე დღეს - გუშინ გამოვიდნენ, როცა ოთხივე წონითი კატეგორიის ფინალში გვყავდა მონაწილე, თუმცა ორი მათგანი დამარცხდა. ამ კვარტეტიდან განსაკუთრებით დასანანი ზაალიშვილის წაგება იყო უკრაინელ ალექსეი მოისეევთან - მანამდე ჩინებულად მოჭიდავე ქართველი, რომელმაც სამივე წინა პაექრობა იპონით მოიგო, ახლაც გაფრთხილებით იგებდა, მაგრამ დასრულებამდე ორი წამით ადრე ახალგაზრდული სიფიცხით ილეთზე შევიდა და მოყვა კიდეც.

გდება უკრაინელმა დაიწყო, მაგრამ ჩვენებურმა კონტრილეთი გაუგრძელა. პირველიც თითქოს უკრაინელი დაეცა, მაგრამ ესეც გადაიყოლა. მსაჯმა თავიდან ზაალიშვილს მისცა ვაზარი, მაგრამ მერე კარგა ხანს აკვირდებოდნენ ვიდეოგამეორებაზე და შედეგი შეცვალეს - ვაზარი მეტოქეს მიაკუთვნეს.

არადა, ჩვენებურს რომ მოეგო, გუნდურსაც მოვიგებდით - იაპონიას ოქროებით გავუთანაბრდებოდით, მაგრამ ვასწრებდით ვერცხლის მედლებით.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ოქროს მედლებს ამ შეხვედრამდე მხოლოდ ჩვენ და იაპონია ვინაწილებდით, ამ პაექრობის შემდეგ კი უკრაინაც დაგვემატა.

თუმცა იაპონიის გადასწრება და გუნდური პირველობის განაღდება დუდაშვილსაც შეეძლო, ფინალში იაპონელ კამუი ვატანაბეს თუ მოუგებდა. სამწუხაროდ, იაპონელი შეუჩერებელი იყო. არადა, ფინალამდე დუდაშვილმა ოთხი შეხვედრა გამართა და მანაც ყველა წმინდად მოიგო.

ყველაზე მსუბუქები ყველაზე კარგად

ცალკეული წონების მიხედვით, ჩვენმა ჭაბუკებმა განსაკუთრებით შთამბეჭდავად უმჩატეს, 50 კილოგრამში იჭიდავეს, სადაც სამი მონაწილე გვყავდა და სამივე ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი ქართული ფინალი გაიმართა და სამივე ქართველი კვარცხლბეკზე ავიდა.

ნიაზაშვილს პირველ შეხვედრაში პოლონელი იაკუბ ბინეკი არ გამოუცხადდა, შვეიცარიელი პაულ რონჩი სამჯერ გააფრთხილებინა და ზედ ჩაროზად ვაზარიც დააყოლა, ებრაელი რეეფ მენაგედი და ნახევარფინალში თურქი ილკერ იავუზი კი იუკოს შემდეგ დააიპონა. მან ფინალიც წმინდად მოიგო კახნიაშვილთან.

მას ყველაზე მეტად ბუბუნაურთან გაუჭირდა ნახევარფინალში, თუ შეიძლება, ამას გაჭირვება ეწოდოს - "მხოლოდ" ვაზარით აჯობა, დანარჩენები კი ბევრად იოლად დაამარცხა: ებრაელი იაირ ელკინდი ბეჭებზე დააგდო, ხოლო თურქ მირაც აკუსი ვაზარ-იპონით ჩამოიშორა გზიდან.

თავის მხრივ, არც ბუბუნაურს გამოუცხადდა პირველი მეტოქე - შვეიცარიელი ფლავიო კარეა. ამის შემდეგ ებრაელი იტაი კლაინი დააიპონა რუმინელ ვლად ლუნკანს კი იუკოთი მოუგო, თან სამი გაფრთხილებაც "აიკიდა", ანუ ახლოს იდგა წაგებასთან. მან სამი გაფრთხილება კიდევ ერთხელ მიიღო - დამამშვიდებლის ფინალში ფრანგ მეჰდი ელ მარიასესთან, თუმცა მას ვაზარიც აუღო.

ახალი ტალანტი

ალბათ, არავინ გვიწყენს იმის თქმას, რომ ჩვენი მედალოსნებიდან ყველაზე მეტად სანებლიძის გამოსვლა მოგვეწონა - ძალიან თავისუფლად, ტექნიკურად, გახსნილად და მეტად ლამაზად ჭიდაობს.

ეს პოლონეთში მის გამოსვლასაც დაეტყო, სადაც ხუთივე პაექრობა იპონით მოიგო - იაპონელ კესიუკე ივაკისთან, პოლონელ პაველ კეიზასთან, ფრანგ პაულ დევოსთან, ნახევარფინალში გერმანელ ვლადისლავ გავრილოვთან და ფინალში ბელორუს ანტონ საჩილოვიჩთან.

ბელორუსი ისე დააგდო, მგონი, თვითონაც ვერ მიხვდა, რა გაუკეთა ქართველმა.

ქევხიშვილმაც ივაჟკაცა

ფინალში ივაჟკაცა ქევხიშვილმაც, რომელმაც მძაფრი ბრძოლა შემოუბრუნა ბოსნიელ ტონი მილეტიჩს, ვინც ბოლო წამებზე გატეხა და გაფრთხილებით აჯობა.

არადა, საცოდაობა იქნებოდა, წაეგო, რადგან მანამდე ოთხიდან სამ შეხვედრაში წმინდად იმარჯვა, მათ შორის, პირველივე შეხვედრაში იაპონელ კენ სასატანისთან, ვის გზასაც მერე ფრანგი იოჰან რაინო და გერმანელი ტიმ შმიდტიც გააყოლა. იუკოთი მხოლოდ მეოთხედფინალში მოუგო გერმანელ ლარს კილიანს.

პოლონეთში იაპონელებს რამდენიმე შეხვედრა კი მოვუგეთ, მაგრამ მათთან ყველა ფინალი წავაგეთ - დუდაშვილამდე ხუბაშვილიც იაპონელ კაიტო უჩიდასთან დამარცხდა გადამწყვეტ პაექრობაში.

საინტერესოა, რომ პირველ დღეს ამ წონაშიც თავიდან ისეთივე შედეგი გვქონდა, როგორიც 50-ში: აქაც სამი ფალავანი გვყავდა და სამივე ნახევარფინალში გავიდა. სამწუხაროდ, იქ ნოზაძეც უჩიდასთან დამარცხდა, ხუბაშვილმა კი გრიგალაშვილს მოუგო.

შედარებით სუსტად

ჩვენები შედარებით სუსტად 60-სა და 66-ში გამოვიდნენ, სადაც მხოლოდ თითო მედალი მოვიპოვეთ და ისიც - ბრინჯაოსი.

მედალოსანთაგან ნახევარფინალში მხოლოდ ნინიაშვილი გავიდა, სადაც თურქ ბილალ ცილოღლუსთან იუკოთი წააგო, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი მოლდოველი კორნელ ანდრიესი დააიპონა, თუმცა მანამ იუკოც აართვა. აღსანიშნავია, რომ ქვეჯგუფში ჩვენებურმა სამივე პაექრობაში წმინდად იმარჯვა. მათ შორის - თურქ უგურ სარიკაიასთანაც.

ჩიტაური სერბ დამიან სიმიჩტან ვაზარით, პოლონელ კრშიშტოფ კოზაკთან კი წმინდად მოგების შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იაპონელთა მომავალ ჩემპიონ გენკი კოგასთან წააგო. დამამშვიდებელში ჩვენებურმა ფრანგ რედა სედოუკის იუკოთი აჯობა, ლიტველ მარტინას კვედარასს და მოლდოველ ვადიმ ზაჰარიას კი იპონებით მოუგო.

როგორც გითხარით, პოლონეთის ტურნირი საევროპო ნაკრების შესარჩევად მთავარი გამოცდა იყო. თუმცა ჩვენი ნაკრებისთვის სეზონის უპირველესი შეჯიბრება არა ის, არამედ ივლისში თბილისში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია და აქცენტს მასზე აკეთებენ.

არადა, წლეულს მსოფლიოს პირველობაც იმართება, მაგრამ კალენდარი ჩვენთვის მეტად არახელსაყრელია - ევროპის პირველობას 3-5 ივლისს სოფია უმასპინძლებს, 27 ივლისს უკვე ზემოაღნიშნული ფესტივალი იწყება, მისი დასრულებიდან 4 დღეში, 5 აგვისტოს კი სარაევოში მსოფლიოს პირველობა აიღებს სტარტს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩხვიმიანი VS მშვიდობაძე - ყაზანური ფინალი ძიუდოში [VIDEO]
უკეთესი გამოსვლა შეიძლებოდა - ინტერვიუ ჭაბუკ ძიუდოისტთა მწვრთნელ მინდია ბოდაველთან
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: გიორგი ნიაზაშვილი ნახევარფინალშია
ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ივანე ხუბაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასზე 5 მედალი მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისი 2015. ძიუდო: პირველი ოქრო საქართველოს [VIDEO]
ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი: ამოუცნობმა ქართველებმა ევროპა შეაშფოთეს [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ღვინიაშვილის ოქრო და სულამანიძის ვერცხლი ზაგრების გრან-პრიზე [VIDEO]
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემზე მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ
ოქროს ბავშვები - "ქართული დინამიტი" თბილისი 2015-ზეც აფეთქდა [VIDEO]
ლიპარტელიანის ოქრო, ნოზაძის ვერცხლი და ლოლაძის ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
3 მედალი ბაქოს გრანდ-სლემზე
თბილისი 2015: ქართველმა ძიუდოისტებმა მონაგარს დღეს ვერაფერი შემატეს
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ორი ბრინჯაოს შანსი
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ჩვენთვის უმედლო დღე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები "ევროპის ღია თასზე" გადახალისებული შემადგენლობით გამოვა
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: ბექაურმა ოქრო, მაისურაძემ კი ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მძიმედ დაიწყებენ
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა